საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა" - მედია
"დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა" - მედია

აშშ-მა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ, კა­ნა­დამ, ია­პო­ნი­ამ და საფ­რან­გეთ­მა შექ­მნეს ალი­ან­სი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის გა­მო­დევ­ნას ბირ­თვუ­ლი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რი­დან.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბას ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ სა­პო­რო­ში, "დიდი შვი­დე­უ­ლის“ შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში მი­აღ­წი­ეს.

ხუთი ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმდა, რომ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ შე­სა­ბა­მის რე­სურ­სებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­მო­ქა­ლა­ქო ბირ­თვუ­ლი ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში, რათა შე­არ­ყი­ონ რუ­სე­თის კონ­ტრო­ლი მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვებ­ზე.

ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­გეგ­მი­ლია შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის ბაზ­რი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გან­დევ­ნის მიზ­ნით.

ასე­თი ნა­ბი­ჯის მი­ზა­ნი პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­ფი­ნან­სე­ბის კი­დევ ერთი წყა­როს შე­წყვე­ტაა.

"დიდი ბრი­ტა­ნე­თი იმ­ყო­ფე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის ცენ­ტრში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, პუ­ტი­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად და იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ ვერც მან და ვერც მის­ნა­ი­რებ­მა ვე­ღა­რას­დროს იფიქ­რონ, რომ თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს მოქ­ცე­ვა შე­უძ­ლია“, - აცხა­დებს ბრი­ტა­ნე­თის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრი, გრანტ შაპ­სი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახ - ს
13

საწყალები რაღა ეშველებათ 😂

ანი
8

იტალიამ და გერმანიამ არაო?! რატომ ვითომ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა" - მედია

"დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა" - მედია

აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიის ქალაქ საპოროში, "დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს.

ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენებდნენ შესაბამის რესურსებს და შესაძლებლობებს თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია შეთანხმების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ბირთვული საწვავის ბაზრიდან რაც შეიძლება მალე განდევნის მიზნით.

ასეთი ნაბიჯის მიზანი პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსების კიდევ ერთი წყაროს შეწყვეტაა.

"დიდი ბრიტანეთი იმყოფება გლობალური ძალისხმევის ცენტრში, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდასაჭერად, პუტინის დასამარცხებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერც მან და ვერც მისნაირებმა ვეღარასდროს იფიქრონ, რომ თავისი ენერგეტიკული რესურსების ტყვეობაში მსოფლიოს მოქცევა შეუძლია“, - აცხადებს ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრი, გრანტ შაპსი.