პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
"დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ

ილია II-ის

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

"გა­მო­ვი­და სიძე ჯო­ჯო­ხე­თი­დან, მკვდრე­თით აღ­დგა ძლი­ე­რე­ბით შე­მო­სი­ლი, სიკ­ვდი­ლი დათ­რგუ­ნა და ტყვე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა“ (წმ. იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი)

ქრის­ტე აღ­დგა!

დგე­ბა ჟამი ახა­ლი პა­ს­ე­ქი­სა!

დღეს ზე­ი­მობს ცა და მიწა, ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო; რა თქმა უნდა, ვზე­ი­მობთ ჩვენც, რად­გან ამ სას­წა­უ­ლით დას­რულ­და ამ­ქვეყ­ნად მა­ცხოვ­რის ღმერ­თკა­ცობ­რი­ვი, გო­ნე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ღვაწ­ლი, ჩვე­ნი ხსნი­სათ­ვის გა­ღე­ბუ­ლი.

ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გამო აკ­რძა­ლუ­ლი ხის­კენ ადა­მის გაწ­ვდი­ლი ხე­ლის ნაც­ვლად, მწყემ­სი კე­თი­ლი სა­კუ­თარ ხელს იწ­ვდის ჯვარ­ზე მი­სამ­სჭვა­ლად, გან­დი­დე­ბის ნაც­ვლად თავ­ზე ეკ­ლი­ან გვირ­გვინს იდ­გამს და ჩვე­ნი ცხო­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თა­ვის სი­ცო­ცხლეს სწი­რავს.

ამ სა­ო­ცარ­მა მსხვერ­პლმა სიკ­ვდი­ლი­სა და ჯო­ჯო­ხე­თის საკ­ვრელ­თა­გან იხ­სნა ძვე­ლი აღ­თქმის მარ­თალ­თა სულ­ნი, ადა­მი­დან და ევა­დან ვიდ­რე ქრის­ტეს აღ­დგო­მამ­დე შეს­ვე­ნე­ბულ­ნი და ცათა სა­სუ­ფევ­ლი და­უმ­კვიდ­რა მათ.

აღ­დგო­მის შემ­დეგ კი, სა­სუ­ფევ­ლის კარი ღიაა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის­თვის, რო­მელ­ნიც სუ­ლით და ხორ­ცით გან­წმენ­დილ­ნი წარ­დგე­ბი­ან ღვთის წი­ნა­შე. ასეთ ადა­მი­ან­თა სუ­ლებს ჯო­ჯო­ხე­თი უკვე ვე­ღარ ეხე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ­მო­ცი დღის შემ­დეგ ისი­ნი უფ­ლის სა­ვა­ნე­თა შინა გა­ნის­ვე­ნე­ბენ.

ამ სი­ხა­რულს ათას­წლე­ულ­თა მან­ძილ­ზე ელოდ­ნენ თა­ო­ბე­ბი.

უფა­ლი მო­ვი­და, რომ წი­ნა­ძღვრად ექ­ცეს ჩვენს აზრს, გრძნო­ბას, მოქ­მე­დე­ბას, სუ­ლი­სა და გუ­ლის წა­დილს; რომ დაგ­ვეხ­მა­როს, შე­მოვ­ბრუნ­დეთ და გა­მო­ვას­წო­როთ ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ნი; სუ­ლი­ე­რად გა­ვი­მარ­თოთ და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მა­რა­დი­უ­ლად მო­ზე­ი­მე ზე­ცის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის და­სა­წყი­სად ვაქ­ცი­ოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულ­სა და სხე­ულ­ში ფეს­ვგად­გმუ­ლი ცოდ­ვი­სა­გან თა­ვის დახ­სნა ჭირს, რად­გან ეშ­მა­კი ათას­ნა­ირ მა­ხეს უგებს მორ­წმუ­ნეთ, რომ ღვთის გზა და­ა­ვი­წყოს.

ამი­ტო­მაც ყვე­ლა ქრის­ტეს­მოყ­ვა­რეს აუ­ცი­ლებ­ლად ეკ­ლი­ა­ნი და ვიწ­რო ბი­ლი­კის გავ­ლა მო­უ­წევს და ამი­სათ­ვის მზად უნდა ვი­ყოთ.

დრო ისე­დაც დამ­ძიმ­და, მაგ­რამ არ შედ­რკეთ! მთა­ვა­რია, ნე­ბის­მი­ე­რი ვი­თა­რე­ბი­დან სწო­რი დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნოთ, ღმერ­თს არ გან­ვე­შო­როთ და მუ­დამ გვახ­სოვ­დეს მისი სი­ტყვე­ბი: "მე ვარ უფა­ლი, შენი ღმერ­თი, შენი მარ­ჯვე­ნის გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, მთქმე­ლი შენ­და მო­მართ: ნუ გე­ში­ნია, მე შე­გე­წე­ვი“ (ეს.41.13); გვახ­სოვ­დეს და გჯე­რო­დეს ისიც, რომ ბო­ლოს მა­ინც "უფ­ლის მორ­წმუ­ნეთ ყო­ვე­ლი­ვე კე­თი­ლად წა­რე­მარ­თე­ბათ.“

უფა­ლი ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლით ელის თა­ვის­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით - მო­ნა­ნულ ცოდ­ვილთ, თუნ­დაც რომ მე­თერ­თმე­ტე ჟა­მის მუ­შაკ­ნი იყ­ვნენ ისი­ნი და ზე­ცის­კენ მი­მა­ვალ აღ­მარ­თზე შედ­გო­მა­სა და თა­ნად­გო­მას სთა­ვა­ზობს მათ.

ასე რომ, წუ­თი­სოფ­ლის ყო­ვე­ლი დღე მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სუ­ლი­ერ სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის ბრძო­ლის ას­პა­რე­ზია. ამ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა გვმარ­თებს. ხსნის გზა გაკ­ვა­ლუ­ლია, მის გა­სავ­ლე­ლად კი ყვე­ლას პი­როვ­ნუ­ლად ჩვე­ნი შრო­მა გვაქვს გა­სა­წე­ვი.

"სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა იი­ძუ­ლე­ბის; და რო­მელ­ნი აი­ძუ­ლებ­დენ, მათ მი­ი­ტა­ცონ იგი“ (მთ. 11, 12), - გვას­წავ­ლის მა­ცხო­ვა­რი; ანუ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ი­პო­ვე­ბა და ვინც ამ ღვაწლს გას­წევს, ის და­იმ­კვიდ­რებს მას­ში ად­გილს.

*****

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის შემ­დეგ ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის მარ­თალ­თა სულ­ნი ღვთის სა­უფ­ლოს მკვიდ­რნი გახ­დნენ და ხდე­ბი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ სუ­ლით მყო­ფო­ბა ცათა შინა ჩვენ­თვის არ არის სრულ­ყო­ფი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მა­ცხოვ­რის გა­მომხსნე­ლო­ბი­თი ღვაწ­ლით სული თა­ვის უხრწნელ სხე­ულს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­მო­სავს და რო­გორც ჯვარ­ცმით მარ­თალ­თა სულ­ნი ერ­თი­ა­ნად დახ­სნილ იყ­ვნენ ჯო­ჯო­ხე­თის ტყვე­ო­ბი­სა­გან და ზე­ცი­ურ დი­დე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, ასე­ვე ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ მოხ­დე­ბა მკვდარ­თა სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მა.

"მო­ის­მე­ნენ საფ­ლავ­ში მყოფ­ნი ღვთის ძის ხმას და გა­მოვ­ლენ სი­კე­თის მოქ­მედ­ნი სი­ცო­ცხლის აღ­დგო­მა­ში, ხოლო უკე­თუ­რე­ბა­თა მოქ­მედ­ნი სას­ჯე­ლის აღ­დგო­მა­ში“ (ინ.5:28-29).

გარ­დაც­ვლილ მარ­თალ­თა ხვედრზე კი ასე წერს წმინ­და წე­რი­ლი: "ითე­სე­ბა ხრწნი­ლე­ბა­ში და აღ­დგე­ბა უხრწნე­ლე­ბა­ში, ითე­სე­ბა უძ­ლუ­რე­ბა­ში და აღ­დგე­ბა ძლი­ე­რე­ბა­ში, ითე­სე­ბა უპა­ტი­ო­ბა­ში, აღ­დგე­ბა დი­დე­ბა­ში, ითე­სე­ბა მშვინ­ვი­ე­რი სხე­უ­ლი და აღ­დგე­ბა სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლი“ (1კორ. 15:42-44)

და მა­ინც, რა არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი?

იესო ქრის­ტეს მი­წი­ე­რი მყო­ფო­ბა, ჯვარ­ცმამ­დეც და ჯვარ­ცმის შემ­დეგ ამაღ­ლე­ბამ­დეც, ნე­ბის­მი­ე­რი დრო­ის მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნის­თვის ცხოვ­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის წე­სის გან­მსა­ზღვრე­ლია და "თუ გვწამს, რომ იესო მოკ­ვდა და აღ­დგა, ასე­ვე ღმერ­თი მა­თაც (მარ­თლებს), რო­მელ­ნიც და­ძი­ნე­ბულ­ნი (გარ­დაც­ვლილ­ნი) არი­ან, თა­ვის­თან მი­იყ­ვანს იე­სოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სა­სუ­ფევ­ლი­სათ­ვის აღად­გენს სხე­უ­ლებ­რი­ვად.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ეს დღე ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ დად­გე­ბა, მა­ცხო­ვარ­მა კი აღ­დგო­მის­თა­ნა­ვე უხრწნე­ლი სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლი შე­ი­მო­სა და გახ­და პირ­მ­შო შეს­ვე­ნე­ბულ­თა (გა­მო­ცხ. 1,5).

წმინ­და სა­ხა­რე­ბა ბრძა­ნებს რომ, იესო ქრის­ტე ასე­თი სა­ხით ორ­მო­ცი დღის მან­ძილ­ზე ეცხა­დე­ბო­და მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებს, თა­ვის მო­წა­ფე­ებს, გა­მო­ე­ცხა­და ხუ­თას­ზე მეტ ადა­მი­ან­საც...

თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც დე­დე­ბი და ვერც მო­წა­ფე­ნი ვერ იჯე­რებ­დნენ, რომ იგი აღ­დგა და ცო­ცხა­ლია, რად­გან აწ უკვე უხრწნე­ლი, უკ­ვდა­ვი და უვ­ნე­ბო მისი სხე­უ­ლი სა­ხეც­ვლი­ლი იყო. მაგ­რამ ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე მათ მი­ე­ცათ მტკი­ცე რწმე­ნა და ცოდ­ნა ცათა სა­სუ­ფევ­ლში სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლით შე­მო­სილ რჩე­ულ­თა მო­მა­ვა­ლი მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც მა­ცხოვ­რის მსგავ­სი უხრწნე­ლი სხე­უ­ლი ექ­ნე­ბო­დათ და გა­აც­ნო­ბი­ე­რეს სა­ბო­ლოო და უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ღვთის გან­კა­ცე­ბი­სა, - სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით, სუ­ლი­სა და უხრწნე­ლი სხე­უ­ლის ერ­თო­ბით, - მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის, ანუ აღ­დგე­ნა მის­თვის იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, რის­თვი­საც და რო­გო­რა­დაც იგი შე­იქ­მნა.

ამი­ტო­მაც, რო­დე­საც მო­წა­ფე­ებ­მა ცად ამაღ­ლე­ბუ­ლი იესო ქრის­ტე იხი­ლეს, სი­ხა­რუ­ლით აღვსილ­ნი დაბ­რუნ­დნენ იე­რუ­სა­ლიმ­ში.

თუ მათ ჯვარ­ცმი­სას უფა­ლი მი­ა­ტო­ვეს და ძრწოდ­ნენ ქვეყ­ნის მთა­ვარ­თა და მღვდელმთა­ვარ­თა ში­შით, ახლა გან­ძლი­ერ­დნენ; სულთმო­ფე­ნო­ბის შემ­დეგ კი დიდ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ზი­ა­რე­ბულ­ნი იმ­დე­ნად გან­მტკიც­დნენ, რომ მზად იყ­ვნენ ყველ­გან და ყვე­ლას წი­ნა­შე და­უბ­რკო­ლებ­ლად და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ უფ­ლის სწავ­ლე­ბა და თავი და­ე­დოთ მის­თვის.

ეს რწმე­ნა მო­ცი­ქუ­ლებ­მა მთელ მსოფ­ლი­ოს მოჰ­ფი­ნეს.

ყო­ვე­ლი­ვე ეს სა­ფუძ­ვე­ლია მთე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის. იგი გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს მრწამსსაც და, მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლას სხე­უ­ლებ­რი­ვი აღ­დგო­მის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­საც; ამი­ტო­მაც ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი: თუ მი­გაჩ­ნი­ათ, "რომ მკვდრე­ბი არ აღ­დგე­ბი­ან, არც ქრის­ტე აღ­მდგა­რა. მაშ ფუჭი ყო­ფი­ლა ჩვე­ნი რწმე­ნა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვი­საც სჯე­რა აღ­დგო­მის, ყვე­ლას გვმარ­თებს ზრუნ­ვა, რო­გორც სუ­ლის, ისე სხე­უ­ლის სიწ­მინ­დი­სათ­ვის, რათა ჩვენ­ზეც აღ­სრულ­დეს იე­სოს ნათ­ქვა­მი: "ვი­საც მე ვუყ­ვარ­ვარ, და­ი­ცავს ჩემს სი­ტყვას, და მამა ჩემი შე­იყ­ვა­რებს მას, და მი­ვალთ და მას­თან და­ვი­ვა­ნებთ“ (ინ.14.23).

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­ზე კი­დევ ერთხელ იმი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, რომ ხში­რად ჩვენ­თან გა­და­მე­ტე­ბუ­ლად და უნუ­გე­შოდ იცი­ან გლო­ვა და მწუ­ხა­რე­ბა.

მარ­თა­ლია, ახ­ლო­ბელ­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია, მაგ­რამ თუ მორ­წმუ­ნე­ნი ვართ, უნდა გვჯე­რო­დეს, რომ სიკ­ვდი­ლი იძ­ლია მა­ცხოვ­რის მიერ, რომ გარ­დაც­ვლილ ახ­ლო­ბელ­თა სუ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან, უფრო მე­ტად ცო­ცხლე­ბი, ვიდ­რე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, სუ­ლი­ე­რი ზრუნ­ვა გვმარ­თებს, რაც ლოც­ვა­ში და მათ სა­ხელ­ზე სი­კე­თე­თა ქმნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რათა სა­ყო­ველ­თაო გან­კი­თხვის ჟამს, ჩვე­ნი ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა მათ მი­ეთ­ვა­ლოთ. ამას­თან, ამ­გვა­რი ღვაწ­ლი ამ­ქვეყ­ნად სი­კე­თედ შეგ­ვე­რა­ცხე­ბა და ჩვენს მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­საც შე­ე­წე­ვა.

*****

სამ­წუ­ხა­როდ, ად­რეც და, მი­თუ­მე­ტეს, ჩვენს დრო­შიც მრავ­ლად არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ათე­ის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვთ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ღმერ­თი არ არ­სე­ბობს, არ არ­სე­ბობს არც ქრის­ტეს აღ­დგო­მა და არც სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა. მათი აზ­რით, ჩვენს გო­ნე­ბას დღეს თუ არა ხვალ შე­უძ­ლია ყვე­ლა კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი და ჩა­ა­ნაც­ვლოს ღვთის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბაც.

რა თქმა უნდა, იყ­ვნენ და არი­ან ათე­ის­ტი მეც­ნი­ე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ვერ ხე­და­ვენ სამ­ყა­რო­ში შე­მოქ­მე­დის ნაკ­ვა­ლევს. ასეთ სუ­ლის­კვე­თე­ბას ხელს უწყობს სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა ჩვენს დრო­ში; მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ მრა­ვალ უდი­დეს მკვლე­ვარს სწო­რედ მეც­ნი­ე­რულ­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა და­ა­ნა­ხა კავ­ში­რი ქმნი­ლე­ბა­სა და ღმერ­თს შო­რის, და­ა­ნა­ხა რომ სამ­ყა­რო არ შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გი.

მათი სა­ერ­თო გან­წყო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია დიდი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სის, კვან­ტუ­რი ფი­ზი­კის ფუ­ძემ­დებ­ლის, ვერ­ნერ ჰა­ი­ზენ­ბერ­გის სი­ტყვე­ბი: "მეც­ნი­ე­რე­ბის სას­მი­სის პირ­ველ­მა ყლუპ­მა შე­საძ­ლოა ათე­იზმს გა­ზი­ა­როს, მაგ­რამ სას­მი­სის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად ღმერ­თი გე­ლო­დე­ბა“.

ბუ­ნე­ბა სიბ­რძნის მშვე­ნი­ე­რე­ბის, გო­ნი­ე­რე­ბის ღვთა­ებ­რი­ვი წიგ­ნია, რომ­ლის მარ­თვა უფ­ლის­მი­ე­რი გო­ნით ხდე­ბა და ეს ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იგ­რძნო­ბა.

დე­და­მი­წა­ზეც და კოს­მოს­შიც მოქ­მე­დებს დიდი კა­ნო­ნე­ბი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს არ და­უ­წე­სე­ბია და ეს წეს­რი­გი ჩვე­ნი ნე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბობს; ჩვენ კი მხო­ლოდ მათი შეც­ნო­ბა შეგ­ვიძ­ლია და - ისიც ნა­წი­ლობ­რივ.

მინ­და გა­გახ­სე­ნოთ იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლი­სას მა­ცხოვ­რის სი­ტყვე­ბი: "ესე­ნი (ადა­მი­ა­ნე­ბი) რომ და­დუმ­დნენ, ქვე­ბი და­ი­წყე­ბენ ღა­ღადს“ (ლკ. 19,40). და მარ­თლაც, რო­დე­საც ჯვარ­ცმი­სას თით­ქმის ყვე­ლა გა­ნუდ­გა იე­სოს, უტყვმა ბუ­ნე­ბამ "ღა­ღა­დე­ბით“ ამ­ცნო დი­დე­ბა ღვთი­სა, - შე­იძ­რა მიწა, დაბ­ნელ­და მზე, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­ირ­ღვა ტაძ­რის კრეტ­საბ­მე­ლი... რის ხილ­ვა­მაც ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა. ბუ­ნე­ბა კვლა­ვაც "ღა­ღა­დებს,“მთა­ვა­რია, სმე­ნის უნა­რი გვქონ­დეს და ვა­ღი­ა­როთ, რომ ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რია ვერ გახ­დე­ბა ცო­ცხა­ლი თა­ვი­სით, მი­თუ­მე­ტეს, სი­ცო­ცხლის გა­დამ­ცე­მი შთა­მო­მავ­ლო­ბა­ში, და რომ მხო­ლოდ სი­ცო­ცხლე შობს სი­ცო­ცხლეს, რომ­ლის სა­წყი­სიც არის მას­ში, ვინც არის სა­თა­ვე მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და თა­ვად სი­ცო­ცხლე.

"მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე“ (ინ.14.6), - ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი.

*****

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გუ­ლის­ხმობს, მარ­თე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­დეს, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი, - თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება, ანუ ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს ძალ­მომ­რე­ო­ბით და მის და­საბ­რუ­ნებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა იზ­რუ­ნოს; მაგ­რამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­კარ­გოს ცრუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით და სუ­ლი­ერ მო­ნო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­იჩ­ნევს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბად, რაც მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ხდე­ბა ზნე­ობ­რი­ო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით და ამ სი­ტყვის ნამ­დვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის და­კარ­გვით; მისი შინა-არ­სის სრუ­ლი სა­ხეც­ვლი­ლე­ბი­თა და გა­უ­კუღ­მარ­თე­ბით; ამი­ტო­მა­ცაა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის.... შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­უბ­რობს, მაგ­რამ დღეს უკვე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით.

ჩვენ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნიშ­ნავს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას, სრულ­ყო­ფი­სა­კენ სწრაფ­ვას, ჩვე­ნი სუ­ლის სიღ­რმე­ში ღვთის ხა­ტად შექ­მნი­ლი ჩვე­ნი და­ფა­რუ­ლი "მე“-ს პოვ­ნას.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ამ რე­ა­ლურ "მე“- მდე მიღ­წე­ვა და მისი აღ­მო­ჩე­ნაა, ცოდ­ვი­თი ცხოვ­რე­ბის­გან გან­შო­რე­ბა და არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან თა­ვის დახ­სნაა.

მო­ცი­ქუ­ლი გვე­უბ­ნე­ბა: "ყო­ვე­ლი­ვე ნე­ბა­დარ­თუ­ლია ჩემ­თვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლო რო­დია“ (1 კორ. 6:12).

იგი­ვე მო­ცი­ქუ­ლი სხვა­გან ბრძა­ნებს: "ხოლო თქვენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ხართ მო­წო­დე­ბულ­ნი, ძმე­ბო, ოღონდ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გახ­დეს სა­ბა­ბი ხორ­ცის სა­ა­მებ­ლად, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რეთ ერ­თმა­ნეთს. ვი­ნა­ი­დან მთელ რჯულს ეს ერთი მცნე­ბა მო­ი­ცავს: "გიყ­ვარ­დეს მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სი­ტყვე­ბით კარ­გად ჩანს, რომ ჭეშ­მა­რი­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია ეგო­იზ­მის­გან და მისი ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რულ­ზე, ზნე­ო­ბა­სა და სათ­ნო­ე­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ასეთ ადა­მი­ან­თა სიმ­რავ­ლე ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეა.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი ქვე­ყა­ნა­ზე ზრუნ­ვის მო­ტი­ვით, სამ­წუ­ხა­როდ, მრა­ვა­ლი მხრი­დან აქვს ად­გი­ლი კა­ტე­გო­რი­ულ აზ­როვ­ნე­ბას და მძლავ­რობს აგ­რე­სი­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მკვეთრ პო­ლა­რი­ზე­ბას იწ­ვევს.

ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რამ­დე­ნად სა­ში­შია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­ტყვას­თან.

სი­ტყვა ენერ­გი­აა, და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი, და თა­ნაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, რო­მე­ლიც თა­ვის გავ­ლე­ნას, პირ­ველ რიგ­ში, მათ­ზე ახ­დენს, ვის­გა­ნაც იგი წარ­მო­ით­ქმის, შემ­დეგ კი აი­სა­ხე­ბა სხვებ­ზე და სა­ერ­თოდ გა­რე­მო­ზე;

წმ. პატ­რი­არ­ქი ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია მოგ­ვი­წო­დებს: "თუ და­ვუ­დებთ ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად ქრის­ტეს ზნე­ობ­რივ სწავ­ლას და მისი იდე­ა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მა­შინ და მხო­ლოდ მა­შინ, შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ სა­სარ­გებ­ლო წევ­რნი სა­ხელ­მწი­ფო­სი.“

*****

ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ პე­რი­ოდ­ში, ფეთ­ქე­ბადსა­შიშ დრო­ში, რო­დე­საც ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია; ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით ვფიქ­რობთ მშვი­დო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არის ძვირ­ფა­სი საღვთო ძღვე­ნი.

"ნე­ტარ არი­ან მშვი­დო­ბის მყო­ფელ­ნი, რა­მე­თუ ისი­ნი ძედ ღვთი­სად იწოდ­ნენ,“- გვას­წავ­ლის უფა­ლი და ჩვენ, რო­გორც იესო ქრის­ტეს მიმ­დევ­რებს, გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სი­ტყვით, საქ­მით, მოქ­მე­დე­ბით ვიღ­ვა­წოთ მშვი­დო­ბი­სათ­ვის; მშვი­დო­ბით ვემ­სა­ხუ­როთ ერ­თმა­ნეთს და სამ­შობ­ლოს.

მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ნათ­ლად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ჩვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ღვთივ­მო­მად­ლე­ბუ­ლი უნა­რი წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ; ხოლო იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ად­გი­ლი აქვს მტრო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, უსა­მარ­თლო­ბას, - მშვი­დო­ბა ვერ და­ი­ვა­ნებს.

ომი კი მშვი­დო­ბის სა­პირ­წო­ნე, უკი­დუ­რე­სი ბო­რო­ტე­ბაა, უფ­ლის მცნე­ბა­თა დარ­ღვე­ვაა და მრა­ვალ­თა სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა.

სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მტერ­თა შე­მო­სე­ვებს იგე­რი­ებ­და და მშვი­დო­ბა მუ­დამ სა­ნუკ­ვა­რი გვქონ­და. დღე­საც ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს გა­დის და, ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა გვმარ­თებს, ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სათ­ვის, ვიზ­რუ­ნოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩვენს ძმებ­თან, - აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან, მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვლის შექ­მნის­თვის.

შევ­თხოვ უფალს, მო­წყა­ლე თვა­ლით მო­ხე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს და დიდ ჭირ­თა და გან­საც­დელ­თა­გან გვიხ­სნას.

ვკად­ნი­ერ­დე­ბი და ასე­ვე ვთხოვ ტკბილ იე­სოს, რო­გორც აკურ­თხა მან მშვი­დო­ბით აღ­დგო­მის შემ­დეგ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნა და მთე­ლი მსოფ­ლიო ღირს-ყოს მი­მარ­თვი­სა: "მშვი­დო­ბა თქვენ­და!“

ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო,

მაშ, ვი­ხა­რებ­დეთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით და ვი­ქა­დო­დეთ ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლით.

ვი­ხა­რებ­დეთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით და შე­ვი­მო­სოთ მისი ძლი­ე­რე­ბით.

ვი­ხა­რებ­დეთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით, გვქონ­დეს სა­სო­ე­ბა ღმერ­თთან ერ­თო­ბი­სა და ნუ იქ­ნე­ბა ფუჭი ჩვე­ნი რწმე­ნა.

ქრის­ტე აღ­დგა!

ვი­ხა­რებ­დეთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით და ერ­თო­ბით ვა­დი­დებ­დეთ მა­მა­სა და ძესა და წმინ­და­სა სულ­სა, რო­მელ­სა შვე­ნის პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი

2023 წ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

"დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ

ილია II-ის

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა!

დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც "უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით - მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.

"სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), - გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.

*****

როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.

მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29).

გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)

და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5).

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, - სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, - მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.

ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.

ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, "რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: "ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23).

ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.

მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

*****

სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.

რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.

მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: "მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“.

ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და - ისიც ნაწილობრივ.

მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: "ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ "ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, - შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი... რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც "ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), - ბრძანებს მაცხოვარი.

*****

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, - თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.

თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების.... შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული "მე“-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ "მე“- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: "ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.

სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: "თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

*****

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.

"ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.

მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, - მშვიდობა ვერ დაივანებს.

ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.

საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, - აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: "მშვიდობა თქვენდა!“

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,

მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.

ქრისტე აღდგა!

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, აღდგომა ქრისტესი

2023 წ.