სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ჰგავს თანამედროვე ფილმებს" - ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" ფრანგულ კინოგაქირავებაში გამოვიდა: რას წერენ საფრანგეთის წამყვანი გამოცემები ქართველის ნამუშევარზე?
"არ ჰგავს თანამედროვე ფილმებს" - ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" ფრანგულ კინოგაქირავებაში გამოვიდა: რას წერენ საფრანგეთის წამყვანი გამოცემები ქართველის ნამუშევარზე?

"მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი" - ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის მე­სა­მე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, ფრან­გულ კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში გა­მო­ვი­და. ფილ­მი მთელს საფ­რან­გეთ­ში 50 ეკ­რან­ზე გა­მო­დის. მა­ნამ­დე ფილ­მი აშშ-ს, შვე­დე­თის, იტა­ლი­ის, ბულ­გა­რე­თის და ის­რა­ე­ლის კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში გა­მო­ვი­და.

ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში გა­მო­უშ­ვა ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ფრან­გულ­მა კი­ნო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ამ ARP selection. ფილ­მის ფრან­გულ ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლას წინ უს­წრებ­და პრესჩ­ვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც საფ­რან­გე­თის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ ლე მონდმა (Le Monde) კულ­ტუ­რის სექ­ცი­ის პირ­ვე­ლი გვერ­დი ფილ­მის რე­ცენ­ზი­ა­სა და ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილს და­უთ­მო.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ფრან­გუ­ლი პრე­სი­დან:

Le Monde

დახ­ვე­წი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით ფილ­მი ახერ­ხებს გა­დახ­ვე­წილ­თა ქრო­ნი­კე­ბის მე­ლან­ქო­ლი­ი­სა და ფილმ-ნუ­ა­რის შე­ფა­რუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის შერ­წყმას.

Le Journal du Dimanche

ჩვენ შეგ­ვიყ­ვარ­და მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი, ქარ­თუ­ლი დრა­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლაფ­რის­თვის მზად­მყოფ მა­მა­ზე, რო­მელ­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს გა­სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მის მქო­ნე ნამ­დვი­ლი ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი და ასე­ვე ძი­რი­თა­დად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. ჯე­იმზ გრე­ის და ძმებ კო­ე­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს ადა­მი­ა­ნო­ბის, სი­მარ­ტი­ვის, თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და გულ­წრფე­ლო­ბის მარ­გა­ლიტს. გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლია!

L’OBS

სავ­სე და მომ­ნუს­ხვე­ლი ამ­ბა­ვი. ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის - ნამ­დვი­ლი ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ყოფ­ნა ეკ­რან­ზე უფრო ამ­ძაფ­რებს ემო­ცი­ებს. მრა­ვალ გან­საც­დელ­გა­მოვ­ლი­ლი სახე, მოხ­რი­ლი სხე­უ­ლი - იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვია.

Les Echos

ფილ­მე­ბის იმ სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­კად­ში, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რებს ყო­ველ ოთხშა­ბათს ასევ­დი­ა­ნებს, ეს ფილ­მი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, რო­გო­რიც შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ არ დარ­ჩეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ორი ნა­მუ­შევ­რით - „ქუ­ჩის დღე­ე­ბი“ და „ბრმა პა­ემ­ნე­ბი“ - უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვან ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, ამ გა­სა­ო­ცა­რი ფილ­მით - „მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი“ კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს თა­ვის ნიჭს, რო­გორც სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი.

Marianne

"მე­ო­თხე ბრა­ი­ტონ“-ით ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს გე­მოვ­ნე­ბი­ან ნა­მუ­შე­ვარს, რო­მე­ლიც არ ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე ფილ­მებს. იმოგ­ზა­უ­რეთ ასე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კი­ნოს მარ­შრუ­ტე­ბით და არ ინა­ნებთ.

LA VIE

ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის მზე­რა დო­კუ­მენ­ტუ­რია, იგი ფრთხი­ლად ასა­ხავს ოკე­ა­ნის­პი­რა ღა­რიბ გა­რე­უ­ბანს და მის ბი­ნად­რებს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი უკვე აღარ არის ახალ­გაზ­რდა. აქ, რო­გორც თბი­ლის­ში, იგ­რძნო­ბა დრო­ის დი­ნე­ბა და და­კარ­გუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი. გვახ­სენ­დე­ბა ჯე­იმზ გრე­ის „პა­ტა­რა ოდე­სა“, მაგ­რამ ამ ფილმში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბიც გვხვდე­ბი­ან, არის მეტი, ვიდ­რე ტრი­ლე­რი. აქ არის ბურ­ლეს­კი და სი­ფა­ქი­ზე.

Le Figaro

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მომ­წვა­ნო ატ­მოს­ფე­რო, გრძე­ლი ნაც­რის­ფე­რი პლა­ჟე­ბი, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სამ­ყა­როს კუ­ლი­სე­ბი. ფილ­მი გვა­ო­ცებს თა­ვი­სი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ტო­ნა­ლო­ბით, ჩუმი გა­უ­ცხო­ე­ბით და პე­სი­მიზ­მით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის სა­წე­ბელ­შია.

ავტორი:

"არ ჰგავს თანამედროვე ფილმებს" - ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" ფრანგულ კინოგაქირავებაში გამოვიდა: რას წერენ საფრანგეთის წამყვანი გამოცემები ქართველის ნამუშევარზე?

"არ ჰგავს თანამედროვე ფილმებს" - ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი" ფრანგულ კინოგაქირავებაში გამოვიდა: რას წერენ საფრანგეთის წამყვანი გამოცემები ქართველის ნამუშევარზე?

"მეოთხე ბრაიტონი" - ლევან კოღუაშვილის მესამე მხატვრული ფილმი, ფრანგულ კინოგაქირავებაში გამოვიდა. ფილმი მთელს საფრანგეთში 50 ეკრანზე გამოდის. მანამდე ფილმი აშშ-ს, შვედეთის, იტალიის, ბულგარეთის და ისრაელის კინოგაქირავებაში გამოვიდა.

ფილმი საფრანგეთში გამოუშვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა კინოსადისტრიბუციო კომპანიამ ARP selection. ფილმის ფრანგულ ეკრანებზე გამოსვლას წინ უსწრებდა პრესჩვენებები, რომლებსაც საფრანგეთის ყველა წამყვანი გამოცემა გამოეხმაურა. ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფრანგულმა გამოცემამ ლე მონდმა (Le Monde) კულტურის სექციის პირველი გვერდი ფილმის რეცენზიასა და ლევან კოღუაშვილს დაუთმო.

გთავაზობთ ამონარიდებს ფრანგული პრესიდან:

Le Monde

დახვეწილი კომპოზიციებით ფილმი ახერხებს გადახვეწილთა ქრონიკების მელანქოლიისა და ფილმ-ნუარის შეფარული დაძაბულობის შერწყმას.

Le Journal du Dimanche

ჩვენ შეგვიყვარდა მეოთხე ბრაიტონი, ქართული დრამა, რომელიც მოგვითხრობს შვილის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზადმყოფ მამაზე, რომელსაც განასახიერებს გასაოცარი ქარიზმის მქონე ნამდვილი ყოფილი სპორტსმენი და ასევე ძირითადად, არაპროფესიონალი მსახიობები. ჯეიმზ გრეის და ძმებ კოენების სულიერი მემკვიდრე ლევან კოღუაშვილი გვთავაზობს ადამიანობის, სიმარტივის, თავმდაბლობისა და გულწრფელობის მარგალიტს. გულის ამაჩუყებელია!

L’OBS

სავსე და მომნუსხველი ამბავი. ლევან თედიაშვილის - ნამდვილი ყოფილი ჩემპიონის ყოფნა ეკრანზე უფრო ამძაფრებს ემოციებს. მრავალ განსაცდელგამოვლილი სახე, მოხრილი სხეული - იგი შესანიშნავია.

Les Echos

ფილმების იმ სამწუხაროდ ჩვეულებრივ ნაკადში, რომელიც კინოთეატრებს ყოველ ოთხშაბათს ასევდიანებს, ეს ფილმი, რომელიც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც შთამაგონებელი, იმსახურებს იმას, რომ არ დარჩეს შეუმჩნეველი. ქართველი კინორეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელიც თავისი პირველი ორი ნამუშევრით - „ქუჩის დღეები“ და „ბრმა პაემნები“ - უკვე აღიარებულია მნიშვნელოვან ფესტივალებზე, ამ გასაოცარი ფილმით - „მეოთხე ბრაიტონი“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის ნიჭს, როგორც სცენარისტი და რეჟისორი.

Marianne

"მეოთხე ბრაიტონ“-ით ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი წარმოადგენს გემოვნებიან ნამუშევარს, რომელიც არ ჰგავს თანამედროვე ფილმებს. იმოგზაურეთ ასეთი ალტერნატიული კინოს მარშრუტებით და არ ინანებთ.

LA VIE

ლევან კოღუაშვილის მზერა დოკუმენტურია, იგი ფრთხილად ასახავს ოკეანისპირა ღარიბ გარეუბანს და მის ბინადრებს, რომელთაგან ბევრი უკვე აღარ არის ახალგაზრდა. აქ, როგორც თბილისში, იგრძნობა დროის დინება და დაკარგული ოცნებები. გვახსენდება ჯეიმზ გრეის „პატარა ოდესა“, მაგრამ ამ ფილმში, მიუხედავად იმისა, რომ მოსვირინგებული კრიმინალებიც გვხვდებიან, არის მეტი, ვიდრე ტრილერი. აქ არის ბურლესკი და სიფაქიზე.

Le Figaro

მრავალფეროვანი პერსონაჟები, მომწვანო ატმოსფერო, გრძელი ნაცრისფერი პლაჟები, აზარტული თამაშების სამყაროს კულისები. ფილმი გვაოცებს თავისი გაწონასწორებული ტონალობით, ჩუმი გაუცხოებით და პესიმიზმით, რომელიც ქართული საქციელების საწებელშია.