სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ
"თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს გია ხუ­ხაშ­ვი­ლის წიგ­ნი­დან "კუ­ლი­სებს მიღ­მა - რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო", რო­მე­ლიც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და გია ხუ­ხაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა.

  • "ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით ზუ­რა­ზე (ზურა ჟვა­ნია), ბად­რი ამ საქ­მეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებ­და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ზუ­რას­თან მე­გობ­რობ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ ზუ­რას და­ღუპ­ვამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა იმ მყი­ფე ბა­ლანსს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მას შო­რის არ­სე­ბობ­და.

სულ ფიქ­რობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ეხ­სნა ეს საქ­მე და ემ­ხი­ლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ამის­თვის მზად იყო, სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა.

აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა, ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ი­ცავ­და გარ­კვე­ულ ორაზ­როვ­ნე­ბას და ცალ­სა­ხად ვერ პა­სუ­ხობ­და კი­თხვას - შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ეს ყო­ფი­ლი­ყო ბა­ნა­ლუ­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა?

ამი­ტომ, გარ­კვე­ულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად, ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ის სა­კი­თხი ლო­გი­კუ­რად იდგა დღის წეს­რიგ­ში...

ბად­რიმ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მი­ზი­ა­რა თა­ვი­სი იდეა, რომ და­წყე­ბუ­ლი­ყო კამ­პა­ნია ზუ­რას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნით. ის ვა­რა­უ­დობ­და, რომ ამას შე­ეძ­ლო მო­ეხ­დი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, ფა­რუ­ლად ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა საფ­ლავ­ზე გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ამა­სო­ბა­ში, ის და­ა­ყე­ნებ­და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფა­რულ კა­მე­რებს და ყვე­ლა­ფერს გა­და­ი­ღებ­და.

ეს გეგ­მა ჩემ­თვის, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. მი­მაჩ­ნდა და ახ­ლაც მი­მაჩ­ნია, რომ ექ­სჰუ­მა­ცი­ამ შე­საძ­ლოა გა­ა­ჩი­ნოს გარ­კვე­უ­ლი და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ცალ­სა­ხა პა­სუ­ხებს და­ღუპ­ვის კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე მა­ინც ვერ მი­ვი­ღებთ.

ეს მო­საზ­რე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რე და დას­კვნის სა­ხით ვუ­თხა­რი, რომ არ მი­მაჩ­ნდა მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­დე­ნად ბრიყ­ვად, რომ ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­გე­ბუ­ლი­ყო და სი­სუ­ლე­ლე ჩა­ე­დი­ნა, რად­გან მათ­თვის ექ­სჰუ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კი არ­ცთუ ისე­თი მა­ღა­ლი იყო.

კა­მა­თი არ და­უ­წყია. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ და­მე­თან­ხმა და ამ გეგ­მა­ზე სა­ბო­ლოო ჯამ­ში უარს იტყო­და. სა­უ­ბარ­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა ჩა­მო­ვარ­და, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხში­რად ხდე­ბო­და...

ჩვე­ნი პა­უ­ზე­ბი იყო საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი და მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი, თით­ქოს დი­ა­ლო­გი არც შე­წყვე­ტი­ლა და ისევ გრძელ­დე­ბო­და... უც­ბად სახე შე­ეც­ვა­ლა, მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ცივი ნა­თე­ბა ჩა­უდ­გა თვა­ლებ­ში და თით­ქმის ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა: "რო­გორ ფიქ­რობ, მეს­ვრი­ან თუ მომ­წამ­ლა­ვენ?" წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ბატონო გია, სულ, რომ ამ ოლიგარქების მეგობარი ხართ და მესაიდუმლე, ერთი მეც მომხედე და დამიმეგობრდი, მალე ლოტოს მოვიგებ და მეც გავმდიდრდები

tngh
2

15ბ წელი ვის უნახავდი ამ საიდუმლოს... ღრმად პატივცემულო "ხუხა"... როგორი "სირინოზი" უნდა იყოს კაცი, რომ ამ "გამხმარის" რაიმე დაიჯეროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ

"თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ

გთავაზობთ ამონარიდს გია ხუხაშვილის წიგნიდან "კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო", რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და გია ხუხაშვილის ურთიერთობას ეხება.

  • "ხშირად ვსაუბრობდით ზურაზე (ზურა ჟვანია), ბადრი ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უყურებდა არა მარტო იმიტომ, რომ ზურასთან მეგობრობდა, არამედ იმიტომ, რომ ზურას დაღუპვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა იმ მყიფე ბალანსს, რომელიც ხელისუფლებასა და მას შორის არსებობდა.

სულ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გაეხსნა ეს საქმე და ემხილა დამნაშავეები. ამისთვის მზად იყო, სერიოზული ნაბიჯები გადაედგა.

აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დასკვნა, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, შეიცავდა გარკვეულ ორაზროვნებას და ცალსახად ვერ პასუხობდა კითხვას - შესაძლებელი იყო თუ არა ეს ყოფილიყო ბანალური უბედური შემთხვევა?

ამიტომ, გარკვეულ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ცხედრის ექსჰუმაციის საკითხი ლოგიკურად იდგა დღის წესრიგში...

ბადრიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გამიზიარა თავისი იდეა, რომ დაწყებულიყო კამპანია ზურას ცხედრის ექსჰუმაციის მოთხოვნით. ის ვარაუდობდა, რომ ამას შეეძლო მოეხდინა ხელისუფლების პროვოცირება, ფარულად ჩაეტარებინა საფლავზე გარკვეული ქმედებები. ამასობაში, ის დააყენებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ფარულ კამერებს და ყველაფერს გადაიღებდა.

ეს გეგმა ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ექსჰუმაციამ შესაძლოა გააჩინოს გარკვეული დამატებითი კითხვები, მაგრამ ცალსახა პასუხებს დაღუპვის კონკრეტულ მიზეზებზე მაინც ვერ მივიღებთ.

ეს მოსაზრება გავუზიარე და დასკვნის სახით ვუთხარი, რომ არ მიმაჩნდა მოქმედი ხელისუფლება იმდენად ბრიყვად, რომ ასეთ პროვოკაციაზე წამოგებულიყო და სისულელე ჩაედინა, რადგან მათთვის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული რისკი არცთუ ისეთი მაღალი იყო.

კამათი არ დაუწყია. მომეჩვენა, რომ დამეთანხმა და ამ გეგმაზე საბოლოო ჯამში უარს იტყოდა. საუბარში ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხშირად ხდებოდა...

ჩვენი პაუზები იყო საკმაოდ კომფორტული და მრავლისმეტყველი, თითქოს დიალოგი არც შეწყვეტილა და ისევ გრძელდებოდა... უცბად სახე შეეცვალა, მისთვის უჩვეულო ცივი ნათება ჩაუდგა თვალებში და თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" წაიკითხეთ ვრცლად