გაერო-ში დაცული "ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა "ღვთაებრივი საუნჯეა", - ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული.
"გაეროში დაცული "ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა "ღვთაებრივი საუნჯეა“.
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილოცავთ დედაენის დღეს!“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მილოცვაში.
ქართულ ენას ებრძვის შალვა და მისი ორი ნარცისი,კომედი შოუს ჭინკები და მათი მსგავსი მასხარები,მაგათ გააცოცხლეს გასული საუკუნის 70-80ანი წლებტს ჟარგონი,რუსული კალკები და ბარბარიზმები...კინოს გავლენას ხალხზე მათი ძია ლენინი რა შეფასებას აძლევდა ცნობილია
ხალხმა მოგიწონათ ენისათვის თავგანწირვა და მისი შენარჩუნება გისურვათ! რას და ვის აქილიკებთ?! საკუთარ ენას???!!! ვინა ხართ თქვენ?!!!