პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დილიდან საცობებია რიკოთის უღელტეხილზე - რა ფოტოებს ავრცელებენ  დასავლეთ საქართველოში მიმავალი მოქალაქეები?
დილიდან საცობებია რიკოთის უღელტეხილზე - რა ფოტოებს ავრცელებენ  დასავლეთ საქართველოში მიმავალი მოქალაქეები?

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა გუ­შინ­დე­ლი დღი­დან აღ­დგა, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით.

"მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და ავ­ტო­ბუ­სე­ბის (მათ შო­რის 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის) მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია;

მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის (3500კგ>) მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რე­ვერ­სუ­ლად" - ნათ­ქვა­მია გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­დგო­მის დღე­ებ­ში დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­სუ­ლი ნა­კა­დი სა­ცო­ბებს ყო­ველ­თვის ქმნი­და მთა­ვარ მა­გის­ტრა­ლებ­ზე, ასე­ვე უღელ­ტე­ხილ­ზე და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი აღ­დგო­მაა, მი­თუ­მე­ტეს, რი­კოთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დი­ლი­დან და­სავ­ლეთ­ში წამ­სვლე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტვირ­თა­ვენ ფო­ტო­ებს, სა­დაც რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბი ჩანს. რო­გორც ირ­კვე­ვა გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩე­ნე­ლე­ბუ­ლია ხა­შუ­რი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე. ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას არე­გუ­ლი­რე­ბენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც "მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბის" ჯგუფ­ში გავ­რცელ­და:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მინა
1

დღეს მსოფლიოს მრავალცქვეყანაში იქმნება საცობები, ასეთ სიგიჟეებს არ წერენ იქაურები. ამდენი მანქანაა და ამდენი რეგვენი მძღოლი და არ იქნება საცობიები? დღეს დილით ავტობუსით მივდიოდი დიდიბეში 9 ათზე და 30 წუთზე, დეზერტირების ბაზართან 10 წუთი ვიდექით , რატომ? იმიტომ რომ რეგვენმა მძღოლმა მოინდომა ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და ისე გაეჩხირა თავისი მანქანით, ავტობუსი ვერ გადაადგილდა, 10 წუთი იყო სიგნალები და სიგიჟე. პატრულმა გაიარა და ვითომც არაფერი მომხდარა. ის რეგვენი კი როცა შეძვრა , მაშინ დაიძრა მანქანები და ჩვენი ავტობუსიც. ვისი ბრალი იყო ? იქნებ ამიხსნათ. ამდენი ხეპრე და უზრდელი ზის საჭესთან . 

გოჩა
2

რა დროს სურათების გადაღებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დილიდან საცობებია რიკოთის უღელტეხილზე - რა ფოტოებს ავრცელებენ  დასავლეთ საქართველოში მიმავალი მოქალაქეები?

დილიდან საცობებია რიკოთის უღელტეხილზე - რა ფოტოებს ავრცელებენ  დასავლეთ საქართველოში მიმავალი მოქალაქეები?

რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების გატარება გუშინდელი დღიდან აღდგა, თუმცა სპეციალური რეჟიმით.

"მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად" - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღდგომის დღეებში დედაქალაქიდან გასული ნაკადი საცობებს ყოველთვის ქმნიდა მთავარ მაგისტრალებზე, ასევე უღელტეხილზე და გამონაკლისი არც წლევანდელი აღდგომაა, მითუმეტეს, რიკოთზე დაწესებული სპეციალური რეჟიმის გათვალისწინებით. დილიდან დასავლეთში წამსვლელი მოქალაქეები სოციალურ ქსელში ტვირთავენ ფოტოებს, სადაც რიკოთის უღელტეხილზე არსებული საცობები ჩანს. როგორც ირკვევა გადაადგილება ჩენელებულია ხაშურისა და ზესტაფონის მონაკვეთებზე. ადგილზე სიტუაციას არეგულირებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ნახეთ ფოტოები, რომელიც "მოგზაურთა კლუბის" ჯგუფში გავრცელდა: