კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია... სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც "ქოლ-ცენტრების" საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული" - რას წერს ვახო სანაია კეზერაშვილის სკანდალზე
"ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია... სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც "ქოლ-ცენტრების" საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული" - რას წერს ვახო სანაია კეზერაშვილის სკანდალზე

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია, ეხ­მა­უ­რე­ბა "ფორ­მუ­ლას" მფლო­ბე­ლი­სა და ექსმი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნებს. მისი თქმით, ის მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბა და იმუ­შა­ვებს "ფორ­მუ­ლა­ში", ვიდ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ და­ად­გენს აქვს თუ არა რე­ა­ლუ­რად კავ­ში­რი ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მეს­თან კე­ზე­რაშ­ვილს.

"სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­შუ­ქე­ბის გარ­და, ვფიქ­რობ, უნდა გა­გაც­ნოთ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. შე­ამ­ჩნევ­დით, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა თე­მებ­ზე არა­ფე­რი და­მი­წე­რია, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ ფორ­მუ­ლას გარ­შე­მო უნდა გი­თხრათ ჩემი მო­საზ­რე­ბა.ცოტა ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­მი­ვა.

არ და­ვი­წყებ იმის ახ­სნას, ზო­გა­დად რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტი. მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი არას­დროს ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ან მისი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის, CNN-სა თუ მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ.

1. გა­მო­ძი­ე­ბა ქოლ-ცენ­ტრე­ბის პრობ­ლე­მა­ზე დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ესაა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია სა­ქარ­თვე­ლოც. ამ თე­მა­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დია წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა BBC-ზეც გა­მოქ­ვეყ­ნდა და იქ გა­მოთ­ქმუ­ლია დაშ­ვე­ბე­ბი "ფორ­მუ­ლას" დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­და­პი­რი სამ­ხი­ლე­ბი მა­სა­ლა­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ იყო, ჩვენ­თვის ცხა­დია, ეს ამ­ბა­ვი უაღ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

2. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ერთი სა­კი­თხი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის სივ­რცე­ში ცხოვ­რობს, მათ შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გა­ნა­ცხა­და, რომ ცხა­დია, ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, თუკი ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა იქ­ნე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ეს არ არის ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არა აქვს. იქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღე­ბა ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, იმგვა­რად, რო­გორც ეს მოხ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, რაც მიზ­ნად "ფორ­მუ­ლას" ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­სა და მერე მის და­ხურ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

3. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა უარ­ყო ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი BBC-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში გა­მოთ­ქმულ დაშ­ვე­ბებ­სა და ვა­რა­უ­დებ­თან თუ აღ­წე­რილ სქე­მებ­თან და მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ არას­დროს ჰქო­ნია რა­ი­მე კავ­ში­რი ქოლ-ცენ­ტე­ბის არა­ლე­გა­ლურ ბიზ­ნეს­თან.უფრო მე­ტიც, გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვად­ვე მი­მარ­თავს სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კე­ტებს, და­ამ­ტკი­ცოს, რომ BBC-ის მა­სა­ლა­ში აღ­წე­რი­ლია სა­კი­თხე­ბი მას­თან არ არის სემ­ხებ­ლო­ბა­ში და მას და­ა­დას­ტუ­რებს.

შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ლო­ბა ასე­თია: ერთი მხრივ, BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­მუ­შე­ვა­რი, მე­ო­რე მხრივ, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და, მე­სა­მე, არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ევ­რო­პის მას­შტა­ბით, რომ­ლის მხრი­დან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტუ­რი მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა შემ­თხვე­ვა­შიც თა­ვად კე­ზე­რაშ­ვი­ლი მზა­დაა სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას მკა­ფი­ოდ ამ­ბობს.

4. თუ გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და რე­ა­ლო­ბა ობი­ექ­ტუ­რი ევ­რო­პუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით დად­გინ­დე­ბა, ამა­ზე იქ­ნე­ბა იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი "ფორ­მუ­ლას" მო­მა­ვა­ლიც. სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს ყვე­ლა­ფერს ამ არხსა და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ნამ­დე კი ცხა­დია, გან­ვაგ­რძობ ფორ­მუ­ლას გუნდთან ერ­თად ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტექსტს, რო­მე­ლიც BBC-ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­შია შექ­მნი­ლი.ივა­ნიშ­ვი­ლის მორ­ჩი­ლი სა­სა­მარ­თლოს ხე­ლით და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. ამას მე კი არა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. მისი გვა­რი, რო­გორც მე­დი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შებ­ში ხვდე­ბა; სა­უ­ბა­რია ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მხრი­დან დას­კვნებ­სა და გან­ცხა­დე­ბებ­ში.

ეს ისე­დაც ცხა­დია ყვე­ლას­თვის - ივა­ნიშ­ვილს სურს, ხელ­ში ჩა­იგ­დოს და და­ხუ­როს "ფორ­მუ­ლა". უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი­სა და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ხე­ლით, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლის მან­ტი­ა­ში გა­მო­ე­წყო, გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მთლი­ა­ნად უარ­ყო უტყუ­ა­რი ფოტო-და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი. ერთი სი­ტყვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ,"ფორ­მუ­ლას და­სა­ხუ­რად".

თით­ქოს არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა წვრთვნა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და და ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს.ახლა თა­ვად "ფორ­მუ­ლას" შე­სა­ხებ.მი­მაჩ­ნია, რომ "ფორ­მუ­ლა" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა, რომ­ლის და­ხურ­ვა ივა­ნიშ­ვილს გზას უხ­სნის მე­დი­ა­სივ­რცის მთლი­ა­ნად და­სა­პყრო­ბად. ამ არ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა ივა­ნიშ­ვილს აძ­ლი­ე­რებს და გვა­სუს­ტებს ჩვენ ყვე­ლას, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გია რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის.ფორ­მუ­ლას აქვს სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს უჭერს მხარს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამ არ­ჩე­ვანს ხელი შე­უ­წყოს. ეს ფორ­მუ­ლას ძლი­ე­რი მხა­რეა. აქ მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თა­ვად წყვე­ტენ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი გა­და­ცე­მის ში­ნა­არ­სი და ამა­ში ვე­რა­ვინ ერე­ვა. აქ ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო.განა არ შე­მეძ­ლო, უსაფრ­თხო და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ სივ­რცე­ში მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ავირ­ჩიე ის, რაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა - არ შე­ვე­გუ­ოთ რუ­სულ რეპ­რე­სი­ულ რე­ჟიმს თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კის ფა­სად და, ამას­თა­ნა­ვე, ვი­მუ­შა­ვო პრო­ფე­სი­უ­ლად თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში.

"ფორ­მუ­ლა" შე­იქ­მნა და შე­იკ­რა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო და არა იმ ნიშ­ნით, რო­გორც პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბი.

ჩემ­თვის გა­დამ­წყვე­ტია რე­პუ­ტა­ცია.

სწო­რედ ამი­ტომ ყო­ველ­თვის გახ­სნი­ლი ვარ კრი­ტი­კის მი­მართ, ეს არხი შეც­დო­მებ­ზეც სწრა­ფად რე­ა­გი­რებს. სწო­რედ რე­პუ­ტა­ცი­აა ის სა­კი­თხი, რის გა­მოც ქოლ­ცენ­ტე­ბის სა­კი­თხზე იქ­ნე­ბა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაა, რომ BBC-ის სა­კი­თხი ჩვენ­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს უნდა და­ად­გი­ნოს ევ­რო­პულ­მა მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბამ და ამ ნა­წილ­ში, რო­გორც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, მზა­დაა, და­ა­დას­ტუ­როს, რომ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს ქოლ-ცენ­ტრე­თან. სხვა­თა შო­რის, ფორ­მუ­ლას არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ამ პრობ­ლე­მა­ზე.ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო.

ფორ­მუ­ლას წი­ნა­შე სამი სა­კი­თხი დგას. აქე­დან ორი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ერთი კი თა­ვად ფორ­მუ­ლა­ზე:

1. უცხო­ურ­მა ობი­ექ­ტურ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ქოლ-ცენ­ტრე­ბის თემა.

2. ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სულ სხვა და აბ­სურ­დუ­ლი საქ­მის აპი­რებს არ­ხის და­ხურ­ვას­და

3. ფორ­მუ­ლა მუ­შა­ობს ისე, რო­გორც ამას აქამ­დე აკე­თებ­და.

რად­გან ეს ჩემი პი­რა­დი სტა­ტუ­სია, ვი­ტყვი - მე, რო­გორც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამ მე­სა­მე პუნ­ქტის ნა­წილ­ში სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებ.

"ფორ­მუ­ლას" გა­რე­შე რუსი ოლი­გარ­ქი უფრო ძლი­ერ­დე­ბა;"ფორ­მუ­ლას" არ­სე­ბო­ბით კი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცო­ტა­თი უფრო ძლი­ე­რია.ამი­ტომ : გვჭირ­დე­ბა სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა და ობი­ექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი რე­ა­ლო­ბა." - წერს ვახო სა­ნა­ია "ფე­ის­ბუ­ში.

ცნო­ბის­თის,

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და სკან­და­ლურ მა­სა­ლებს მი­აკ­ვლია.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს", მოგ­ვი­თხრობს იმა­ზე, თუ რო­გორ ით­ვი­სე­ბენ თაღ­ლი­თუ­რი გზე­ბით სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზოგს. სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და კი­დევ 5 პირი ფი­გუ­რი­რებს. ესე­ნი არი­ან: და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა.

კე­ზე­რაშ­ვი­ლა აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან კავ­ში­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. მისი თქმით, ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნებს და იმ ზი­ანს, რაც მისი თქმით, BBC-მ მას მი­ა­ყე­ნა, "უყუ­რა­დღბოდ არ და­ტო­ვებს".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომანიკო გოწირიძე
2

ფულს სუნი არ აქვს!!! შენნაირები სულს გაყიდიან ფულის გამო!“!!!

g
2

 ყოვლისმცოდნე პრინციპულ ჟურნალისტობაზე დებთ თავს,კაცმა რომ გკითხოთ ყველაფერი იცით!!ფინანსური პოლიციიდან და თავდაცვის სამინისტროდან მილიარდელი წამოვიდა და ერთი კითხვა არ გაგიჩნდათ მაგ გუნდს bbc-მდე?)

ავტორი:

"ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია... სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც "ქოლ-ცენტრების" საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული" - რას წერს ვახო სანაია კეზერაშვილის სკანდალზე

"ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია... სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც "ქოლ-ცენტრების" საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული" - რას წერს ვახო სანაია კეზერაშვილის სკანდალზე

ჟურნალისტი ვახო სანაია, ეხმაურება "ფორმულას" მფლობელისა და ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებს. მისი თქმით, ის მანამდე დარჩება და იმუშავებს "ფორმულაში", ვიდრე საერთაშორისო მართლმსაჯულება არ დაადგენს აქვს თუ არა რეალურად კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კეზერაშვილს.

"სატელევიზიო გაშუქების გარდა, ვფიქრობ, უნდა გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე პროცესებზე. შეამჩნევდით, ქვეყანაში მიმდინარე სხვა თემებზე არაფერი დამიწერია, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ფორმულას გარშემო უნდა გითხრათ ჩემი მოსაზრება.ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა.

არ დავიწყებ იმის ახსნას, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია BBC-ზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტი. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვიქცევით ისე, როგორც "ქართული ოცნება" ან მისი პროპაგანდისტული საშუალებები სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, CNN-სა თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

1. გამოძიება ქოლ-ცენტრების პრობლემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ესაა საერთაშორისო გამოძიება. ყურადღების ცენტრშია საქართველოც. ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მედია წლებია, აქტიურად მუშაობს. ახლა საგამოძიებო მასალა BBC-ზეც გამოქვეყნდა და იქ გამოთქმულია დაშვებები "ფორმულას" დამფუძნებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხილები მასალაში მოყვანილი არ იყო, ჩვენთვის ცხადია, ეს ამბავი უაღრესად საყურადღებოა.

2. უმნიშვნელოვანესია ერთი საკითხი. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება. დავით კეზერაშვილმა, რომელიც ევროპული იურისდიქციის სივრცეში ცხოვრობს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ცხადია, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი ასეთი დაინტერესება იქნება. ბრიტანეთის, გერმანიის თუ სხვა ქვეყნების მართლმსაჯულება ეს არ არის ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, რომელსაც არანაირი ნდობა არა აქვს. იქ გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე, როგორც საქართველოში, მაგალითად, იმგვარად, როგორც ეს მოხდა დავით კეზერაშვილის შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში, რაც მიზნად ,,ფორმულას" ხელში ჩაგდებასა და მერე მის დახურვას ისახავს მიზნად.

3. დავით კეზერაშვილმა უარყო ყველანაირი კავშირი BBC-ის საგამოძიებო მასალაში გამოთქმულ დაშვებებსა და ვარაუდებთან თუ აღწერილ სქემებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი ქოლ-ცენტების არალეგალურ ბიზნესთან.უფრო მეტიც, განაცხადა, რომ თავადვე მიმართავს სამართლებრივ ბერკეტებს, დაამტკიცოს, რომ BBC-ის მასალაში აღწერილია საკითხები მასთან არ არის სემხებლობაში და მას დაადასტურებს.

შესაბამისად, რეალობა ასეთია: ერთი მხრივ, BBC-ზე გამოქვეყნა საგამოძიებო ნამუშევარი, მეორე მხრივ, დავით კეზერაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და, მესამე, არსებობს ობიექტური მართლმსაჯულება ევროპის მასშტაბით, რომლის მხრიდან დავით კეზერაშვილის დაინტერესების შემთხვევაში ობიექტური მართმსაჯულება განხორციელდება, რა შემთხვევაშიც თავად კეზერაშვილი მზადაა სათანამშრომლოდ და თავისი პოზიციის დასამტკიცებლად. ამას მკაფიოდ ამბობს.

4. თუ გამოძიება დავით კეზერაშვილით დაინტერესდება და რეალობა ობიექტური ევროპული მართლმსაჯულებით დადგინდება, ამაზე იქნება იქნება დამოკიდებული "ფორმულას" მომავალიც. სწორედ ეს განსაზღვრავს ყველაფერს ამ არხსა და თანამშრომლებთან დაკავშირებით, მანამდე კი ცხადია, განვაგრძობ ფორმულას გუნდთან ერთად ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

ახლა რაც შეეხება კონტექსტს, რომელიც BBC-ისგან დამოუკიდებლად, საქართველოშია შექმნილი.ივანიშვილის მორჩილი სასამართლოს ხელით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამას მე კი არა, საერთაშორისო დონეზე ობიექტური შემფასებლები ამბობენ. მისი გვარი, როგორც მედიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხვდება; საუბარია ევროპული ინსტიტუციების მხრიდან დასკვნებსა და განცხადებებში.

ეს ისედაც ცხადია ყველასთვის - ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს და დახუროს "ფორმულა". უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით, რომელიც მოსამართლის მანტიაში გამოეწყო, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მთლიანად უარყო უტყუარი ფოტო-და ვიდეომტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი კეთდება ,"ფორმულას დასახურად".

თითქოს არ ჩატარებულა წვრთვნა, რომელიც ჩატარდა და ამის კადრები არსებობს.ახლა თავად ,,ფორმულას" შესახებ.მიმაჩნია, რომ ,,ფორმულა" მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის დახურვა ივანიშვილს გზას უხსნის მედიასივრცის მთლიანად დასაპყრობად. ამ არხის განადგურება ივანიშვილს აძლიერებს და გვასუსტებს ჩვენ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც წინააღმდეგია რუსული რეჟიმის.ფორმულას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში ამ არჩევანს ხელი შეუწყოს. ეს ფორმულას ძლიერი მხარეა. აქ მომუშავე ჟურნალისტები თავად წყვეტენ, როგორი იქნება მათი გადაცემის შინაარსი და ამაში ვერავინ ერევა. აქ ხალხი შეიკრიბა ფასეულობების გარშემო.განა არ შემეძლო, უსაფრთხო და პრივილეგირებულ სივრცეში მემუშავა, მაგრამ ავირჩიე ის, რაც ვალდებულება და აუცილებლობაა - არ შევეგუოთ რუსულ რეპრესიულ რეჟიმს თუნდაც ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასად და, ამასთანავე, ვიმუშავო პროფესიულად თავისუფალ გარემოში.

"ფორმულა" შეიქმნა და შეიკრა ფასეულობების გარშემო და არა იმ ნიშნით, როგორც პროპაგანდისტული არხები.

ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია.

სწორედ ამიტომ ყოველთვის გახსნილი ვარ კრიტიკის მიმართ, ეს არხი შეცდომებზეც სწრაფად რეაგირებს. სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც ქოლცენტების საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომაა, რომ BBC-ის საკითხი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ეს უნდა დაადგინოს ევროპულმა მართმსაჯულებამ და ამ ნაწილში, როგორც დამფუძნებელი ამბობს, მზადაა, დაადასტუროს, რომ არანაირი კავშირი არა აქვს ქოლ-ცენტრეთან. სხვათა შორის, ფორმულას არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული ამ პრობლემაზე.ბევრი რომ არ გავაგრძელო.

ფორმულას წინაშე სამი საკითხი დგას. აქედან ორი დამოკიდებულია გამოძიებასთან, ერთი კი თავად ფორმულაზე:

1. უცხოურმა ობიექტურმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოიძიოს ქოლ-ცენტრების თემა.

2. ივანიშვილის პოლიტიზირებული სასამართლო სულ სხვა და აბსურდული საქმის აპირებს არხის დახურვასდა

3. ფორმულა მუშაობს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

რადგან ეს ჩემი პირადი სტატუსია, ვიტყვი - მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ მესამე პუნქტის ნაწილში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ.

"ფორმულას" გარეშე რუსი ოლიგარქი უფრო ძლიერდება;,,ფორმულას" არსებობით კი სამოქალაქო საზოგადოება ცოტათი უფრო ძლიერია.ამიტომ : გვჭირდება სიმართლის გარკვევა და ობიექტური მართლმსაჯულებით დადგენილი რეალობა." - წერს ვახო სანაია "ფეისბუში.

ცნობისთის,

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სკანდალურ მასალებს მიაკვლია.

საგამოძიებო სტატია, სათაურით: "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს", მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ითვისებენ თაღლითური გზებით საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგს. საერთაშორისო თაღლითური სქემის საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კიდევ 5 პირი ფიგურირებს. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

კეზერაშვილა აღნიშნულ საქმესთან კავშირი კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და იმ ზიანს, რაც მისი თქმით, BBC-მ მას მიაყენა, "უყურადღბოდ არ დატოვებს".

ასევე იხილეთ: