სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო" - რას ამბობს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
"სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო" - რას ამბობს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

სრუ­ლი სიც­რუ­ეა, თით­ქოს რი­კო­თის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო. ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, რი­კო­თის პრო­ექ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცია. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია „აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­სა“ და „მსოფ­ლიო ბან­კის მიერ“. ყვე­ლა პრო­ცე­სი, მათ შო­რის, პრო­ექ­ტის, სა­მუ­შა­ო­ე­ბის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, ყვე­ლა დე­ტა­ლი თან­ხმდე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა რი­კო­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი­სა და ქვა­თაც­ვე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ჩუ­მა­თე­ლე­თი-ხე­ვის მო­ნაკ­ვე­თის საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თა­ვად პრო­ექ­ტი, "მსოფ­ლიო ბან­კის“ და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის საგ­ზაო ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ერთ-ერ­თმა დიდ­მა ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია "აე­კომ­მა“ მო­ამ­ზა­და. რი­კო­თის მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე მო­ნაკ­ვე­თე­ბის პრო­ექ­ტე­ბი კი, "აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის“ და­ფი­ნან­სე­ბით, იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, მათ შო­რის, „აიარ­დის“ მიერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვე­თი ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხი­დი­სა და 52 გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 მარ­ტი­დან რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა ორ­ჯერ აიკ­რძა­ლა, მე­წყერ­სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი­სა და ქვა­თაც­ვე­ნის გამო.

"ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი, გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი, გე­ო­ფი­ზი­კუ­რი, სე­ის­მუ­რი კვლე­ვე­ბის და ჰიდ­რო­ლო­გი­ის შე­დე­გად იქნა ეს პრო­ექ­ტე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, "აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­სა“ და „მსოფ­ლიო ბან­კის“ მოწ­ვე­ვით, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, რომ­ლებ­მაც საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ვი­ზია და გა­და­ხედ­ვა მო­ახ­დი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე არა­ერ­თი გე­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის კვლე­ვა ჩა­ტარ­და, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კი მთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა და მო­ნი­ტო­რინ­გი უცხო­უ­რი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ებს.

"პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე, გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის­თვის ტე­რი­ტო­რია და­ახ­ლო­ე­ბით 250 ხი­მინ­ჯო­ვა­ნი ბურ­ღით გა­ი­ბურ­ღა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა. არ­სე­ბობს გე­ო­ლო­გი­უ­რი რუკა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­წე­რი­ლია საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის მი­ხედ­ვი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს არის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი და როცა სამ­თო გზე­ბი კეთ­დე­ბა, ვმუ­შა­ობთ მთი­ან რე­გი­ონ­ში, ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს. ჩვენ ვართ ფრთხი­ლად იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ზი­ა­ნი და მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს უსაფრ­თხო­ე­ბა. სწო­რედ ამის გამო მოგ­ვი­წია რამ­დენ­ჯერ­მე მოძ­რა­ო­ბის გა­დარ­თვა გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერიკო ხაბულიანი
0

ძალიანაც კარგი თუ მასეა,იმედია ყველაფერი უახლესი ტეგნოლოგიებით მოგვარდება და გზა უსაფრთხო იქნება

ჰაჰა
3

გეოლოგიის გარეშე პატარა პროექტსაც ვერ დაამტკიცებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო" - რას ამბობს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო" - რას ამბობს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

სრული სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია. პროექტი დაფინანსებულია „აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის მიერ“. ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით,- განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა რიკოთის მონაკვეთზე ბოლო დროს განვითარებული მეწყრული პროცესისა და ქვათაცვენის შესახებ საუბრისას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, "მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია "აეკომმა“ მოამზადა. რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები კი, "აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით, იტალიური კომპანიების, მათ შორის, „აიარდის“ მიერ არის მომზადებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 52 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ორჯერ აიკრძალა, მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო.

"ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, "აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს.

"პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნახეთ ასევე: