სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე დიდი მუხტი "კვარასგან" მოდიოდა, სხვებმა მხარი ვერ აუბეს" - როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში
"ყველაზე დიდი მუხტი "კვარასგან" მოდიოდა, სხვებმა მხარი ვერ აუბეს" - როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ველ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლი" "სტუმ­რად "მი­ლანს" და­უ­პი­რის­პირ­და და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 1:0 წა­ა­გო.

  • ხვი­ჩას არ ჰქო­ნია სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩი, თუმ­ცა არც ცუ­დად უთა­მა­შია. არა­ერ­თი სა­გო­ლე მო­მენ­ტი შექ­მნა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ნა­ნია მატ­ჩის სა­წყის ეტაპ­ზე შექ­მნი­ლი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც "კვა­რამ" ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­ფა­სე­ბი­სას სწო­რედ ამ მო­მენტს იხ­სე­ნე­ბენ და წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა, ამ ეპი­ზოდს გა­და­ე­წყვი­ტა მატ­ჩის ბედი.

Calcionapoli1926 მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წერ­და, რომ კვა­რა­ცხე­ლია ცდი­ლობ­და გუნ­დის და­მუხ­ტვას, თუმ­ცა მარ­ტო იბ­რძო­და და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მხარს ვერ უბამ­დნენ ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო.

  • "როცა სივ­რცეს პო­უ­ლობს, ყო­ველ­თვის აჩ­ვე­ნებს რა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ უმე­ტე­სად მას­ზე ორ­მა­გი მე­ურ­ვე­ო­ბაა და ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა", - წერს ხვი­ჩას შე­სა­ხებ "ევ­როს­პორ­ტი."

"ნა­პო­ლის რი­გე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი მუხ­ტი კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში­დან ჩანს", - წერს Calciomercato.

მატ­ჩის შემ­დეგ "ნა­პო­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ ისა­უბ­რა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შე­ა­ქო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმის­თვის, რომ კაც­ნაკ­ლუ­ლე­ბიც კი უტევ­დნენ (მე­ო­რე ტა­იმ­ში მსაჯ­მა მო­ედ­ნი­დან ზამ­ბო ან­გი­სა გა­ა­ძე­ვა). სპა­ლე­ტიმ ასე­ვე შე­ა­ქო ელიფ ელ­მა­სი და აღ­ნიშ­ნა, რომ "მე­ტო­ქე გუნ­დის მე­კა­რე მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლო­ბის ქვეშ ჰყავ­და."

"ნა­პო­ლის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თქმით, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი მომ­დევ­ნო თა­მაშ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

"ფორ­ვარ­დი რომ გვყო­ლო­და, მეტი შან­სი გვექ­ნე­ბო­და. ოსი­მე­ნი 100%-ით იქ­ნე­ბა სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ამის­კენ მი­დის" - აღ­ნიშ­ნა სპა­ლე­ტიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბებს, Sofascore-მა "კვა­რას" 6.9 ქულა, Whoscored-მა კი 7.3 და­უ­წე­რა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tsiko
1

უბურთოდ გოლს ვერ გაიტანს, ჩააწოდონ და გაიტანს. თუ არადა, ელოდება ბაიერნი

Rezo
8

თაფლობის თვე აქვს, შეეშვით! შემოდგომაზე მოუმატებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ყველაზე დიდი მუხტი "კვარასგან" მოდიოდა, სხვებმა მხარი ვერ აუბეს" - როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში

"ყველაზე დიდი მუხტი "კვარასგან" მოდიოდა, სხვებმა მხარი ვერ აუბეს" - როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:0 წააგო.

  • ხვიჩას არ ჰქონია საუკეთესო მატჩი, თუმცა არც ცუდად უთამაშია. არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, განსაკუთრებით დასანანია მატჩის საწყის ეტაპზე შექმნილი მომენტი, რომელიც "კვარამ" ვერ გამოიყენა.

იტალიური გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებისას სწორედ ამ მომენტს იხსენებენ და წერენ, რომ შესაძლოა, ამ ეპიზოდს გადაეწყვიტა მატჩის ბედი.

Calcionapoli1926 მატჩის მიმდინარეობისას წერდა, რომ კვარაცხელია ცდილობდა გუნდის დამუხტვას, თუმცა მარტო იბრძოდა და თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ ისე, როგორც საჭირო იყო.

  • "როცა სივრცეს პოულობს, ყოველთვის აჩვენებს რა გამანადგურებელია, მაგრამ უმეტესად მასზე ორმაგი მეურვეობაა და ყველაფერი რთულდება", - წერს ხვიჩას შესახებ "ევროსპორტი."

"ნაპოლის რიგებიდან ყველაზე დიდი მუხტი კვარაცხელიას თამაშიდან ჩანს", - წერს Calciomercato.

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და ფეხბურთელები შეაქო, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ კაცნაკლულებიც კი უტევდნენ (მეორე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან ზამბო ანგისა გააძევა). სპალეტიმ ასევე შეაქო ელიფ ელმასი და აღნიშნა, რომ "მეტოქე გუნდის მეკარე მუდმივად დაძაბულობის ქვეშ ჰყავდა."

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი მომდევნო თამაშში აუცილებლად იქნება.

"ფორვარდი რომ გვყოლოდა, მეტი შანსი გვექნებოდა. ოსიმენი 100%-ით იქნება საპასუხო შეხვედრაში, ყველაფერი ამისკენ მიდის" - აღნიშნა სპალეტიმ.

რაც შეეხება შეფასებებს, Sofascore-მა "კვარას" 6.9 ქულა, Whoscored-მა კი 7.3 დაუწერა.

ნახეთ ასევე: