სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი
როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

"12 აპ­რილს და 13 აპ­რი­ლის დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა ელ­ჭე­ქით, მა­ღალმთა­ში თოვ­ლი, ზო­გან ძლი­ე­რი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა. იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 2-3 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა", - იუ­წყე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. დღეს დი­ლი­დან თით­ქმის მთელ ქვე­ყა­ნა­ში წვი­მა, ელ­ჭე­ქი და ზო­გან სე­ტყვაა.

რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა აღ­დგო­მას და არის თუ არა უჩ­ვე­უ­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი და­ცე­მა წე­ლი­წა­დის ამ დროს, ამის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით...

- გა­ზა­ფხუ­ლია და ასე­თი ამინ­დე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ნამ­დვი­ლად არ არის... გა­ზა­ფხუ­ლის პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო თა­ვის ელ­ჭე­ქე­ბით და ასე შემ­დეგ... მარ­თა­ლია ჯერ ცოტა ად­რეა, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­ი­სი მო­დის და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ თვი­დან და­წყე­ბუ­ლი... ამ დროს ტემ­პე­რა­ტუ­რა უფრო და­ბა­ლიც ყო­ფი­ლა და ნა­ლე­ქი ხომ მი­თუ­მე­ტეს. ანო­მა­ლია ნამ­დვი­ლად არ არის...

- აღ­დგო­მას რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ხვალ, 14 აპ­რილს უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა...ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე წვი­მა აღი­ნიშ­ნოს. 15 აპ­რილ­საც იგი­ვე ამინ­დი იქ­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა 16 აპ­რილს (აღ­დგო­მა დღეს), და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 გრა­დუ­სი... აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, კა­ხეთ­ში, მთლი­ა­ნად ყველ­გან, გარ­და სამ­ხრე­თი რა­ი­ო­ნე­ბი­სა, ნა­ვა­რა­უ­დე­ვია და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა... დღი­სით წვი­მა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გო­რიც დღე­საა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოღ­რუბ­ლუ­ლი, ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი და წვი­მაც თბი­ლის­სა და კა­ხეთ­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 11-16 გრა­დუ­სი. ზუს­ტად იგი­ვეს ვე­ლით 17 აპ­რილ­საც.

და­სავ­ლეთ­ში თბი­ლი ამინ­დი, თბი­ლის­სა და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში წვი­მა და ისევ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. 18 აპ­რი­ლი­დან უკვე უკე­თე­სი ამინ­დი იქ­ნე­ბა. 19-20 აპ­რილს ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ - ნელა მო­ი­მა­ტებს. 21 აპ­რილს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი იც­ვლე­ბა. ნა­ლე­ქი, ელ­ჭე­ქი და ა.შ. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პი­რი­ქით, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ზა­ფხუ­ლის შხა­პუ­ნა, წვი­მა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთიელი
0

მე ვერაფერი ვერ გავიგე სად რაო როგორაო?

თემური ლაბაძე
2

წვიმა მოდის შხაპუნაა?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს ქვეყანაში და როგორი ამინდი გველოდება აღდგომის დღეებში - სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

"12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა", - იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო. დღეს დილიდან თითქმის მთელ ქვეყანაში წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა.

როგორი ამინდი იქნება აღდგომას და არის თუ არა უჩვეულო ტემპერატურის მკვეთრი დაცემა წელიწადის ამ დროს, ამის შესახებ სასაუბროდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით...

- გაზაფხულია და ასეთი ამინდები უჩვეულო ნამდვილად არ არის... გაზაფხულის პროცესები დაიწყო თავის ელჭექებით და ასე შემდეგ... მართალია ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ უკვე ყველაფერი შესაძლებელია. მაისი მოდის და არაფერია გამორიცხული, ამ თვიდან დაწყებული... ამ დროს ტემპერატურა უფრო დაბალიც ყოფილა და ნალექი ხომ მითუმეტეს. ანომალია ნამდვილად არ არის...

- აღდგომას როგორი ამინდი იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში?

- ხვალ, 14 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება...ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. 15 აპრილსაც იგივე ამინდი იქნება, რაც შეეხება 16 აპრილს (აღდგომა დღეს), დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 20-25 გრადუსი... აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში, კახეთში, მთლიანად ყველგან, გარდა სამხრეთი რაიონებისა, ნავარაუდევია დაბალი ტემპერატურა... დღისით წვიმა იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღესაა. მოსალოდნელია მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი და წვიმაც თბილისსა და კახეთში. ტემპერატურა დაახლოებით 11-16 გრადუსი. ზუსტად იგივეს ველით 17 აპრილსაც.

დასავლეთში თბილი ამინდი, თბილისსა და კახეთის რეგიონში წვიმა და ისევ დაბალი ტემპერატურა. 18 აპრილიდან უკვე უკეთესი ამინდი იქნება. 19-20 აპრილს ტემპერატურა ნელ - ნელა მოიმატებს. 21 აპრილს დასავლეთ საქართველოში ამინდი იცვლება. ნალექი, ელჭექი და ა.შ. აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, ტემპერატურა მოიმატებს, შესაძლებელია გაზაფხულის შხაპუნა, წვიმა...