პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოლიმ" მეორე ტაიმში "მილანი" სან სიროზე თითქმის "გააქრო", თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა - ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება
"ნაპოლიმ" მეორე ტაიმში "მილანი" სან სიროზე თითქმის "გააქრო", თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა - ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ველ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლი" "სტუმ­რად "მი­ლანს" და­უ­პი­რის­პირ­და და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 1:0 წა­ა­გო.

გუნ­დე­ბი მო­ე­დან­ზე ასე­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ:

ნა­პო­ლი: მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, მინ ჯე, მა­რიო რუი, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ელ­მა­სი, ლო­სა­ნო, ზი­ლენ­სკი, კვა­რა­ცხე­ლია

მი­ლა­ნი: მა­ნიო, კა­ლაბ­რია, კი­ა­ე­რი, ტო­მო­რი, ერ­ნან­დე­სი, ბე­ნა­სე­რი, ტო­ნა­ლი, დი­ა­სი, კრუ­ნი­ჩი, ლეაო, ჟირუ.

ტრავ­მის გამო თა­მა­ში კვლავ ვერ შეძ­ლო "ნა­პო­ლის" ლი­დერ­მა ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა, რაც დიდი და­ნაკ­ლი­სია.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი "ნა­პო­ლიმ" თა­მა­ში ჩვე­ულ სტილ­ში სწრა­ფი შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, ქარ­თვე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რი იყო, მარ­ცხნი­დან ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბის და ჩა­წო­დე­ბის შემ­დეგ, ან­გი­სას დარ­ტყმა "მი­ლა­ნის" გოლ­კი­პერ­მა ძლივს მო­ი­გე­რია. პირ­ვე­ლი 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "მი­ლა­ნი" მო­ე­დან­ზე არ ჩან­და, "ნა­პო­ლი"კი აქ­ტი­უ­რად უტევ­და. 25-ე წუთ­ზე კი ლეაო, უს­წრა­ფე­სი დრიბ­ლინ­გის შემ­დეგ, "ნა­პო­ლის" კა­რის და­რაჯ მე­რეტ­თან პი­რის­პი დარ­ჩა, თუმ­ცა არა­ზუს­ტად და­არ­ტყა. ამის შემ­დეგ "ნა­პო­ლი" ისევ უტევ­და, თუმ­ცა 39-ე წუთ­ზე "მი­ლან­მა" კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე და­ი­ჭი­რა ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი და გო­ლის გა­ტა­ნაც მო­ა­ხერ­ხა. ბურ­თი მე­რე­ტის კარ­ში ის­მა­ელ ბენ­ნა­სერ­მა გა­ი­ტა­ნა.

მე­ო­რე ტა­ი­მი კვლავ "ნა­პო­ლის" შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, ხვი­ჩა ისევ აქ­ტი­უ­რობ­და. მისი ზუს­ტი პა­სის შემ­დეგ ამ­ჯე­რად ელ­მასს აუღო "მი­ლა­ნის" მე­კა­რემ. მატ­ჩის დიდი ნა­წი­ლი "ნა­პო­ლი" "მი­ლა­ნი" თით­ქმის გა­აქ­რო, მაგ­რამ ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა, ბურ­თის ტო­ტა­ლუ­რად ფლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვერა და ვერ შეძ­ლეს ბურ­თის კარ­ში ზუს­ტად დარ­ტყმა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სპა­ლე­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტმა ელ­მა­სი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი თავ­დამ­სხმე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, არ გა­ა­მარ­თლა. მატჩმა კი კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად აკ­ლია გუნდს ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, "ნა­პო­ლის­თვის" ეს მატ­ჩი გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თაც. მსა­ჯამ სულ 10-ჯერ გა­მო­ყე­ნა ყვი­თე­ლი ბა­რა­თი, აქე­დან 7-ჯერ "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლებს აჩ­ვე­ნა. 74-ე წუთ­ზე ზამ­ბო ან­გი­სას, მი­ი­ღო რა მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი, მო­უ­წია მო­ე­დე­ნის და­ტო­ვე­ბა და ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი 10 კა­ცით დარ­ჩნენ. მე-80 წუთ­ზე სპა­ლე­ტიმ ხვი­ჩა კა­ვარ­ცხე­ლია შეც­ვა­ლა. მატ­ჩის მი­წუ­რულს კაც­ნაკ­ლუ­ლი "ნა­პო­ლი" კვლავ ძა­ლი­ან მწვა­ვედ უტევ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რობ­დნენ შეც­ვალ­ზე შე­მო­სუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. დი ლო­რენ­ცოს კი "მი­ლა­ნის" მე­კა­რემ ურ­თუ­ლე­სი ბურ­თი აუღო.

სა­ბო­ლო­ოდ მე­ო­რე ტა­ი­მი უგო­ლოდ დას­რულ­და. "ნა­პო­ლიმ" მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით წა­ა­გო. ყვე­ლა­ფე­რი ნე­ა­პოლ­ში გა­და­წყდე­ბა.

გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩი მა­რა­დო­ნა­ზე 18 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

თამაში წააგო სპალეტიმ, კვარა ცენტრში უნდა დაეყენებინა და არა ელმაზი. პოლიტანოს თავიდანვე უნდა ეთამაშა. ანგისა უნდა შეეცვალა ბარათის მერე. საერთოდ სქემა თუ არ შეცვალე, მითუმეტეს ასეთ თამაშებში ყველამ დაიზეპირა ნაპოლის თამაში.. მოიგო მილანის მეკარემ. საერთოდ ამ შედეგს კი ყველანაირად შეუწყო ხელი მსაჯმა! ლეაომ კუთხურის ალამი მოტეხა ყვითელი არ მისცა თვალებს ხუჭავდა მილანის ჯარიმებზე რაც ნათლად ჩანდა, ნაპოლს კი ყველას დაურიგა ბარათები. ეს უკვე საფეხბურთო მაფიაა, რაზეც ყველა თვალებს ხუჭავს( არადა ყველა ნათლად ხედავს და იცის რაც ხდება)

გიორგი
1

ეგრეა ხალხო რათქმაუნდა მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს მჯერავს მეორე თამაშში ხვიჩა ყველას დაუმტკიცებს ვინ ვინ არის ოსიმენი კი დაბრუნდება მაგრამ თამაში ხვიჩას ბენეფისი იქნება და თანაც ბოლოს მაინც იტყვიან აი ოსიმენი რომ დაბრუნდა საქმეც ეგაა ის აძლევს სწორ და დროულ პასების ესენი არააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ნაპოლიმ" მეორე ტაიმში "მილანი" სან სიროზე თითქმის "გააქრო", თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა - ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება

"ნაპოლიმ" მეორე ტაიმში "მილანი" სან სიროზე თითქმის "გააქრო", თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა - ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:0 წააგო.

გუნდები მოედანზე ასეთი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ:

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოსანო, ზილენსკი, კვარაცხელია

მილანი: მანიო, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი, ბენასერი, ტონალი, დიასი, კრუნიჩი, ლეაო, ჟირუ.

ტრავმის გამო თამაში კვლავ ვერ შეძლო "ნაპოლის" ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა, რაც დიდი დანაკლისია.

პირველი ტაიმი "ნაპოლიმ" თამაში ჩვეულ სტილში სწრაფი შეტევებით დაიწყო, ქართველი გამორჩეულად აქტიური იყო, მარცხნიდან ხვიჩას აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ანგისას დარტყმა "მილანის" გოლკიპერმა ძლივს მოიგერია. პირველი 25 წუთის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ "მილანი" მოედანზე არ ჩანდა, "ნაპოლი"კი აქტიურად უტევდა. 25-ე წუთზე კი ლეაო, უსწრაფესი დრიბლინგის შემდეგ, "ნაპოლის" კარის დარაჯ მერეტთან პირისპი დარჩა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ "ნაპოლი" ისევ უტევდა, თუმცა 39-ე წუთზე "მილანმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა ნეაპოლელები და გოლის გატანაც მოახერხა. ბურთი მერეტის კარში ისმაელ ბენნასერმა გაიტანა.

მეორე ტაიმი კვლავ "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, ხვიჩა ისევ აქტიურობდა. მისი ზუსტი პასის შემდეგ ამჯერად ელმასს აუღო "მილანის" მეკარემ. მატჩის დიდი ნაწილი "ნაპოლი" "მილანი" თითქმის გააქრო, მაგრამ ნეაპოლელებმა, ბურთის ტოტალურად ფლობის მიუხედავად ვერა და ვერ შეძლეს ბურთის კარში ზუსტად დარტყმა. შეიძლება ითქვას, რომ სპალეტის ექსპერიმენტმა ელმასი დაეყენებინა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, არ გაამართლა. მატჩმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აკლია გუნდს ვიქტორ ოსიმენი. სამწუხაროდ, "ნაპოლისთვის" ეს მატჩი გამორჩეული აღმოჩნდა ყვითელი ბარათების რაოდენობითაც. მსაჯამ სულ 10-ჯერ გამოყენა ყვითელი ბარათი, აქედან 7-ჯერ "ნაპოლის" ფეხბურთელებს აჩვენა. 74-ე წუთზე ზამბო ანგისას, მიიღო რა მეორე ყვითელი ბარათი, მოუწია მოედენის დატოვება და ნეაპოლელები 10 კაცით დარჩნენ. მე-80 წუთზე სპალეტიმ ხვიჩა კავარცხელია შეცვალა. მატჩის მიწურულს კაცნაკლული "ნაპოლი" კვლავ ძალიან მწვავედ უტევდა, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ შეცვალზე შემოსული ფეხბურთელები. დი ლორენცოს კი "მილანის" მეკარემ ურთულესი ბურთი აუღო.

საბოლოოდ მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა. "ნაპოლიმ" მინიმალური ანგარიშით წააგო. ყველაფერი ნეაპოლში გადაწყდება.

განმეორებითი მატჩი მარადონაზე 18 აპრილს გაიმართება.