პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მაყენებს... გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს" - კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე
"არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მაყენებს... გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს" - კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა BBC-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თო­ბის საქ­მე­ში მისი გვა­რი ფი­გუ­რი­რებს. რო­გორც იგი, "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნებს და "ამ ზი­ანს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვებს".

"მინ­და კი­დევ ერთხელ მოკ­ლედ გან­ვა­ცხა­დო, რომ არა მაქვს და არც არას­დროს მქო­ნია კავ­ში­რი BBC-ის პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში აღ­წე­რილ ე.წ. ქოლ ცენ­ტრე­ბის სა­კი­თხთან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი მი­მაჩ­ნია მა­ღა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბად, ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე გა­მო­ცე­მას­თან მაქვს ბევ­რი შე­კი­თხვა.

აბ­სო­ლუ­ტუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ არას­დროს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს სქე­მებ­ში, ამი­ტომ არ ვა­პი­რებ, უყუ­რა­დღე­ბოდ დავ­ტო­ვო ის ზი­ა­ნი, რა­საც ეს მა­სა­ლა მე მა­ყე­ნებს, მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნილ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ წი­ნა­აღ­მდეგ კი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტე­ვაა, რაც აღი­ა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რი­შებ­ში.

გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პლატ­ფორ­მა­ზე გა­სულ მა­სა­ლა­ში ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­გორც ფაქ­ტე­ბის უზუს­ტო­ბა, ასე­ვე მათი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დაშ­ვე­ბე­ბის სიმცდა­რე და­ვა­დას­ტუ­რო და ამას დიდი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა. ასე­ვე ყო­ველ­თვის გა­მოვ­თქვამ­დი მზად­ყოფ­ნას და დღე­საც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენ­ტრე­ბის თე­მა­ზე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მით უმე­ტეს, რომ ჩემი, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი სწო­რედ დიდი ბრი­ტა­ნე­თია, რომ­ლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის სან­დო­ო­ბა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა", - წერს კე­ზე­რაშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

უფრთო ანგელოზია მოკლედ, უმწიკლო, ბუნჩულა, ეს როგორ მოიპარავდა რამეს?!!! ეს ნაძირალა, რას დაიბღინძებოდა!!! ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ამ დორბლიანის შნირს!!!!!! 

ალექს
1

მე მგონი ამას მიშას გამოხსნა უნდა ! ეტყობა უმიშოდ კოდი აკლიათ რაღაც, საბანკო !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მაყენებს... გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს" - კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე

"არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მაყენებს... გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს" - კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე

თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ეხმაურება BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო თაღლითობის საქმეში მისი გვარი ფიგურირებს. როგორც იგი, "ფეისბუქში" წერს, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და "ამ ზიანს უყურადღებოდ არ დატოვებს".

"მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა.

აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში.

გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", - წერს კეზერაშვილი.

ასევე იხილეთ: