პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც ტყვე ბავშვებს ეძღვნება - ქართულ ენაზე ნობელიანტი მწერლის ლე კლეზიოს "მოხეტიალე ვარსკვლავი" გამოიცა
წიგნი, რომელიც ტყვე ბავშვებს ეძღვნება - ქართულ ენაზე ნობელიანტი მწერლის ლე კლეზიოს "მოხეტიალე ვარსკვლავი" გამოიცა

ნე­ჯ­მა და ეს­ტე­რი, ორი მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში შეხ­ვდნენ - ისი­ნი ჟან-მარი გუს­ტავ ლე კლე­ზი­ოს რო­მა­ნის “მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვის“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან. წიგ­ნი ომის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის ტრა­გე­დი­ას აღ­წერს.

ისი­ნი არი­ან არა­ბი და ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნე­ბი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მძევ­ლე­ბი, ომის­გან დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თა­დერ­თხელ, პა­ლეს­ტი­ნელ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ვე­ღა­რას­დროს და­ი­ვი­წყე­ბენ ერ­თმა­ნეთს. მათი ის­ტო­რი­ე­ბი იმ­დე­ნად სი­უ­ჟე­ტუ­რად არაა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ში­ნა­არ­სით. ორი­ვე სამ­შობ­ლოს მა­ძე­ბა­რი მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვია. რო­მა­ნის ში­ნა­არ­სი საკ­მა­ოდ მძი­მე და მძაფ­რია, ნათ­ლად წარ­მოგ­ვი­ჩენს ომის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა გო­გო­ნე­ბი ადა­მი­ა­ნურ სი­კე­თე­სა და სიყ­ვა­რულს გვა­ნა­ხე­ბენ, გვი­ბიძ­გე­ბენ, დავ­ფიქ­რდეთ, თუ რამ­დე­ნად მშვე­ნი­ე­რია სამ­ყა­რო და ბუ­ნე­ბა.

ორი­ვე მათ­გა­ნი მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვია სამ­შობ­ლოს ძი­ე­ბა­ში - ეს­თე­რი გა­ურ­ბო­და ნა­ცის­ტურ ჰო­ლო­კოსტს და ნე­ჯ­მამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და ბა­ნა­კებ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი. ეს­ტე­რი დე­დას­თან ერ­თად საფ­რან­გე­თი­დან გა­მო­ექ­ცა ომის სა­ში­ნე­ლე­ბას და ახალ­შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. სწო­რედ იმ ბა­ნაკ­ში გა­და­იკ­ვე­თე­ბა სა­ბე­დის­წე­როდ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და იმავდრო­უ­ლად მშვი­დო­ბას მო­წყუ­რე­ბუ­ლი არა­ბი და ებ­რა­ე­ლი დევ­ნი­ლე­ბის გზა. ორი­ვე გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ბა, მშვი­დო­ბას გა­უ­გე­ბენ გე­მოს, თუმ­ცა სა­ნამ დე­და­მი­წა­ზე ომე­ბია, „ვარ­სკვლა­ვე­ბი“ მშვი­დო­ბი­ა­ნი ზე­ცის ძი­ე­ბა­ში აგ­რძე­ლე­ბენ ხე­ტი­ალს.

რო­მან­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მკი­თხვე­ლის დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. არ წყდე­ბო­და კრი­ტი­კო­სე­ბის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი. ისი­ნი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ლე კლე­ზი­ომ ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად შეძ­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტრა­გე­დი­ის აღ­წე­რა, მკი­თხველს ომის ადა­მი­ა­ნუ­რი უბე­დუ­რე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რი მშვი­დო­ბა და­ა­ნა­ხა.

ოც­და­ათ­ზე მეტი რო­მა­ნის, ესე­ე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი­სა და თარ­გმა­ნის ავ­ტო­რი ჟან-მარი გუს­ტავ ლე კლე­ზიო 2008 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გორც „პო­ე­ტუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და გო­ნებ­რი­ვი ექ­სტა­ზის ავ­ტო­რი, მმარ­თვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნო­ბის მკვლე­ვა­რი“.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­აც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 82 წლი­საა. ის ნი­ცა­ში და­ი­ბა­და, რა დრო­საც მისი მამა ბრი­ტა­ნულ არ­მი­ა­ში, ნი­გე­რი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. 8 წლის ასაკ­ში თა­ვა­დაც ნი­გე­რი­ა­ში გა­და­სახ­ლდა. ნა­წი­ლობ­რივ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია მისი 1991 წლის რო­მა­ნი „Onitsha“, ხოლო 2004 წლის ესე­ში იგი ნი­გე­რი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­სა და მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იხ­სე­ნებს.

სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბის ლონ­დონ­სა და ბრის­ტოლ­ში გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ლე კლე­ზიო აშშ-ში გა­და­ვი­და, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1967 წელს იგი ტა­ი­ლან­დში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს იხ­დი­და, თუმ­ცა ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო იგი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს და მექ­სი­კა­ში გა­აგ­ზავ­ნეს. 1970-1974 წლებ­ში ლე კლე­ზიო პა­ნა­მა­ში ემ­ბე­რა-ვო­უ­ნა­ა­ნის ტო­მის წევ­რებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ლე კლე­ზი­ომ პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღი­ა­რე­ბა 23 წლის ასაკ­ში რო­მა­ნით Le Procès-Verbal (და­კი­თხვა) მო­ი­პო­ვა, რო­მელ­მაც მას რე­ნო­დოს პრე­მია მო­უ­ტა­ნა. რო­მა­ნი ასე­ვე გონ­კუ­რის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტთა მოკ­ლე სი­ა­ში მოხ­ვდა. მას შემ­დეგ მწე­რალ­მა 30-ზე მეტი წიგ­ნი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­თხრო­ბებს, რო­მა­ნებს, ესე­ებს, ინ­დი­ელ­თა მი­თო­ლო­გი­ის ორ თარ­გმან­სა და რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შვო წიგნს მო­ი­ცავს.

1980 წელს ლე კლე­ზიო პოლ მო­რან­დის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის პირ­ვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და, რო­მე­ლიც მას საფ­რან­გე­თის აკა­დე­მი­ამ რო­მა­ნის­თვის „უდაბ­ნო“ გა­დას­ცა.

2008 წელს ლე კლე­ზი­ოს მი­ე­ნი­ჭა ნო­ბე­ლის პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. შვე­დე­თის აკა­დე­მი­ამ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც „პო­ე­ტუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და გო­ნებ­რი­ვი ექ­სტა­ზი.“ მწე­რალ­მა ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­სა­ღებ სი­ტყვა­ში სი­ღა­რი­ბე­ზე ისა­უბ­რა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს და­აგ­რო­ვა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ლე კრე­ზიო დღეს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რია. მისი „მო­ხე­ტი­ა­ლე ვარ­სკვლა­ვი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ფარ­გლებ­ში. გა­მო­ცე­მა უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

წიგნი, რომელიც ტყვე ბავშვებს ეძღვნება - ქართულ ენაზე ნობელიანტი მწერლის ლე კლეზიოს "მოხეტიალე ვარსკვლავი" გამოიცა

წიგნი, რომელიც ტყვე ბავშვებს ეძღვნება - ქართულ ენაზე ნობელიანტი მწერლის ლე კლეზიოს "მოხეტიალე ვარსკვლავი" გამოიცა

ნეჯმა და ესტერი, ორი მოხეტიალე ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდნენ - ისინი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს რომანის “მოხეტიალე ვარსკვლავის“ მთავარი გმირები არიან. წიგნი ომის მსხვერპლი ბავშვების ტრაგედიას აღწერს.

ისინი არიან არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. მათი ისტორიები იმდენად სიუჟეტურად არაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რამდენადაც შინაარსით. ორივე სამშობლოს მაძებარი მოხეტიალე ვარსკვლავია. რომანის შინაარსი საკმაოდ მძიმე და მძაფრია, ნათლად წარმოგვიჩენს ომის პირობებში ადამიანების ცხოვრებას, თუმცა გოგონები ადამიანურ სიკეთესა და სიყვარულს გვანახებენ, გვიბიძგებენ, დავფიქრდეთ, თუ რამდენად მშვენიერია სამყარო და ბუნება.

ორივე მათგანი მოხეტიალე ვარსკვლავია სამშობლოს ძიებაში - ესთერი გაურბოდა ნაცისტურ ჰოლოკოსტს და ნეჯმამ საკუთარ თავზე გამოსცადა ბანაკებში ცხოვრების საშინელებები. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, „ვარსკვლავები“ მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.

რომანმა გამოსვლისთანავე მკითხველის დიდი ყურადღება დაიმსახურა. არ წყდებოდა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ლე კლეზიომ ძალიან ოსტატურად შეძლო ცხოვრებისეული ტრაგედიის აღწერა, მკითხველს ომის ადამიანური უბედურება და პოტენციური მშვიდობა დაანახა.

ოცდაათზე მეტი რომანის, ესეების, მოთხრობების კრებულებისა და თარგმანის ავტორი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურაში, როგორც „პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორი, მმართველი ცივილიზაციისა და ადამიანობის მკვლევარი“.

ძალიან საინტერესოა მწერლის ბიოგრაფიაც, რომელიც ამჟამად 82 წლისაა. ის ნიცაში დაიბადა, რა დროსაც მისი მამა ბრიტანულ არმიაში, ნიგერიაში მსახურობდა. 8 წლის ასაკში თავადაც ნიგერიაში გადასახლდა. ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია მისი 1991 წლის რომანი „Onitsha“, ხოლო 2004 წლის ესეში იგი ნიგერიაში გატარებულ ბავშვობასა და მშობლებთან ურთიერთობას იხსენებს.

სტუდენტური წლების ლონდონსა და ბრისტოლში გატარების შემდეგ ლე კლეზიო აშშ-ში გადავიდა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1967 წელს იგი ტაილანდში სამხედრო სამსახურს იხდიდა, თუმცა ბავშვთა პროსტიტუციის გაპროტესტების გამო იგი ქვეყნიდან გააძევეს და მექსიკაში გააგზავნეს. 1970-1974 წლებში ლე კლეზიო პანამაში ემბერა-ვოუნაანის ტომის წევრებთან ერთად ცხოვრობდა.

ლე კლეზიომ პირველი ლიტერატურული აღიარება 23 წლის ასაკში რომანით Le Procès-Verbal (დაკითხვა) მოიპოვა, რომელმაც მას რენოდოს პრემია მოუტანა. რომანი ასევე გონკურის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა. მას შემდეგ მწერალმა 30-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება მოთხრობებს, რომანებს, ესეებს, ინდიელთა მითოლოგიის ორ თარგმანსა და რამდენიმე საბავშვო წიგნს მოიცავს.

1980 წელს ლე კლეზიო პოლ მორანდის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა, რომელიც მას საფრანგეთის აკადემიამ რომანისთვის „უდაბნო“ გადასცა.

2008 წელს ლე კლეზიოს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. შვედეთის აკადემიამ მისი შემოქმედება დაახასიათა, როგორც „პოეტური თავგადასავალი და გონებრივი ექსტაზი.“ მწერალმა ნობელის პრემიის მისაღებ სიტყვაში სიღარიბეზე ისაუბრა.

მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც მწერალმა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს დააგროვა, განსხვავებული ეროვნების ადამიანებთან ინტენსიური კომუნიკაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ ლე კრეზიო დღეს მსოფლიოში აღიარებული ავტორია. მისი „მოხეტიალე ვარსკვლავი“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ფარგლებში. გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში.

R