Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - არიან დაჭრილები და დაღუპულები: რას აცხადებენ მხარეები?
შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - არიან დაჭრილები და დაღუპულები: რას აცხადებენ მხარეები?

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბა მოხ­და, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"11 აპ­რილს, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა გო­რუ­სის რე­გი­ო­ნის დი­ღის და­სახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდე­ბა­რე პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ლა­ჩი­ნის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდე­ბა­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს,” - წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

მათი ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა “შე­სა­ბა­მი­სი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი” მი­ი­ღეს. მათ ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ “სომ­ხე­თის პრო­ვო­კა­ცი­ის” შე­დე­გად აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა რი­გებ­ში არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხურ მხა­რეს, სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო წერს, რომ “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს სო­მეხ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ჟინ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ ტე­ღის და­სახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“.

მათი თქმით, სო­მეხ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­ხედ­რო სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი მი­ი­ღეს. მათ ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ სო­მეხ სამ­ხედ­რო­თა შო­რის არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სომ­ხურ­მა მხა­რემ იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ნაღმმ­ტყორ­ცნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მათი თქმით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­სა­ბა­მის თავ­დაც­ვით ზო­მებს იღე­ბენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:55 სა­ა­თის­თვის ფრონ­ტის ხაზ­ზე ვი­თა­რე­ბა “შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი” რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddd
0

მოიცა ღარიბამ ხო შეარიგა ბიჭები?

iosebi
0

შუაგულ აზერბაიჯანში აღარ არიან სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მიდის კომფლიქტი, ასე იცის რუსეთის სამშვიდობო პოლიტიკამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - არიან დაჭრილები და დაღუპულები: რას აცხადებენ მხარეები?

შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - არიან დაჭრილები და დაღუპულები: რას აცხადებენ მხარეები?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ.

"11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს,” - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათი ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “შესაბამისი საპასუხო ზომები” მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ “სომხეთის პროვოკაციის” შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ “აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“.

მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მოგვიანებით, სომხურმა მხარემ იმავე მიმართულებაზე აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნის გამოყენებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის თავდაცვით ზომებს იღებენ.

მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება “შედარებით სტაბილური” რჩება.