მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს" - ლევან ხაბეიშვილი, გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერს შეხვდნენ
"საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს" - ლევან ხაბეიშვილი, გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერს შეხვდნენ

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას­თან - გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ - გი­ორ­გი ჩა­ლა­ძეს­თან ერ­თად პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის ვიცე სპი­კერ­თან - მალ­გოჟე­ტა გო­შევ­სკას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ავ­რცე­ლებს.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.

"გუ­შინ პა­ტი­ვი მი­ვა­გეთ 13 წლის თავ­ზე და­ღუ­პუ­ლებს, პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენტ კა­ჩინ­სკის, მის მე­უღ­ლეს, ათო­ბით სამ­ხედ­რო პირს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას და შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ­ვე გვქონ­და შეხ­ვედ­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ფო­ტი­გას­თან.

ცხა­დია, გუ­ში­ნაც ფო­ტი­გას­თან და დღეს სე­ი­მის ვიცე სპი­კერ­თან ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, პერ­სპექ­ტი­ვას. ჩვენ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ვთხოვთ ყვე­ლას, ჩვენს პარტნი­ო­რებს, მე­გობ­რებს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ უნდა და­ი­სა­ჯოს რუსი ოლი­გარ­ქის გამო და რე­ჟი­მის გამო და ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ და უნდა მი­ვი­ღოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს კრემ­ლი­დან მარ­თუ­ლი და ცხა­დია, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ორი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზიტს, 12 აპ­რილს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლო­ნეთ­ში და­ჯილ­დოვ­დე­ბა კა­ჩინ­სკის პრო­მე­თეს ჯილ­დო­თი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ ამ ჯილ­დოს”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&
0

13 წლის თავზე დაღუპულებისთვის პატივის მიგება, რა ქართულია? რაო, მიშიკოს როდის გადავიყვანთო, სპეცთვითმფრინავის გარდა, კიდევ ბროწეულის ოყნები ყოფილა საჭირო, იცოდით?

ჯო
0

რაღაც მოწყენილი მეჩვენება ქალბატონი მალგოჟეტა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს" - ლევან ხაბეიშვილი, გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერს შეხვდნენ

"საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს" - ლევან ხაბეიშვილი, გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერს შეხვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან - გიული ალასანიასთან და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელ - გიორგი ჩალაძესთან ერთად პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერთან - მალგოჟეტა გოშევსკასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს.

"გუშინ პატივი მივაგეთ 13 წლის თავზე დაღუპულებს, პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის, მის მეუღლეს, ათობით სამხედრო პირს, სასულიერო პირებს, პოლიტიკურ ელიტას და შესაბამისად, გუშინვე გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან.

ცხადია, გუშინაც ფოტიგასთან და დღეს სეიმის ვიცე სპიკერთან ჩვენი საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, პერსპექტივას. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ვთხოვთ ყველას, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსი ოლიგარქის გამო და რეჟიმის გამო და ჩვენ ვიმსახურებთ და უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვყავს კრემლიდან მართული და ცხადია, საუბარი შეეხებოდა ორივე შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

რაც შეეხება ვიზიტს, 12 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში დაჯილდოვდება კაჩინსკის პრომეთეს ჯილდოთი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ ამ ჯილდოს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.