მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათრგუნული ყოფილა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდაო... მეუღლეს "ჩემი ცოლის დაქალები" ჩაურთავს, საკუთარ თავზე ხალისობდაო" - ბესო მეგრელიშვილის ცხოვრება თეატრში და სცენის მიღმა
"დათრგუნული ყოფილა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდაო... მეუღლეს "ჩემი ცოლის დაქალები" ჩაურთავს, საკუთარ თავზე ხალისობდაო" - ბესო მეგრელიშვილის ცხოვრება თეატრში და სცენის მიღმა

58 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ბე­სა­რი­ონ (ბესო) მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

"უმ­ძი­მე­სი დილა გა­უ­თენ­და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს! მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი არ­ტის­ტი ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი! სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია - 31 მარტს და 1 აპ­რილს სპექ­ტაკ­ლე­ბი ითა­მა­შა, ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვად წა­ი­წუ­წუ­ნა - რა­ღაც ვერ ვარ კარ­გა­დო, წნე­ვე­ბი შე­მო­მეჩ­ვი­აო... ვაჰ... ჯერ მეტს ვე­რა­ფერს ვწერ!" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი:

- ბესო 58 წლის იყო, ოქ­ტომ­ბერ­ში გახ­დე­ბო­და 59 წლის... 1989 წელს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, ბე­სომ კი იმ წელს და­ამ­თავ­რა. ოთხი წლით ჩემ­ზე დიდი იყო. ერთი და იგი­ვე პე­და­გო­გი - ლილი იო­სე­ლი­ა­ნი გვას­წავ­ლი­და და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თარ პე­და­გო­გებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ, ჩვენ რომ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვით, ბე­სოს ჯგუ­ფის სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ცი­ებ­ზე გვეს­წრე­ბოდ­ნენ. ბე­სოს იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვიც­ნობ­დი, უკვე 34-ე წელი... შე­მოქ­მე­დე­ბი­თად კი, ათი წლის წინ და­ვი­ნიშ­ნე ამ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და იმის შემ­დეგ გა­და­ვიკ­ვე­თეთ... მა­ნამ­დე ვმე­გობ­რობ­დით და მახ­სოვს მისი სა­დიპ­ლო­მო, სა­კურ­სო სპექ­ტაკ­ლე­ბი... რო­ლებს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ერ­თგვა­რი ვარ­სკვლა­ვუ­რი ჯგუ­ფი იყო, რად­გან ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ - ლელა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი... მიშა გარ­და იმი­სა, რომ ბე­სოს ჯგუ­ფე­ლი იყო, მისი ბიძა იყო, მა­მა­მი­სის ნა­ხე­ვარძმა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე გა­მო­ვი­და, რომ ბი­ძა­მისს კუდ­ში მიჰ­ყვა... ჩვენ ერ­თად ოთხ სპექ­ტაკლზე ვი­მუ­შა­ვეთ...ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ო­დით. ან­ტონ კა­თა­ლი­კო­სის როლი უნდა ეთა­მა­შა, სამ­წუ­ხა­როდ, არ დაგ­ვცალ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
10:20 / 11-04-2023

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

- ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და?

- დიახ, მას c ჰე­პა­ტი­ტი ჰქონ­და, მკურ­ნა­ლობ­და, პროგ­რა­მა­შიც იყო და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო...ოჯახ­მა ცხედ­რის გაკ­ვე­თა­ზე უარი თქვა და ამი­ტომ და­ზუს­ტე­ბით ვერ ვი­ტყვით, მაგ­რამ ვა­რა­უ­დობთ, რომ თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, ღვიძ­ლის პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უე­ცა­რი იყო, რად­გან 31 მარტს სპექ­ტაკ­ლებ­ში რო­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა... გუ­შინ­წინ და­მი­რე­კა, მე­ლა­პა­რა­კა, ამ ბოლო დროს რა­ტომ­ღაც წნე­ვე­ბი მა­წუ­ხებ­სო... ვუ­თხა­რი, ექიმ­თან უნდა წახ­ვი­დე და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს და­გი­ნიშ­ნავს-მეთ­ქი... მი­თხრა, შენ­სა­ვით ბე­ბე­რი კი არ ვარ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი რომ ვსვაო, აი ასე მა­შა­ყი­რებ­და... ვე­უბ­ნე­ბო­დი, წნე­ვას ნუ ეთა­მა­შე­ბი-მეთ­ქი.

მის მე­უღ­ლეს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, ამ­ბობ­და, შუ­ა­დღეს წნე­ვა ორა­სამ­დე ჰქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­ზი­სი იყო, სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ, კარ­დი­ოგ­რა­მაც გა­და­უ­ღეს და წნე­ვაც ჩა­მო­უყ­ვა­ნე­სო... ღვიძ­ლი აწუ­ხებ­და და ეტყო­ბა წნე­ვე­ბიც ღვიძ­ლის­გან იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღეს 11 აპ­რი­ლია და ათი დღის წინ უზარ­მა­ზარ ორ სპექ­ტაკლში ითა­მა­შა. ერთ სპექ­ტაკლში მარ­ტო ბესო და ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლი იყ­ვნენ სცე­ნა­ზე...

ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის და ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო ტან­დე­მი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

- თე­ატ­რში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ყო­ველ­თა­ოდ ხალ­ხმა ტე­ლე­სე­რი­ა­ლით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო... თა­ვად მის­თვის რას ნიშ­ნავ­და ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია. ვერ გე­ტყვით, რომ არ­ტის­ტე­ბი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბით იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... სხვა­თა შო­რის, მისი მე­უღ­ლე მიყ­ვე­ბო­და, სას­წრა­ფო რომ წა­ვი­და, ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლი ჩან­და, სას­წრა­ფო დამ­ჭირ­და, ორა­სი წნე­ვა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცოტა ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვუ­თხა­რი "იუ­თუბ­ზე" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" ჩა­გირ­თავ, ხომ გა­ინ­ტე­რე­სებს ახალ­გაზ­რდა რო­გო­რი იყა­ვიო და სამი -ოთხი სე­რია უყუ­რა, თა­ვის თავ­ზე ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დაო ...

ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის 11 აპ­რი­ლი უმ­ძი­მე­სი დღეა. კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა, 8 წელი შეს­რულ­და... დღეს კი­დევ უთე­ნია რომ და­მი­რე­კა მის­მა ძმამ და მი­თხრა, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს, ბესო აღარ გვყავ­სო, ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ვი­ღე... ისე ვე­ლა­პა­რა­კე, რომ ვერც მივ­ხვდი რას მე­უბ­ნე­ბო­და. გო­ნე­ბამ ვერ კი არა, არ მი­ი­ღო, არ და­უშ­ვა!

რო­გორ და­ვი­ჯე­რებ­დი, როცა ბო­ლოს ხა­რე­ბას, სამი დღის წინ ვე­ლა­პა­რა­კე და დღე­სას­წა­უ­ლი მი­ვუ­ლო­ცე...ცხრა აპ­რილს შე­მო­სუ­ლი ზარი დამ­ხვდა, ეტყო­ბა ბზო­ბა უნ­დო­და მო­ე­ლო­ცა. ძა­ლი­ან გვი­ან ვნა­ხე მისი ზარი და სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ ვუ­პა­სუ­ხე... გუ­შინ ბორ­ჯომ­ში მივ­ლი­ნე­ბით ვი­ყა­ვი და ამი­ტომ შეხ­მი­ა­ნე­ბა კი­დევ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. 7 აპ­რილს კი ვუ­თხა­რი, 22 აპ­რილს ხომ იცი, სპექ­ტაკ­ლი გაქვს, მე სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ვარ, ზუს­ტად 22 აპ­რილს ჩა­მო­ვალ ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ისე უნდა ითა­მა­შო, ეს სპექ­ტაკ­ლი, მე მო­მი­ძღვნა-თქო... ამ თე­მა­ზეც შა­ყი­რობ­და, 50 წელს რომ გა­დავ­ცდე­ბით, მერე მი­სა­ძღვნე­ლი აღა­რა­ფე­რი­აო... ბო­ლოს ისევ ვთხო­ვე, ექიმ­თან მი­სუ­ლი­ყო, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და­ე­ნიშ­ნათ და ჰო, კარ­გიო, დამ­პირ­და...

- მის ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე რომ გვი­თხრათ...

- რო­გორც ბევრ, ბო­ჰე­მის მოყ­ვა­რულ მა­მა­კაცს, ბე­სო­საც რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ჰყავ­და... მისი ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, ჩვენს თე­ატ­რშიც მოღ­ვა­წე­ობ­და - ეკა თვა­უ­რი. მას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში გო­გო­ნა ჰყავს. ბესო 18 წლის იყო, მამა რომ გახ­და. პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი და მას უკვე ორი შვი­ლი ჰყავს. მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ვაჟი ჰყავს, რო­მელ­მაც უკვე ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და აი­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და ეკა თვა­უ­რი

ბესო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა 1985 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (პროფ. ლილი იო­სე­ლი­ა­ნის კლა­სი). ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში "ბედ­ნი­ე­რი ბი­ლე­თი" მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა.

შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას თე­ატ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, რე­ჟი­სორ ალექ­სან­დრე ქან­თა­რი­ას­თან. სწო­რედ მას­თან ტან­დემ­ში შექ­მნა გა­მორ­ჩე­უ­ლი, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბი სპექ­ტაკ­ლებ­ში: "დე­მეტ­რე მე­ო­რე", "კარს იქეთ", "შავი კატა", "ტა­ძა­რი", "ხედი ხი­დი­დან" და მრა­ვა­ლი სხვა, ხოლო სპექ­ტაკლში "ლა­ბი­რინ­თი" ბა­ბი­ლას რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ცალ­კე­ულ სპექ­ტაკ­ლებს თა­მა­შობ­და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, აგ­რეთ­ვე მე­ტე­ხის, რუს­თა­ვის, თა­ვი­სუ­ფალ, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რებ­ში, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში. 2002 წლი­დან კვლავ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს და­უბ­რუნ­და.

მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში: "ბა­რო­ნი მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნი" - მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნი, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" - ჰერ­ცო­გი, "ტრა­მალ­თა რის­ხვა" - ბილი, "მგზნე­ბა­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" - ბარ­ნი ქეშ­მე­ნი, "მე ვხე­დავ მზეს" - ლუ­კა­ია, "მე, ბე­ბია, ბა­ბუა და ჭინ­კე­ბი" - მწე­რა­ლი, "სი­მარ­ტო­ვე" - ლუკა და მრა­ვა­ლი სხვა. უკა­ნას­კნე­ლად ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ პან­ტა­ლო­ნეს როლი შე­ას­რუ­ლა სპექ­ტაკლში "ჭო­რი­კა­ნა ქა­ლე­ბი". ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­თან. გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: "მე­ტი­ჩა­რა", "უძი­ნარ­თა მზე", "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 ეფექ­ტი", "თბი­ლი­სი-თბი­ლი­სი" და სხვა, ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", "ყავა და ლუდი", "ჩვე­ნი ოფი­სი", "ჩიფ­სე­ბის თა­ო­ბა", "კლი­ნი­კა" და სხვა. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბულ თე­ატრთან "აზ­და­კის ბაღ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­როს
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო სიდამონიძე
1

კარგი მსახიობი იყო, ნათელში იყოს!

ქართველებო
0

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთი წუთის ოდენაა ეს სიცოცხლე.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ავტორი:

"დათრგუნული ყოფილა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდაო... მეუღლეს "ჩემი ცოლის დაქალები" ჩაურთავს, საკუთარ თავზე ხალისობდაო" - ბესო მეგრელიშვილის ცხოვრება თეატრში და სცენის მიღმა

"დათრგუნული ყოფილა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდაო... მეუღლეს "ჩემი ცოლის დაქალები" ჩაურთავს, საკუთარ თავზე ხალისობდაო" - ბესო მეგრელიშვილის ცხოვრება თეატრში და სცენის მიღმა

58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესარიონ (ბესო) მეგრელიშვილი.

"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!" - წერს სოციალურ ქსელში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- ბესო 58 წლის იყო, ოქტომბერში გახდებოდა 59 წლის... 1989 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ბესომ კი იმ წელს დაამთავრა. ოთხი წლით ჩემზე დიდი იყო. ერთი და იგივე პედაგოგი - ლილი იოსელიანი გვასწავლიდა და იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები საკუთარ პედაგოგებზე ეჭვიანობენ, ჩვენ რომ პირველ კურსზე ვიყავით, ბესოს ჯგუფის სტუდენტები ლექციებზე გვესწრებოდნენ. ბესოს იქიდან მოყოლებული ვიცნობდი, უკვე 34-ე წელი... შემოქმედებითად კი, ათი წლის წინ დავინიშნე ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და იმის შემდეგ გადავიკვეთეთ... მანამდე ვმეგობრობდით და მახსოვს მისი სადიპლომო, საკურსო სპექტაკლები... როლებს საკმაოდ საინტერესოდ განასახიერებდა. ერთგვარი ვარსკვლავური ჯგუფი იყო, რადგან ჯგუფელები იყვნენ - ლელა ალიბეგაშვილი, გია როინიშვილი, მიშა გომიაშვილი... მიშა გარდა იმისა, რომ ბესოს ჯგუფელი იყო, მისი ბიძა იყო, მამამისის ნახევარძმა. სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, რომ ბიძამისს კუდში მიჰყვა... ჩვენ ერთად ოთხ სპექტაკლზე ვიმუშავეთ...ახლა ძალიან მნიშვნელოვან რეპეტიციებს გავდიოდით. ანტონ კათალიკოსის როლი უნდა ეთამაშა, სამწუხაროდ, არ დაგვცალდა.

- ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- დიახ, მას c ჰეპატიტი ჰქონდა, მკურნალობდა, პროგრამაშიც იყო და თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო...ოჯახმა ცხედრის გაკვეთაზე უარი თქვა და ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ვარაუდობთ, რომ თრომბით გარდაიცვალა, ღვიძლის პრობლემებით გამოწვეული.

მისი გარდაცვალება უეცარი იყო, რადგან 31 მარტს სპექტაკლებში როლები ჩვეულებრივად ითამაშა... გუშინწინ დამირეკა, მელაპარაკა, ამ ბოლო დროს რატომღაც წნევები მაწუხებსო... ვუთხარი, ექიმთან უნდა წახვიდე და მარეგულირებელს დაგინიშნავს-მეთქი... მითხრა, შენსავით ბებერი კი არ ვარ, მარეგულირებელი რომ ვსვაო, აი ასე მაშაყირებდა... ვეუბნებოდი, წნევას ნუ ეთამაშები-მეთქი.

მის მეუღლეს რომ ველაპარაკე, ამბობდა, შუადღეს წნევა ორასამდე ჰქონდა, ჩვეულებრივი კრიზისი იყო, სასწრაფო გამოვიძახეთ, კარდიოგრამაც გადაუღეს და წნევაც ჩამოუყვანესო... ღვიძლი აწუხებდა და ეტყობა წნევებიც ღვიძლისგან იყო გამოწვეული... წარმოიდგინეთ, დღეს 11 აპრილია და ათი დღის წინ უზარმაზარ ორ სპექტაკლში ითამაშა. ერთ სპექტაკლში მარტო ბესო და ია შუღლიაშვილი იყვნენ სცენაზე...

ბესო მეგრელიშვილის და ია შუღლიაშვილის სამსახიობო ტანდემი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

- თეატრში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა, მაგრამ საყოველთაოდ ხალხმა ტელესერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო... თავად მისთვის რას ნიშნავდა ამ სერიალში მონაწილეობა?

- სიმართლე გითხრათ, ტელესერიალებში მონაწილეობა მსახიობებისთვის დამატებითი შემოსავალია. ვერ გეტყვით, რომ არტისტები დიდი ბედნიერებით იღებდნენ მონაწილეობას... სხვათა შორის, მისი მეუღლე მიყვებოდა, სასწრაფო რომ წავიდა, ძალიან დათრგუნული ჩანდა, სასწრაფო დამჭირდა, ორასი წნევა, ამ ყველაფერზე ცოტა ნერვიულობდა და ვუთხარი "იუთუბზე" "ჩემი ცოლის დაქალებს" ჩაგირთავ, ხომ გაინტერესებს ახალგაზრდა როგორი იყავიო და სამი -ოთხი სერია უყურა, თავის თავზე ძალიან ხალისობდაო ...

ჩვენი თეატრისთვის 11 აპრილი უმძიმესი დღეა. კოტე თოლორდავას გარდაცვალების დღეა, 8 წელი შესრულდა... დღეს კიდევ უთენია რომ დამირეკა მისმა ძმამ და მითხრა, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს, ბესო აღარ გვყავსო, ინფორმაცია არ მივიღე... ისე ველაპარაკე, რომ ვერც მივხვდი რას მეუბნებოდა. გონებამ ვერ კი არა, არ მიიღო, არ დაუშვა!

როგორ დავიჯერებდი, როცა ბოლოს ხარებას, სამი დღის წინ ველაპარაკე და დღესასწაული მივულოცე...ცხრა აპრილს შემოსული ზარი დამხვდა, ეტყობა ბზობა უნდოდა მოელოცა. ძალიან გვიან ვნახე მისი ზარი და სამწუხაროდ, ვეღარ ვუპასუხე... გუშინ ბორჯომში მივლინებით ვიყავი და ამიტომ შეხმიანება კიდევ ვერ მოვახერხე. 7 აპრილს კი ვუთხარი, 22 აპრილს ხომ იცი, სპექტაკლი გაქვს, მე საზღვარგარეთ მივდივარ, ზუსტად 22 აპრილს ჩამოვალ ჩემს დაბადების დღეზე და ისე უნდა ითამაშო, ეს სპექტაკლი, მე მომიძღვნა-თქო... ამ თემაზეც შაყირობდა, 50 წელს რომ გადავცდებით, მერე მისაძღვნელი აღარაფერიაო... ბოლოს ისევ ვთხოვე, ექიმთან მისულიყო, მარეგულირებელი დაენიშნათ და ჰო, კარგიო, დამპირდა...

- მის ოჯახზე, შვილებზე რომ გვითხრათ...

- როგორც ბევრ, ბოჰემის მოყვარულ მამაკაცს, ბესოსაც რამდენიმე ოჯახი ჰყავდა... მისი ახლანდელი მეუღლე პროფესიით მსახიობია, ჩვენს თეატრშიც მოღვაწეობდა - ეკა თვაური. მასთან ქორწინებაში გოგონა ჰყავს. ბესო 18 წლის იყო, მამა რომ გახდა. პირველ მეუღლესთან ჰყავს ქალიშვილი და მას უკვე ორი შვილი ჰყავს. მეორე მეუღლესთან ვაჟი ჰყავს, რომელმაც უკვე ინსტიტუტი დაამთავრა და აიტის სპეციალისტია.

ბესო მეგრელიშვილი და ეკა თვაური

ბესო მეგრელიშვილმა 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პროფ. ლილი იოსელიანის კლასი). ინსტიტუტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში. პირველივე სპექტაკლში "ბედნიერი ბილეთი" მიიქცია საზოგადოებისა და თეატრმცოდნეების ყურადღება.

შალვა გაწერელიას თეატრიდან წასვლის შემდეგ, მუშაობა განაგრძო სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიასთან. სწორედ მასთან ტანდემში შექმნა გამორჩეული, დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები სპექტაკლებში: "დემეტრე მეორე", "კარს იქეთ", "შავი კატა", "ტაძარი", "ხედი ხიდიდან" და მრავალი სხვა, ხოლო სპექტაკლში "ლაბირინთი" ბაბილას როლის შესრულებისათვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. ბესო მეგრელიშვილი ცალკეულ სპექტაკლებს თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, აგრეთვე მეტეხის, რუსთავის, თავისუფალ, სამეფო უბნის თეატრებში, თეატრალურ სარდაფში. 2002 წლიდან კვლავ მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუბრუნდა.

მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ბარონი მიუნჰაუზენი" - მიუნჰაუზენი, "რომეო და ჯულიეტა" - ჰერცოგი, "ტრამალთა რისხვა" - ბილი, "მგზნებარე შეყვარებული" - ბარნი ქეშმენი, "მე ვხედავ მზეს" - ლუკაია, "მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები" - მწერალი, "სიმარტოვე" - ლუკა და მრავალი სხვა. უკანასკნელად ამ რამდენიმე თვის წინ პანტალონეს როლი შეასრულა სპექტაკლში "ჭორიკანა ქალები". ბესო მეგრელიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა კინემატოგრაფისტებთან. გადაღებულია ფილმებში: "მეტიჩარა", "უძინართა მზე", "შეყვარებული კულინარის 1001 ეფექტი", "თბილისი-თბილისი" და სხვა, ტელესერიალებში: "ჩემი ცოლის დაქალები", "ყავა და ლუდი", "ჩვენი ოფისი", "ჩიფსების თაობა", "კლინიკა" და სხვა. მისთვის განსაკუთრებული იყო ინტეგრირებულ თეატრთან "აზდაკის ბაღთან" თანამშრომლობა.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ბესო მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და თეატრალურ სამყაროს