საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემ პოლონეთში განაცხადეს.
"პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება უმაღლეს დონეზე ხორციელდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება მიღწეული არ იქნება. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო, ჩვენი გამოწვევა არის დრო, უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია. შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა იმ პროცესის დაკარგვას, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ იმ ჭრილსა და მორევში ჩაგვითრევს რუსეთი, რასაც დიდი ხანია გვიპირებს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
"სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
საჩივრის გაგზავნის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, ვიდრე მისი კლიენტისგან არ ექნება პასუხი.
„განცხადებების გაკეთებისგან ჯერ თავს შევიკავებ. არ მინახავს თვითონ [მიხეილ სააკაშვილი], შევათანხმებთ. როცა შევიტანთ სარჩელს, მოთხოვნის შესახებ მერე გეტყვით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
აბა ჰე, ახლა ვნახავთ, მართლა ობიექტურია თუ არა სტრასბურგის სასამართლო. წესით, უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ მიშას დღევანდელი მდგომარეობა, არამედ ყველაფერი, რაც ამას წინ უძღოდა-შემოპარვა, ბადრაგისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა, თვითდაზიანება, ექიმების ტერორი...წარმომიდგენია, ადვოკატი საქმეს როგორ საშინელებათა ფილმივით აღწერდა.
რა გეჩქარებოდათ ან რას ასაჩივრებთ კონტეინერით განუბაჟებელი შემოვიდაო თაგვა თხარაო მაგ 6 წელს ერთ 6 კიდევ მიუმატებენ გიულჯან შენც კარგად იცი