საბერძნეთში ავარიის შედეგად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, თერჯოლის მკვიდრი 66 წლის მედეა შუღლაძე. როგორც ბერძნული მედიიდან ხდება ცნობილი, გარდაცვლილი ბერძენი ტელეწამყვანის კატერინა კენურიუს ოჯახში წლების განმავლობაში მუშაობდა.
ტელეწამყვანმა, რომელსაც გუშინ პირდაპირ ეთერში აცნობეს ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, თუმცა გადაცემის წაყვანა მაინც გააგრძელა.
მან აღნიშნა, რომ ქართველი ქალი მისთვის ოჯახის წევრივით იყო და ტრაგიკულმა ცნობამ მასზე მძიმედ იმოქმედა.
“მშვიდად განისვენე, არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საყვარელო ქალბატონო, რადგან საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი. ულამაზესი სული გქონდა, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით სავსე. შენ მე უკეთესი ადამიანი გამხადე, უკვე ძალიან მენატრები და ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია…
სიტყვებს არ შეუძლიათ ცრემლების შეშრობა… არასოდეს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის! მოდი ხოლმე და ისევ მომეცი რჩევები, როგორც ყოველთვის…” - დაწერა სოციალურ ქსელში მოგვიანებით ტელეწამყვანმა.
აცხონოს უფალმა შენი ლამაზი სული
პირველ რიგში მინდა სამძიმარი უთხარა გარდაცვლილის ოჯახს..იმისთვის რომ დაკარგეს გმირი დედა და ოჯახის წევრი.. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და გაანათლოს მისი სული..რაც შეეხება ბერძენ ტელე წამყვანს( კატერინა) მე მადლობას უხდი ასეთი თბილი სიტყვებისთვის!! იმედია მომავალში ჩვენი ახალი თაობა მარტო ქვეყნის სანახავად ჩამოვა საბერძნეთში და არა მოსამსახურედ...!!!!