სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა
ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­დრეი ერ­მა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლა მოხ­ვდა, რის შე­დე­გა­დაც 100 უკ­რა­ი­ნე­ლი დაბ­რუნ­და სახ­ლში. 80 მათ­გა­ნი კა­ცია, ხოლო 20 ქალი.

ერ­მა­კის თქმით, მათ შო­რის იყ­ვნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი, მე­ზღვა­უ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის არი­ან "მა­რი­უ­პო­ლის, აზოვსტა­ლი­სა და ჰოს­ტო­მე­ლის დამ­ცვე­ლე­ბი".

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ცნო­ბით­ვე, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან წა­მე­ბის კვა­ლი აქვთ. ამას­თან, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დამ­ცვე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 19 წლი­საა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით კი, დღეს კი­ე­ვის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან 106 რუსი სამ­ხედ­როს ტყვე და­აბ­რუ­ნეს.

შო­ი­გუს უწყე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი მოს­კოვ­ში გა­დაფ­რინ­დე­ბი­ან და სა­მე­დი­ცი­ნო და ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

madona
0

არა მგონია წამება...ვიღაცას ასე რომ იყოს აწყობს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა მოხვდა, რის შედეგადაც 100 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი.

ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის არიან "მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის დამცველები".

უკრაინული მხარის ცნობითვე, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, დღეს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 106 რუსი სამხედროს ტყვე დააბრუნეს.

შოიგუს უწყების ცნობით, ისინი მოსკოვში გადაფრინდებიან და სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.