კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე
"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე

აშშ-ის სა­ელ­ჩომ გან­მარ­ტა, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს აქვს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და აზი­ა­ნებ­დნენ სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დოდ არი­ან და­ნიშ­ნუ­ლი და მათ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნა 65 წლის ასა­კამ­დე შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს შე­უძ­ლია ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი­დევ 17 წელი იყოს. ის 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან გამ­წე­სე­ბუ­ლია უვა­დოდ... და­სან­ქცი­რე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამე­რი­კის მთავ­რო­ბის­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­თხო­ვეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, ისიც თქვა, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს "ნული მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს". ლე­ვან მუ­რუ­სიძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­ტა­ცე­ბა ხდე­ბა და რომ სა­სა­მარ­თლო არ უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს სხვის გავ­ლე­ნას. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ წლე­ბია ზე­წო­ლაა სა­სა­მარ­თლო­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გაქვთ?

- იყო სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­შიც ერე­ო­და ქალ­ბა­ტო­ნი ელჩი, თუ სა­ელ­ჩოს არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მათ ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო, რო­გო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ღე­ბუ­ლი­ყო... იმას ხომ არ იტყოდ­ნენ, სან­ქცი­ას ვუ­წე­სებთ ადა­მი­ა­ნებს იმის გამო, რომ არ ას­რუ­ლებ­დნენ ჩვენს მი­თი­თე­ბებ­სო და ამი­ტომ მო­ი­ფიქ­რეს თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი კო­რუფ­ცი­ის თემა. მათ უნ­დათ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის კონ­ტრო­ლი, უნ­დათ, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მი­ი­ღონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ეს არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა და მო­სა­მარ­თლემ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მას მი­აჩ­ნია სწო­რად და არა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს...

- კონ­კრე­ტუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რა სა­კი­თხში ჩა­ე­რივ­ნენ?

- მათ სურთ სის­ტე­მის მარ­თვა და ეს არის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის, მი­ტა­ცე­ბის პრო­ცე­სი. ბრძო­ლა და­ი­წყეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ჩარ­თეს. იწე­რე­ბო­და ან­გა­რი­შე­ბი, ხდე­ბო­და ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნანსდე­ბო­და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ. ფე­იკ­ნი­უ­სე­ბი­თა და სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ით ვერ მო­ხერ­ხდა სის­ტე­მის შერ­ყე­ვა, ჩვენ არ და­ვე­მორ­ჩი­ლეთ და ახლა უსა­ფუძ­ვლოდ დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლეს კო­რუფ­ცი­ა­ში. ეს ბრალ­დე­ბა მძი­მეა ჩემ­თვის და მძი­მეა ქვეყ­ნის­თვი­საც, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ორ­მა მოქ­მედ მო­სა­მარ­თლე­ებს და­უ­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი, თან თქვას, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდეს. სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­დან სხვა რამე ით­ქვა, დღეს გა­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე მხო­ლოდ ვი­ზე­ბის გა­ცე­მის შე­ზღუდ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი... არ მო­ე­ცათ ამე­რი­კა­ში წა­სას­ვლე­ლი ვიზა, რა პრობ­ლე­მა იყო?!

...

- წლე­ბია ის­მის, მუ­რუ­სი­ძე ჯერ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ას­რუ­ლებ­და დაკ­ვე­თებს, ახლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­ჯვე­ნა ხე­ლი­აო. არ გი­ფიქ­რი­ათ გა­დად­გო­მა­ზე?

- ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია. ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს, ყვე­ლა­ფერს მე მაბ­რა­ლე­ბენ. თურ­მე ინ­ვეს­ტი­ცია ვერ შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ესეც ჩემი ბრა­ლია. ეს ხომ აბ­სურ­დია! რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, ერთი-ორი კვი­რა გაგ­რძელ­დე­ბო­და ჩემი ლან­ძღვა და და­მი­ვი­წყებ­დნენ.

- მა­შინ რა­ტომ არ მი­დი­ხართ?

- ახლა ყვე­ლა გზა მო­მიჭ­რეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხარ და წა­დიო. რომ ეთ­ქვათ, ვა­ფა­სებთ იმ ღვაწლს, რაც გას­წი­ეთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­თვი­სო, სხვა სა­კი­თხია. მე მო­სა­მარ­თლე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვუ­ტა­ნე და უნდა და­ე­ფა­სე­ბი­ნათ ჩემი ღვაწ­ლი. ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მა რომ ყო­ფი­ლი­ყო, მეც მა­წყობ­და გავ­რი­დე­ბო­დი ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. ამის ნაც­ვლად იყო მუდ­მი­ვი ლან­ძღვა, და­შან­ტა­ჟე­ბა, ტე­რო­რი, ახლა სან­ქცი­რე­ბა და და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ა­ში. ფიქ­რო­ბენ, ახლა ხომ მა­ინც გა­ნად­გურ­დე­ბაო, მაგ­რამ ასე თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ვერ წა­ვალ, ხომ მაქვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ამ ქა­ლაქ­ში დავ­დი­ვარ, უამ­რა­ვი ხალ­ხი მიც­ნობს და თავ­ჩა­ღუ­ნულ­მა ვი­ა­რო? ეს სა­ხე­ლი რო­გორ უნდა ვა­ტა­რო, როცა მი­მაჩ­ნია, რომ ბევ­რი სა­ა­მა­ყო რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცხინვალელი
0

ერთი წელია რაც დევნილთა სააგენტომ , 1991წ. ცხინვალიდან დევნილს " უცნობი ანონიმის" ინტერესების გამო მხოლიდ მე - ოჯახის ერთ წევრს (!!!!!)დევნილობის სტატუსი შემიჩერა )))))) მეუღლე და შვილები დევნილები არიან,))))) მივმართავ მურუსიძეს დახმარებისთვის....

იორამი
0

გენპროკურატურაში არის საჩივარი მურუსიძისა და სხვათა მიმართ, შპს "მეტალინვესტი"-ს და სს "საქართველოს ბანკს"-ს წინააღმდეგ სასარჩელო საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეში იკვეთება ზემდგომი ინსტანციის (მათ შორის მურუსიძის) მოსამართლეთა მიკერძოება ბანკის სასარგებლოდ. უნდა ითქვას, რომ შპს "მეტალინვესტი"-ს საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტუტიცო სასამართლომ დააკმაყოფილა. შემდეგ, ამის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკამყოფილდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელები. ამ გადაწყვეტილებათა გაუქმებას წერტილი დაუსვა უზენაესის მოსამართლეებმა მურუსიძემ და ქათამაძემ. საქმეებიდან ნათლად იკვეთება მათი მიკერძოებულობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე

"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე

აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში და აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ყველამ ვიცით, რომ სანქცირებული მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნული და მათ თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. მაგალითად, ლევან მურუსიძეს შეუძლია ამ თანამდებობაზე კიდევ 17 წელი იყოს. ის 2018 წლის დეკემბრიდან გამწესებულია უვადოდ... დასანქცირებულმა მოსამართლეებმა და ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ისიც თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს "ნული მტკიცებულება აქვს". ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიტაცება ხდება და რომ სასამართლო არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან:

- განაცხადეთ, რომ წლებია ზეწოლაა სასამართლოზე, მტკიცებულებები გაქვთ?

- იყო საკითხები, რომელშიც ერეოდა ქალბატონი ელჩი, თუ საელჩოს არაერთი წარმომადგენელი. მათ ჰქონდათ გარკვეული შეხედულებები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო სასამართლო, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო... იმას ხომ არ იტყოდნენ, სანქციას ვუწესებთ ადამიანებს იმის გამო, რომ არ ასრულებდნენ ჩვენს მითითებებსო და ამიტომ მოიფიქრეს თითიდან გამოწოვილი კორუფციის თემა. მათ უნდათ სასამართლო სისტემის კონტროლი, უნდათ, რომ მოსამართლეებმა მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია სწორად და არა ამერიკის საელჩოს, არასამთავრობოებს...

- კონკრეტულად შეგიძლიათ თქვათ, რა საკითხში ჩაერივნენ?

- მათ სურთ სისტემის მართვა და ეს არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, მიტაცების პროცესი. ბრძოლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, შემდეგ პოლიტიკური პარტიები ჩართეს. იწერებოდა ანგარიშები, ხდებოდა ფარული გადაღებები და ეს ყველაფერი ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოს მიერ. ფეიკნიუსებითა და სასამართლოს დისკრედიტაციით ვერ მოხერხდა სისტემის შერყევა, ჩვენ არ დავემორჩილეთ და ახლა უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულეს კორუფციაში. ეს ბრალდება მძიმეა ჩემთვის და მძიმეა ქვეყნისთვისაც, რადგან არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა მოქმედ მოსამართლეებს დაუწესოს სანქციები, თან თქვას, კორუმპირებულები არიანო და მტკიცებულება არ გააჩნდეს. სანქციებთან დაკავშირებით, თავიდან სხვა რამე ითქვა, დღეს გამოჩნდა, რომ თურმე მხოლოდ ვიზების გაცემის შეზღუდვაზეა საუბარი... არ მოეცათ ამერიკაში წასასვლელი ვიზა, რა პრობლემა იყო?!

...

- წლებია ისმის, მურუსიძე ჯერ წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა დაკვეთებს, ახლა ამ ხელისუფლების მარჯვენა ხელიაო. არ გიფიქრიათ გადადგომაზე?

- ბევრჯერ მიფიქრია. ამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს, ყველაფერს მე მაბრალებენ. თურმე ინვესტიცია ვერ შემოდის საქართველოში და ესეც ჩემი ბრალია. ეს ხომ აბსურდია! რომ წავსულიყავი, ალბათ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა ჩემი ლანძღვა და დამივიწყებდნენ.

- მაშინ რატომ არ მიდიხართ?

- ახლა ყველა გზა მომიჭრეს. მეუბნებიან, კორუმპირებული ხარ და წადიო. რომ ეთქვათ, ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც გასწიეთ სასამართლო სისტემისთვისო, სხვა საკითხია. მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი. ადამიანური მიდგომა რომ ყოფილიყო, მეც მაწყობდა გავრიდებოდი ამ სიტუაციას. ამის ნაცვლად იყო მუდმივი ლანძღვა, დაშანტაჟება, ტერორი, ახლა სანქცირება და დადანაშაულება კორუფციაში. ფიქრობენ, ახლა ხომ მაინც განადგურდებაო, მაგრამ ასე თავჩაღუნული ვერ წავალ, ხომ მაქვს თავმოყვარეობა, ამ ქალაქში დავდივარ, უამრავი ხალხი მიცნობს და თავჩაღუნულმა ვიარო? ეს სახელი როგორ უნდა ვატარო, როცა მიმაჩნია, რომ ბევრი საამაყო რამ მაქვს გაკეთებული. წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: