მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?
რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ  - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?
  • და­ნილ და ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ ფო­ტოგ­რა­ფი­ით, ფოტო აღე­ბუ­ლია მათი სოცქსე­ლი­დან

ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში, "ურალ­ვა­გონ­ზა­ვო­დის" (ქარ­ხა­ნა რუ­სეთ­ში) ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ცოლ-ქმა­რი - და­ნილ და ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი და­ა­კა­ვეს. FSB-მ 4 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ისი­ნი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში. მა­ნამ­დე ურალ­ში ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლისტი ევან გერშკო­ვი­ჩი კი­დევ ერთ "ჯა­შუ­შურ საქ­მე­ზე“ და­ა­კა­ვეს. რო­გორც BBC-მ გა­არ­კვია, მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი იმ დრო­ის­თვის უკვე გი­სო­სებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

  • რა­ტომ და­ა­კა­ვეს მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი?

22 მარტს, FSB-მ ნი­ჟ­ნი ტა­გი­ლის მკვიდ­რი ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვა და მისი მე­უღ­ლე და­ნილ მუ­ხა­მე­ტო­ვი პირ­და­პირ სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს. კაც­მა ტე­ლე­ფო­ნით დე­დას და­უ­რე­კა, უთხრა, რომ "ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი იყო" და სთხო­ვა, მი­ე­ტა­ნა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და სი­გა­რე­ტი - ოღონდ არა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, არა­მედ და­კა­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში.

BBC-მ და­ად­გი­ნა, რომ მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არა ჯა­შუ­შო­ბის, არა­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მუხ­ლით და­ა­კა­ვეს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, 22 მარ­ტის სა­ღა­მოს, თით­ქოს ახალ­გაზ­რდებ­მა ეკა­ტე­რინ­ბურ­გის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე (რე­გი­ო­ნუ­ლი FSB-ის შე­ნო­ბი­დან ორი წუ­თის სა­ვალ­ზე) უხამ­სი სი­ტყვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს, მათ გარ­და იქ კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი - FSB-ს დე­ტექ­ტი­ვი იდგა. სწო­რედ მან და­წე­რა მოხ­სე­ნე­ბა ცოლ-ქმრის "ხუ­ლიგ­ნუ­რი ქმე­დე­ბის“ შე­სა­ხებ. მე­ო­რე დღეს ეკა­ტე­რინ­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მათ "წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის“, 12-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

29 მარტს, FSB-მ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი Wall Street Journal-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც იქ მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და. გერშკო­ვი­ჩი მოს­კოვ­ში, ლე­ფორ­ტო­ვოს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში წყვი­ლის და­კა­ვე­ბის ვი­დეო FSB-მ მხო­ლოდ 4 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა. იმ დრო­ის­თვის მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის ვადა უკვე გა­სუ­ლი იყო. მაგ­რამ ისი­ნი კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბოდ­ნენ. ვიქ­ტო­რი­ას დედა ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და სიძე მას შემ­დეგ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მარ­ტში WSJ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი ფო­ტოგ­რაფ პატ­რიკ უეკ­თან ერ­თად ნი­ჟ­ნი ტა­გილს ეწ­ვია. მათ ურა­ლი 19 მარტს და­ტო­ვეს - ორი დღის შემ­დეგ კი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბი და­ა­კა­ვეს. ახლა მათ ისე­ვე, რო­გორც გერშკო­ვიჩს, ბრა­ლი ედე­ბათ ჯა­შუ­შო­ბა­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თავ­დაც­ვის სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

წყვი­ლი ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს ნი­ჟ­ნი ტა­გილ­ში "ურალ­ვა­გონ­ზა­ვოდ­ში" - ქარ­ხა­ნა ტან­კებს აწარ­მო­ებს. კონ­კრე­ტუ­ლად რას ედა­ვე­ბი­ან ცოლ-ქმარ­სა და ჟურ­ნა­ლისტს, დე­ტა­ლე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. გერშკო­ვი­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი უარ­ყო­ფენ ყვე­ლა ბრალ­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ WSJ-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ურალ­ში ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. პატ­რიკ უეკ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ არ სმე­ნია და არც მათი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ იცის.

ურა­ლის "ჯა­შუ­შო­ბის საქ­მე­ებ­ში“ სამ ბრალ­დე­ბულს 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ

FSB-ის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 22 მარტს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი მუ­ხა­მე­ტოვს სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან ხელ­ბორ­კი­ლებს ადე­ბენ და შემ­დეგ ბი­ნა­ში და­კა­ვე­ბულ­თან ერ­თად შე­დი­ან. FSB-ს მტკი­ცე­ბით, წყვილ­მა აღი­ა­რა, რომ ფო­ტო­ე­ბი უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­დას­ცეს და ამის­თვის 100 000 რუბ­ლი (2700 ლარი) აი­ღეს.

31 წლის და­ნილ მუ­ხა­მე­ტო­ვი 2014 წლი­დან მუ­შა­ობს "ურალ­ვა­გონ­ზა­ვოდ­ში" ინ­ჟინ­რად, ამის შე­სა­ხებ ის თა­ვად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, აქ­ვეყ­ნებს სა­მუ­შაო აპ­ლი­კა­ცი­ის, მისი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და სა­წარ­მოს შე­ნო­ბის ფო­ტო­ებს. 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს, VKontakte-ს სა­კუ­თარ გვერ­დზე, მუ­ხა­მე­ტოვ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ურალ­ვა­გონ­ზა­ვო­დის" პერ­სო­ნა­ლის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის ფოტო, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია მისი პო­ზი­ცია.

მუ­ხა­მე­ტო­ვი სწავ­ლობ­და ურა­ლის ფე­დე­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბი­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით და, ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, და­მა­ტე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ურა­ლის ეკო­ნო­მი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მუ­ხა­მე­ტო­ვი და მისი მე­უღ­ლე ფო­ტოგ­რა­ფობ­დნენ, BBC-მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მათი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა "ჯა­შუ­შურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბად“ მი­იჩ­ნი­ონ.

23 წლის ვიქ­ტო­რია მუ­ხა­მე­ტო­ვა ასე­ვე მუ­შა­ობ­და UVZ-ში - "ოპე­რა­ტო­რად". მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ქმა­რი­ვით, UVZ-ში მუ­შა­ო­ბის გარ­და, მა­საც უყ­ვარ­და ფო­ტოგ­რა­ფია. ვიქ­ტო­რი­ას დე­დის თქმით, და­კა­ვე­ბულ ქა­ლიშ­ვილ­თან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტი მუ­შა­ობს. ”მე არ შე­მიძ­ლია მის­თვის ად­ვო­კა­ტის მო­ძებ­ნა”, - გან­მარ­ტა ქალ­მა. დე­დამ მე­დი­ი­დან შე­ი­ტყო, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და სიძე ჯა­შუ­შო­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Tagilcity.ru ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­დას­ცეს "ურალ­ვა­გონ­ზა­ვო­დის" დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ას­ლე­ბი.

ბი-ბი-სიმ გა­არ­კვია, რომ 23 მარ­ტამ­დე, სვერდლოვ­სკის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ვებ­სა­ი­ტებ­ზე არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა რა­ი­მე საქ­მე მუ­ხა­მე­ტო­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ან სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?

რუსეთში ფოტოგრაფიით გატაცებულ ცოლ-ქმარს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ  - ვინ არიან დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები და როგორ მოხვდნენ ეფ-ეს-ბეს ყურადღების ცენტრში?
  • დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები გატაცებული იყვნენ ფოტოგრაფიით, ფოტო აღებულია მათი სოცქსელიდან

ნიჟნი ტაგილში, "ურალვაგონზავოდის" (ქარხანა რუსეთში) ახალგაზრდა თანამშრომლები - ცოლ-ქმარი - დანილ და ვიქტორია მუხამეტოვები დააკავეს. FSB-მ 4 აპრილს გამოაცხადა, რომ ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მანამდე ურალში ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი კიდევ ერთ "ჯაშუშურ საქმეზე“ დააკავეს. როგორც BBC-მ გაარკვია, მუხამეტოვები იმ დროისთვის უკვე გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ.

  • რატომ დააკავეს მუხამეტოვები?

22 მარტს, FSB-მ ნიჟნი ტაგილის მკვიდრი ვიქტორია მუხამეტოვა და მისი მეუღლე დანილ მუხამეტოვი პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს. კაცმა ტელეფონით დედას დაურეკა, უთხრა, რომ "ცოცხალი და ჯანმრთელი იყო" და სთხოვა, მიეტანა საჭირო ნივთები და სიგარეტი - ოღონდ არა წინასწარი დაკავების იზოლატორში, არამედ დაკავების სპეციალურ ცენტრში.

BBC-მ დაადგინა, რომ მუხამეტოვები სასამართლოს გადაწყვეტილებით არა ჯაშუშობის, არამედ ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს.

დოკუმენტების თანახმად, 22 მარტის საღამოს, თითქოს ახალგაზრდებმა ეკატერინბურგის ცენტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე (რეგიონული FSB-ის შენობიდან ორი წუთის სავალზე) უხამსი სიტყვები გამოიყენეს, მათ გარდა იქ კიდევ ერთი ადამიანი - FSB-ს დეტექტივი იდგა. სწორედ მან დაწერა მოხსენება ცოლ-ქმრის "ხულიგნური ქმედების“ შესახებ. მეორე დღეს ეკატერინბურგის სასამართლომ მათ "წვრილმანი ხულიგნობისთვის“, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

29 მარტს, FSB-მ ეკატერინბურგში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავა, რომელიც იქ მივლინებით იმყოფებოდა. გერშკოვიჩი მოსკოვში, ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ნიჟნი ტაგილში წყვილის დაკავების ვიდეო FSB-მ მხოლოდ 4 აპრილს გაავრცელა. იმ დროისთვის მუხამეტოვების ადმინისტრაციული დაკავების ვადა უკვე გასული იყო. მაგრამ ისინი კვლავ საპატიმროში რჩებოდნენ. ვიქტორიას დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი და სიძე მას შემდეგ ეკატერინბურგში იმყოფებიან.

მარტში WSJ-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ფოტოგრაფ პატრიკ უეკთან ერთად ნიჟნი ტაგილს ეწვია. მათ ურალი 19 მარტს დატოვეს - ორი დღის შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებმა მუხამეტოვები დააკავეს. ახლა მათ ისევე, როგორც გერშკოვიჩს, ბრალი ედებათ ჯაშუშობაში, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საწარმოს საქმიანობასთან.

წყვილი ნამდვილად მუშაობს ნიჟნი ტაგილში "ურალვაგონზავოდში" - ქარხანა ტანკებს აწარმოებს. კონკრეტულად რას ედავებიან ცოლ-ქმარსა და ჟურნალისტს, დეტალები არ ვრცელდება. გერშკოვიჩი და მისი კოლეგები უარყოფენ ყველა ბრალდებას და აღნიშნავენ, რომ WSJ-ის კორესპონდენტი ურალში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. პატრიკ უეკმა BBC-ს განუცხადა, რომ მუხამეტოვების შესახებ არ სმენია და არც მათი დაკავების შესახებ იცის.

ურალის "ჯაშუშობის საქმეებში“ სამ ბრალდებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • რა არის ცნობილი მუხამეტოვების შესახებ

FSB-ის ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, 22 მარტს არის გადაღებული, უსაფრთხოების ძალები მუხამეტოვს სახლის შესასვლელთან ხელბორკილებს ადებენ და შემდეგ ბინაში დაკავებულთან ერთად შედიან. FSB-ს მტკიცებით, წყვილმა აღიარა, რომ ფოტოები უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცეს და ამისთვის 100 000 რუბლი (2700 ლარი) აიღეს.

31 წლის დანილ მუხამეტოვი 2014 წლიდან მუშაობს "ურალვაგონზავოდში" ინჟინრად, ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სამუშაო აპლიკაციის, მისი მოვალეობებისა და საწარმოს შენობის ფოტოებს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, VKontakte-ს საკუთარ გვერდზე, მუხამეტოვმა გამოაქვეყნა "ურალვაგონზავოდის" პერსონალის სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის ფოტო, რომელშიც მითითებულია მისი პოზიცია.

მუხამეტოვი სწავლობდა ურალის ფედერალურ უნივერსიტეტში სპეციალური მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით და, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დამატებითი განათლება მიიღო ურალის ეკონომიკურ უნივერსიტეტში.

მუხამეტოვი და მისი მეუღლე ფოტოგრაფობდნენ, BBC-მაც აღმოაჩინა რამდენიმე რეკლამა, რომლებიც საზოგადოებას მათ მომსახურებას სთავაზობდნენ. არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების ძალებმა მათი ფოტოგრაფიული აღჭურვილობა "ჯაშუშურ აღჭურვილობად“ მიიჩნიონ.

23 წლის ვიქტორია მუხამეტოვა ასევე მუშაობდა UVZ-ში - "ოპერატორად". მისი სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ ქმარივით, UVZ-ში მუშაობის გარდა, მასაც უყვარდა ფოტოგრაფია. ვიქტორიას დედის თქმით, დაკავებულ ქალიშვილთან სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი მუშაობს. ”მე არ შემიძლია მისთვის ადვოკატის მოძებნა”, - განმარტა ქალმა. დედამ მედიიდან შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი და სიძე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

ადგილობრივი გამოცემა Tagilcity.ru ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცეს "ურალვაგონზავოდის" დოკუმენტაციის ასლები.

ბი-ბი-სიმ გაარკვია, რომ 23 მარტამდე, სვერდლოვსკის ოლქის სასამართლოების ვებსაიტებზე არ გამოქვეყნებულა რაიმე საქმე მუხამეტოვების ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

წყარო