მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ "კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას" - მოსამართლე ირაკლი შენგელია გეგმავს გაასაჩივროს აშშ-ის გადაწყვეტილება მისი დასანქცირების თაობაზე
"არ ვაპირებ "კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას" - მოსამართლე ირაკლი შენგელია გეგმავს გაასაჩივროს აშშ-ის გადაწყვეტილება მისი დასანქცირების თაობაზე

მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შენ­გე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას გეგ­მავს, რათა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­სა­ჩივ­როს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მინ­და ვაც­ნო­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ვი­წყებ აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბებს, რათა მივ­მარ­თო აშშ-ის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს და სა­და­ვო გავ­ხა­დო ჩემი სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ უპ­რე­ცე­დენ­ტო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაბ­მის შე­სა­ხებ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით, რო­მე­ლიც ჩემი ღირ­სე­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

არ ვა­პი­რებ "კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლის“ იარ­ლიყ­თან შე­გუ­ე­ბას. ჩემ­თვის აშშ-ის ვიზა არ არის მთა­ვა­რი, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თო­დაც აღა­რას­დროს გა­ვემ­გზავ­რო იქ, არა­მედ მთა­ვა­რია ღირ­სე­ბი­სა და იმ საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვა, რაც გა­მაჩ­ნია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გად.

ვი­ნა­ი­დან ჩემი სარ­ჩე­ლის ად­რე­სა­ტი არის აშშ-ის სა­სა­მარ­თლო, სარ­ჩე­ლი მას წა­რედ­გი­ნე­ბა გარ­კვე­ულ დრო­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­დავ­წყვეტ მისი წარ­დგე­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თლე არ და­ი­კარ­გე­ბა და სრუ­ლად აღ­ვიდ­გენ ჩემს დარ­ღვე­ულ უფ­ლე­ბებს”, - წერს შენ­გე­ლია.

ცნო­ბის­თვის, აშშ ოთხ ქარ­თველ მო­სა­მარ­თლეს - მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ებს უწე­სებს.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

კაცო ამერიკა ქიხიანიაო იძახით, არ მოგწონთ. ნუღა ჩამოხვალო გეუბნებიან და არ უნდა გიხაროდეს? 

ოროსანი მოსწავლე
1

შიმშილობა რომ დაიწყო??? რა ვიცი გეცადა,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"არ ვაპირებ "კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას" - მოსამართლე ირაკლი შენგელია გეგმავს გაასაჩივროს აშშ-ის გადაწყვეტილება მისი დასანქცირების თაობაზე

"არ ვაპირებ "კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას" - მოსამართლე ირაკლი შენგელია გეგმავს გაასაჩივროს აშშ-ის გადაწყვეტილება მისი დასანქცირების თაობაზე

მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, - წერს შენგელია.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.