"ერთად ევროპაში“ - ამ სლოგანით პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის განვითარების გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის, შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც სწორედ საქართველოს ევროპისკენ სვლას ეხება.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსები მიმართავენ.
აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შემოუერთდებიან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
აქციის მიმდინარეობის გამო პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.
ეს ჩაამატეთ ხალხი თუ როგორ ახერხებთ 10კაციანი აქციების 100000 კაციან აქციას გადაქცევას
მრცხვენია შეკრებილების გამო, რა უვიცობაა, რატომ ხუჭავთ თვალებს ვერ ხედავთ ევროპა ამერიკას ჯოჯოხეთისაკენ, რომ მივყავართ.