საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს" - პატრიარქი განცხადებას ავრცელებს
"სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს" - პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვა­ვედ­რებ იესო ტკბილს", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია 9 აპ­რი­ლის თა­რიღ­ზე და ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე.

"9 აპ­რი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ერ­თის მხრივ, იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ დიდ ტკი­ვილ­თან, რო­მე­ლიც 34 წლის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მოჰ­ყვა და 21 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა (ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მათი უკ­ვდა­ვი სულ­ნი); მე­ო­რეს მხრივ კი, - სი­ხა­რულ­თან, რად­გან 1991 წლის 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტი და 9 აპ­რი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მსწრა­ფი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ათ­ვლის წერ­ტი­ლად იქცა.

წელს ამ თა­რიღს ემ­თხვე­ვა უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ზე­ი­მიც, - იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლა მა­ცხოვ­რი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი.

უფ­ლის ამ­ქვეყ­ნად მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი დღე, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა აღი­ა­რა იგი ვი­თარ­ცა მე­უ­ფე და მხსნე­ლი და დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ეგე­ბე­ბოდ­ნენ, პალ­მი­სა და ზე­თის­ხი­ლის ტო­ტებს უფენ­დნენ და ოსა­ნას უგა­ლობ­დნენ...

ეს დღე ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის დღეა, უფ­ლის დი­დე­ბის, ლოც­ვი­სა და და­ლოც­ვის დღე.

ჩე­მის მხრივ, მეც ყვე­ლას გლო­ცავთ და თქვენს თავ­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვა­ვედ­რებ იესო ტკბილს”, - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორწმუნე
31

ბიბლიიდან სიტყვა ტკბილს ვერ ვიხსენებ,ვერც უწმინდესს და უნეტარესს.

-
7

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ტკბილი პატრიარქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს" - პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

"სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს" - პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

"სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

პატრიარქის განცხადებაში საუბარია 9 აპრილის თარიღზე და ბზობის დღესასწაულზე.

"9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა.

წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ...

ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე.

ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.