პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება" - კახა კალაძე
"თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება" - კახა კალაძე

თუ ვინ­მეს ჰქო­ნია, რომ რა­ღაც სან­ქცი­ე­ბით შე­მა­ში­ნებს, ძა­ლი­ან ცდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას არ ნა­ნობს.

“თუ ვინ­მეს ჰქო­ნია, რომ რა­ღაც სან­ქცი­ე­ბით შე­მა­ში­ნებს, ძა­ლი­ან ცდე­ბა. 2011 წელს, რო­დე­საც მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­კარ­ნა­ხე­ვი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, რა ვი­თა­რე­ბაც იყო, თო­რემ მე რა მინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ნა­ი­რად შეძ­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­დი, ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე ჩემი ქვეყ­ნის და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო, იმ ვი­თა­რე­ბის გამო, თუ რაც ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში. ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი და არ ვნა­ნობ. მგო­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დღე­საც მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სამ­შობ­ლოს და ჩემს ხალ­ხს”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ხომ არ გეგ­მავს თან­ხე­ბის გა­მო­ტა­ნას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბან­კე­ბი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბის გამო, კა­ლა­ძე ჟურ­ნა­ლისტს მო­უ­წო­დებს, რომ მის თან­ხებ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოს.

“თქვენ ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ ჩემს თან­ხებ­ზე და ბან­კებ­ზე, სა­ნერ­ვი­უ­ლო ისე­დაც ბევ­რი გაქვთ და ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც იმ­ყო­ფე­ბით, ჩემ­ზე ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ. ჩემს თავს, რო­გორ­მე მივ­ხე­დავ და მა­გა­ზე თქვენ არ ინერ­ვი­უ­ლოთ”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

გაგიმაჯოს კახი. მუსრი გაავლე საქართველოს მტრებს უფრო მკაცრად

ზურა
2

სამწუხაროდ, ესეც ,, იმნაირი" აღმოჩნდა. ეგ რომ ქვეყნის პატრიოტი იყოს, თავის რაიონს და იქაურ მოსახლეობას მიხედავდა.ისე, ვინმეს თუ მოსწონს ეს სამტრედიაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება" - კახა კალაძე

"თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება" - კახა კალაძე

თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს.

“თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან მოსალოდნელი სანქციების გამო, კალაძე ჟურნალისტს მოუწოდებს, რომ მის თანხებზე არ ინერვიულოს.

“თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე და ბანკებზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს, როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ”, - აღნიშნა კალაძემ.