პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?
"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

გო­გო­ნა ბა­თუ­მი­დან, ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო­თი, 3.5 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით "ინ­სტაგ­რამ­ზე", ახალ­გაზ­რდა მე­ზღვა­უ­რი მე­უღ­ლი­თა და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით - ეს მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეა. მას წლე­ბია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით იც­ნო­ბენ, მაგ­რამ ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც თა­ვის პო­პუ­ლა­რო­ბას ნაკ­ლე­ბად იყე­ნებს. მის ინ­ტერ­ვი­უ­ებს თით­ქმის ვერ ნა­ხავთ, არ სტუმ­რობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს და იშ­ვი­ა­თად წერს ვრცელ სტა­ტუ­სებს.

ულა­მა­ზე­სი და მდიდ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბის უკან მა­რი­ა­მი­სა და და­ვი­თის ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო იმა­ლე­ბა. ქმა­რი საყ­ვა­რელ ცოლს ყო­ველ­თვის სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ და­ვი­თი სწო­რედ ის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­და.

Ambebi.ge-სთან ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­სა და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობს.

- მა­რი­ამ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დევ­ნებთ თვალს, ზღა­პარს ჰგავს, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით იმას, რომ სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, როცა უამ­რავ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ, გა­მო­ხა­ტა­ვენ სით­ბოს, პა­ტი­ვის­ცე­მას და ინ­ტე­რესს შენს მი­მართ. სი­მარ­თლე, რომ გი­თხრათ, არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. ყო­ველ­თვის ხალ­ხის­გან მო­დი­ო­და ინ­ტე­რე­სი, ვუ­ზი­ა­რებ რჩე­ვებს, სი­ახ­ლე­ებს, ლა­მაზ ფო­ტო­ებს. ძა­ლი­ან მცი­რე­დით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. სულ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ზო­მი­ე­რად ვაქ­ტი­უ­რობ ინ­სტაგ­რამ­ზე.

- მშობ­ლებ­ზე მინ­და გკი­თხოთ, ვინ არი­ან ისი­ნი, რო­გორ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დეთ, ბა­თუ­მი­დან ხართ...

- ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო მშობ­ლე­ბის შვი­ლი ვარ, დედა პრო­ფე­სი­ით ექი­მია. მამა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, შემ­დეგ მწვრთნე­ლი, დღე­საც სპორ­ტის სფე­რო­შია. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, რა­საც ვი­სურ­ვებ­დი, ლაღი ბავ­შვო­ბა. სავ­სეა ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით, წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი.

- ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა ბა­თუ­მი­დან, რო­მე­ლიც ლა­მაზ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს... ბევ­რი გო­გო­ნა გა­უც­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა წლე­ბია, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გრძელ­დე­ბა. მე­უღ­ლე ამ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თგვარ ზღაპ­რულ პრინ­ცად ჩანს, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ძა­ლი­ან ბევ­რს უთ­ქვამს, რომ ისურ­ვებ­და ისე­თი­ვე ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მე მაქვს. სა­ო­ცა­რი ქმა­რი მყავს, რო­გორ­ზეც ალ­ბათ ყვე­ლა გოგო იოც­ნე­ბებ­და, რაღა და­გი­მა­ლოთ და ზუს­ტად ისე­თია, მე რომ წარ­მო­მედ­გი­ნა ოც­ნე­ბებ­ში. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი. იშ­ვი­ა­თია ასე­თი წრფე­ლი პი­როვ­ნე­ბა. ერ­თმა­ნე­თი 2017 წელს მის­მა ნა­თე­სავ­მა გაგ­ვაც­ნო. ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა, ორი­ვე მხრი­დან. ინ­ტე­რესს ალ­ბათ იმი­ტომ არ ვკარ­გავთ, რომ ყო­ველ­თვის რა­ღაც კარ­გი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვაქვს. ვთვლი, რომ ამას ვიმ­სა­ხუ­რებთ. რად­გან მე და ჩემს მე­უღ­ლეს უამ­რა­ვი კარ­გი რამ გაგ­ვი­კე­თე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რაც შემ­დეგ და­დე­ბი­თად გვიბ­რუნ­დე­ბა.

- ერთხელ მი­თხა­რით, რომ ინფლუ­ენ­სე­რი არ ხართ, არა­ფერს არეკ­ლა­მებთ და რე­ა­ლუ­რად თან­ხას არა­სო­დეს იღებთ იმ ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვად გაც­ვი­ათ ან თქვენს ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, მა­შინ რა არის თქვე­ნი მი­ზა­ნი, 3.5 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი, არ­ცერთ ქარ­თველს არ ჰყავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

- არ მინ­და ყო­ველ­დღი­უ­რად რეკ­ლა­მე­ბით მო­ვა­ბეზ­რო ხალ­ხს თავი, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად მეც ვუ­წევ რე­კო­მენ­და­ცი­ას იმ კომ­პა­ნი­ებს/პრო­დუქ­ტებს, რომ­ლი­თაც თა­ვად კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ჩემი მი­ზა­ნი უფრო სხვა რა­მეა, ვიდ­რე ინფლუ­ენ­სე­რო­ბა. მინ­და, რომ მე თვი­თონ შე­მო­ვი­ტა­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი. ჩემი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და სა­კუ­თა­რი ბრენ­დი, რაც უკვე მაქვს. ნელ-ნელა ვი­წყებ გან­ვი­თა­რე­ბას და მი­ხა­რია, რომ ამის შე­სა­ხებ ბევ­რი გა­ი­გებს.

- გყავთ სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, თქვე­ნი ყვე­ლა მშო­ბი­ა­რო­ბაც ერ­თგვა­რი ახა­ლი სე­რია იყო იმ სე­რი­ალ­ში, რო­მელ­შიც თქვე­ნი გა­მომ­წე­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ და წლე­ბია გრძელ­დე­ბა. რო­გორ ახერ­ხებ­დით მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ერთ სა­ათ­ში მა­კი­ა­ჟით ყო­ფი­ლი­ყა­ვით გა­მომ­წე­რე­ბის წი­ნა­შე?

- სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია თავი, აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მა­ში უნდა ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად ლა­მა­ზი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. რად­გან ჩემი გა­მომ­წე­რე­ბი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულს ელო­დე­ბი­ან ჩემ­გან. აი ზუს­ტად ის ხალ­ხი მაძ­ლევს ძა­ლას, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ თბილ სი­ტყვას მწე­რენ ხოლ­მე.

- უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გარ­და, ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ, გაბ­რა­ლე­ბენ, რომ გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვთ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ასე­ვე წე­რენ, რომ თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბის­თვის იყე­ნებთ ფო­ტო­შოპს, სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებს, რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ ბევ­რი მაკ­რი­ტი­კებს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გა­მო­ე­რე­ვა რამ­დე­ნი­მე ისე­თი ვინც, უბ­რა­ლოდ, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა. პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია მხო­ლოდ ერთხელ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ცხვი­რის გამ­რუ­დე­ბის გამო სუნ­თქვა მი­ჭირ­და და ამი­ტომ გა­ვი­კე­თე, ასე­ვე ფორ­მაც შე­ვიც­ვა­ლე, რად­გან ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, რაც სა­კუ­თარ თავ­ში არ მოს­წონს, შეც­ვა­ლოს და იდე­ა­ლუ­რი გახ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი უბ­რა­ლოდ თა­ვის მოვ­ლის შე­დე­გია, კოს­მე­ტო­ლო­გი/ და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლე­ბი და ასე შემ­დეგ. ტანს რაც შე­ე­ხე­ბა, წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია, ამი­ტომ ძა­ლი­ან მალე ვდგე­ბი ფორ­მა­ში, არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია. ფო­ტო­შოპს დღეს ყვე­ლა იყე­ნებს, ასე­ვე მეც რად­გან ძა­ლი­ან დიდი აუ­დი­ტო­რია მყავს და უბ­რა­ლოდ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ვერ „და­ვაგ­დებ“, მაგ­რამ ამას ისე არ ვა­კე­თებ, რომ სა­კუ­თა­რი თავს არ ვგავ­დე ფო­ტო­ებ­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს ისეც და ასეც ჩემი თავი, მაგ­რამ ვთვლი, რომ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ვა­კე­თოთ ის, რაც გვსურს.

- მა­რი­ამ თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი ძი­რი­თა­დად ბა­თუმ­შია ხოლ­მე გა­და­ღე­ბუ­ლი, მოგ­ზა­უ­რო­ბა თუ გიყ­ვართ, რამ­დე­ნად ახერ­ხებთ. ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას აპი­რებთ.

- იშ­ვი­ა­თად ვმოგ­ზა­უ­რობთ. მირ­ჩევ­ნია ჯერ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი და­ვა­ყე­ნო წინ. მოგ­ზა­უ­რო­ბას ყო­ველ­თვის მო­ვას­წრებთ. დიახ, მალე ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებთ წას­ვლას ოჯა­ხით, მაგ­რამ ეს ჩემი სურ­ვი­ლი არ არის, არ მინ­და წას­ვლა. მე­უღ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვი­წევს წას­ვლა და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან.

- სამი შვი­ლის დე­დის­თვის მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნა ად­ვი­ლი არ უნდა იყოს, დამ­ხმა­რე­ე­ბი თუ გყავთ, რომ­ლე­ბიც გო­გო­ნე­ბის გაზ­რდა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან?

- კი მყავს დამ­ხმა­რე, ასე­ვე მეხ­მა­რე­ბა დედა. ასე რომ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მრჩე­ბა დრო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რას საქ­მი­ა­ნობთ, რა­ი­მე ტი­პის ბიზ­ნე­სით თუ ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რა პრინ­ცი­პით გეგ­მავთ ხოლ­მე ფო­ტო­გა­და­ღე­ბებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის?

- ბოლო 2 თვეა, მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თე ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, გავ­ხდი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, ძა­ლი­ან მალე ბა­თუმს შე­ე­მა­ტე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი სა­ლო­ნი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა, რაც ყვე­ლა ქალს სჭირ­დე­ბა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­მონ­ტი. მინ­და რომ სა­უ­კე­თე­სო იყოს ყვე­ლა­ფე­რი და ასეც იქ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­ო­ცე­ბას. ამას­თან ერ­თად, ალ­ბათ იცით, რომ 2020 წლი­დან ვკე­რავ სა­მოსს, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ ონ­ლა­ინ იყი­დე­ბა. ვფიქ­რობ მა­ღა­ზი­ის გახ­სნას. ასე­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო, ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ ვი­ღებ ფო­ტო­ებს, რად­გან დრო არ მრჩე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მენ­ტებს ავღ­ბეჭ­დავ ხოლ­მე.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევრ ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ინ­ტერ­ვიუ, თუმ­ცა ასე­თი არ მახ­სენ­დე­ბა, რა­ტომ ამ­ბობთ უარს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნა­ზე?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლის აზრს ვერ ვხე­დავ. ხალ­ხი ისე­დაც მიც­ნობს. დღეს ნაკ­ლე­ბად უყუ­რე­ბენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რია, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზია. შე­მომ­თა­ვა­ზეს ერთ-ერთ არხზე გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მუ­შა­ო­ბა, რა­საც დღემ­დე გან­ვი­ხი­ლავ, მაგ­რამ წი­ნას­წარ ვერ დაგ­პირ­დე­ბით ვე­რა­ფერს.

- მა­რი­ამ, და­სას­რულს შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ცეპ­ტი გაგ­ვიმ­ხი­ლოთ?

- ბედ­ნი­ე­რე­ბა ში­ნა­გან უბ­რა­ლო­ე­ბა­შია, სი­კე­თე­შია, რა­საც სხვე­ბის მი­მართ ვა­კე­თებთ და და­დე­ბით ენერ­გი­ებს ვი­ღებთ. მაგ­რამ იცით ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა რა არის? - სამი ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გი­ყუ­რებს და გრძნობ რო­გორ უყ­ვარ­ხარ შენს პა­ტა­რა შვი­ლებს. ბედ­ნი­ე­რე­ბაა გვერ­დით ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ოჯა­ხის­თვის ზრუ­ნავს, შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იმ ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ­დე მივ­დი­ვარ, რო­მელ­საც ოჯა­ხი ჰქვია. და­ნარ­ჩე­ნი, არა­ნარ მა­ტე­რი­ა­ლურ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივთს არ შე­უძ­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ნი­ჭე­ბა, რო­გორ­საც შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღებ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

"ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ხალხი ისედაც მიცნობს" - ბათუმელი ინფლუენსერის ზღაპრული ცხოვრება: რა არის მარიამ შუკაკიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

გოგონა ბათუმიდან, ზღაპრული სამყაროთი, 3.5 მილიონი გამომწერით "ინსტაგრამზე", ახალგაზრდა მეზღვაური მეუღლითა და სამი მცირეწლოვანი შვილით - ეს მარიამ შუკაკიძეა. მას წლებია, რაც სოციალური ქსელის საშუალებით იცნობენ, მაგრამ ალბათ ერთადერთია, რომელიც თავის პოპულარობას ნაკლებად იყენებს. მის ინტერვიუებს თითქმის ვერ ნახავთ, არ სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს და იშვიათად წერს ვრცელ სტატუსებს.

ულამაზესი და მდიდრული ფოტოების უკან მარიამისა და დავითის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო იმალება. ქმარი საყვარელ ცოლს ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებს. მარიამი ამბობს, რომ დავითი სწორედ ის მამაკაცია, რომელზეც ოცნებობდა.

Ambebi.ge-სთან ოჯახური ცხოვრების, ბედნიერების საიდუმლოსა და მომავლის გეგმებზე საუბრობს.

- მარიამ, თქვენი ცხოვრება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით გადევნებთ თვალს, ზღაპარს ჰგავს, როგორია რეალობა?

- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საოცარი გრძნობაა, როცა უამრავ ადამიანს უყვარხარ, ყურადღების ცენტრში ხარ, გამოხატავენ სითბოს, პატივისცემას და ინტერესს შენს მიმართ. სიმართლე, რომ გითხრათ, არაფერი გამიკეთებია პოპულარობისთვის. ყოველთვის ხალხისგან მოდიოდა ინტერესი, ვუზიარებ რჩევებს, სიახლეებს, ლამაზ ფოტოებს. ძალიან მცირედით შემოვიფარგლები. სულ ვფიქრობ იმაზე, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს ეს ყველაფერი. ამიტომ ზომიერად ვაქტიურობ ინსტაგრამზე.

- მშობლებზე მინდა გკითხოთ, ვინ არიან ისინი, როგორ გარემოში გაიზარდეთ, ბათუმიდან ხართ...

- ნამდვილად საამაყო მშობლების შვილი ვარ, დედა პროფესიით ექიმია. მამა ვეტერანი ფეხბურთელი, შემდეგ მწვრთნელი, დღესაც სპორტის სფეროშია. განებივრებული ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ყველაფერი მქონდა, რასაც ვისურვებდი, ლაღი ბავშვობა. სავსეა ბედნიერი მომენტებით, წარსულის მოგონებები.

- ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა ბათუმიდან, რომელიც ლამაზ სამყაროში ცხოვრობს... ბევრი გოგონა გაუცნია საზოგადოებას, მაგრამ თქვენი ცხოვრება წლებია, რაც ძალიან საინტერესოდ გრძელდება. მეუღლე ამ ცხოვრებაში ერთგვარ ზღაპრულ პრინცად ჩანს, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ისურვებდა ისეთივე ცხოვრებას, როგორც მე მაქვს. საოცარი ქმარი მყავს, როგორზეც ალბათ ყველა გოგო იოცნებებდა, რაღა დაგიმალოთ და ზუსტად ისეთია, მე რომ წარმომედგინა ოცნებებში. ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე, კეთილი. იშვიათია ასეთი წრფელი პიროვნება. ერთმანეთი 2017 წელს მისმა ნათესავმა გაგვაცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ორივე მხრიდან. ინტერესს ალბათ იმიტომ არ ვკარგავთ, რომ ყოველთვის რაღაც კარგი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის განვითარება და წინსვლა გვაქვს. ვთვლი, რომ ამას ვიმსახურებთ. რადგან მე და ჩემს მეუღლეს უამრავი კარგი რამ გაგვიკეთებია ადამიანებისთვის. მატერიალურ დახმარებას ვგულისხმობ, რაც შემდეგ დადებითად გვიბრუნდება.

- ერთხელ მითხარით, რომ ინფლუენსერი არ ხართ, არაფერს არეკლამებთ და რეალურად თანხას არასოდეს იღებთ იმ ბრენდების რეკლამირებაში, რომელიც თავად გაცვიათ ან თქვენს ფოტოებზე ჩანს, მაშინ რა არის თქვენი მიზანი, 3.5 მილიონი გამომწერი, არცერთ ქართველს არ ჰყავს სოციალურ ქსელში?

- არ მინდა ყოველდღიურად რეკლამებით მოვაბეზრო ხალხს თავი, მაგრამ იშვიათად მეც ვუწევ რეკომენდაციას იმ კომპანიებს/პროდუქტებს, რომლითაც თავად კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანი უფრო სხვა რამეა, ვიდრე ინფლუენსერობა. მინდა, რომ მე თვითონ შემოვიტანო სიახლეები. ჩემი საკუთარი ბიზნესი და საკუთარი ბრენდი, რაც უკვე მაქვს. ნელ-ნელა ვიწყებ განვითარებას და მიხარია, რომ ამის შესახებ ბევრი გაიგებს.

- გყავთ სამი ულამაზესი გოგონა, თქვენი ყველა მშობიარობაც ერთგვარი ახალი სერია იყო იმ სერიალში, რომელშიც თქვენი გამომწერები ცხოვრობენ და წლებია გრძელდება. როგორ ახერხებდით მშობიარობის შემდეგ ერთ საათში მაკიაჟით ყოფილიყავით გამომწერების წინაშე?

- სხვანაირად ვერც წარმომიდგენია თავი, აუცილებლად ფორმაში უნდა ვიყო, აუცილებლად ლამაზი და მოწესრიგებული. რადგან ჩემი გამომწერები ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდებიან ჩემგან. აი ზუსტად ის ხალხი მაძლევს ძალას, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ თბილ სიტყვას მწერენ ხოლმე.

- უამრავი თაყვანისმცემლების გარდა, ბევრი გაკრიტიკებთ, გაბრალებენ, რომ გაკეთებული გაქვთ პლასტიკური ოპერაციები, ასევე წერენ, რომ თქვენი ფოტოებისთვის იყენებთ ფოტოშოპს, სხვადასხვა პროგრამებს, რას უპასუხებდით მათ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ ყოველთვის გამოერევა რამდენიმე ისეთი ვინც, უბრალოდ, ცუდ ხასიათზეა. პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ერთხელ მაქვს გაკეთებული, ცხვირის გამრუდების გამო სუნთქვა მიჭირდა და ამიტომ გავიკეთე, ასევე ფორმაც შევიცვალე, რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რაც საკუთარ თავში არ მოსწონს, შეცვალოს და იდეალური გახდეს. დანარჩენი უბრალოდ თავის მოვლის შედეგია, კოსმეტოლოგი/ დამატენიანებლები და ასე შემდეგ. ტანს რაც შეეხება, წონის პრობლემა არასოდეს მქონია, ამიტომ ძალიან მალე ვდგები ფორმაში, არანაირი ოპერაცია. ფოტოშოპს დღეს ყველა იყენებს, ასევე მეც რადგან ძალიან დიდი აუდიტორია მყავს და უბრალოდ გადაღებულ ფოტოს ვერ „დავაგდებ“, მაგრამ ამას ისე არ ვაკეთებ, რომ საკუთარი თავს არ ვგავდე ფოტოებში. ძალიან მომწონს ისეც და ასეც ჩემი თავი, მაგრამ ვთვლი, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვაკეთოთ ის, რაც გვსურს.

- მარიამ თქვენი ფოტოები ძირითადად ბათუმშია ხოლმე გადაღებული, მოგზაურობა თუ გიყვართ, რამდენად ახერხებთ. ბოლოს გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციით, თითქოს საქართველოდან წასვლას აპირებთ.

- იშვიათად ვმოგზაურობთ. მირჩევნია ჯერ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები დავაყენო წინ. მოგზაურობას ყოველთვის მოვასწრებთ. დიახ, მალე ამერიკაში ვაპირებთ წასვლას ოჯახით, მაგრამ ეს ჩემი სურვილი არ არის, არ მინდა წასვლა. მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე გვიწევს წასვლა და რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები ჩვენთან ერთად იქნებიან.

- სამი შვილის დედისთვის მუდმივად ფორმაში ყოფნა ადვილი არ უნდა იყოს, დამხმარეები თუ გყავთ, რომლებიც გოგონების გაზრდაში გეხმარებიან?

- კი მყავს დამხმარე, ასევე მეხმარება დედა. ასე რომ, ჩვეულებრივად მრჩება დრო საკუთარი თავისთვის.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რას საქმიანობთ, რაიმე ტიპის ბიზნესით თუ ხართ დაკავებული, რა პრინციპით გეგმავთ ხოლმე ფოტოგადაღებებს სოციალური ქსელებისთვის?

- ბოლო 2 თვეა, მთლიანად გადავერთე ბიზნეს საქმიანობაში, გავხდი კომპანიის მფლობელი, ძალიან მალე ბათუმს შეემატება ესთეტიკური სალონი, სადაც ყველაფერი იქნება, რაც ყველა ქალს სჭირდება. ახლა მიმდინარეობს რემონტი. მინდა რომ საუკეთესო იყოს ყველაფერი და ასეც იქნება, რადგან ყველანაირად ვეცდები, ჩვენი მომხმარებლების გაოცებას. ამასთან ერთად, ალბათ იცით, რომ 2020 წლიდან ვკერავ სამოსს, რომელიც ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება. ვფიქრობ მაღაზიის გახსნას. ასეთი გადატვირთული გრაფიკის გამო, ყოველდღიურად ვერ ვიღებ ფოტოებს, რადგან დრო არ მრჩება. განსაკუთრებულ მომენტებს ავღბეჭდავ ხოლმე.

- დარწმუნებული ვარ ბევრ ტელევიზიას შემოუთავაზებია ინტერვიუ, თუმცა ასეთი არ მახსენდება, რატომ ამბობთ უარს ტელევიზიით გამოჩენაზე?

- ტელევიზიაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ. ხალხი ისედაც მიცნობს. დღეს ნაკლებად უყურებენ სატელევიზიო გადაცემებს. სოციალური ქსელები უფრო აქტიურია, ვიდრე ტელევიზია. შემომთავაზეს ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანად მუშაობა, რასაც დღემდე განვიხილავ, მაგრამ წინასწარ ვერ დაგპირდებით ვერაფერს.

- მარიამ, დასასრულს შეგიძლიათ თქვენეული ბედნიერების რეცეპტი გაგვიმხილოთ?

- ბედნიერება შინაგან უბრალოებაშია, სიკეთეშია, რასაც სხვების მიმართ ვაკეთებთ და დადებით ენერგიებს ვიღებთ. მაგრამ იცით ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის? - სამი ანგელოზი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით გიყურებს და გრძნობ როგორ უყვარხარ შენს პატარა შვილებს. ბედნიერებაა გვერდით ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ოჯახისთვის ზრუნავს, შვილების მომავლისთვის. საბოლოოდ მაინც იმ ჭეშმარიტებამდე მივდივარ, რომელსაც ოჯახი ჰქვია. დანარჩენი, არანარ მატერიალურ და ძვირადღირებულ ნივთს არ შეუძლია ბედნიერების მონიჭება, როგორსაც შენი საყვარელი ადამიანებისგან მიიღებ.

წაიკითხეთ ასევე: