საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვება და ოთხი მოსამართლის დასანქცირება ერთმანეთთან კავშირში არ არის.
დეგნანის განცხადებით, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც აბნევს საზოგადოებას.
"არანაირი კავშირი არ არის. ეს არის რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს. ეს აბნევს საზოგადოებას.
ამერიკას საქართველოს დახმარების ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს დასახმარებლად, ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად, ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები. ხანდახან მცდარი ინფორმაციები, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ვართ. ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, საქართველოს. ჩვენ ვართ ერთგული ამ ურთიერთობის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასევე საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში.
"ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ვერ იტყვის სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.
"შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".
დეგნანის ინფორმაციებზეა აგებული ეს სანქცია, დარწმუნებული ვარ დეგნანი დაისჯება მის ქვეყანაში მალე , ის ამეტებს მანდატს, სალდაფონია და არა დიპლომატი, ასეთებს მიუჩინეს ადგილი ერდოღანმა, ენვერ ხოჯას მემკვიდრემ და ორბანმა! მიშა დადასტურებულად საქართველოს მტერია, ნამოქმედარით და გეგმებითაც, მისი მხარდამჭერი საქართველოს მტერია, ეს აქსიომაა, მიშა რამკიანი კგბშნიკის შნირია, თავადაც კგბ-ა ოჯახიანად, იცის თუ არა ეს ამერიკამ, ცხადია იცის , სწორედ ამით აშანტაჟებს მას და მის ოჯახს , მხარს უჭერს, რადგან ის მოჩვენებითად პუწინს პწკენს, კბენს, აგინებს, მერე ქვეყანას რეალურად ეკონომიკიანად უთმობს, მაგრამ დეგნანის მსგავსი სალდაფონი ღებულობს აი იმ გინებისათვის დაწინაურებას და მაღალ ანაზღაურებას, ესეც აქსიომაა! თეორემა კი ის არის, რომ ჯერერთი კგბშნიკი თვალწინ ყავს და არა კონსპირაციასა და იატაქქვეშეთში , მისი ხელით "ებრძვის" მთავარ კგბშნიკს მოსკოვში და ის რომ იმას ბევრი არაფერი აკლდება ად საქართველო განახევრდა, ეს არ აღელვებს, ამ ორი კგბშნიკის წყალობით რომ აქ და ახლომახლო ყველგან პოზიციები დათმო და ისევ თმობს, ეს დროებით სალდაფონებს ,დეგნანებს და სხვა საბიუჯეტო ჩინოვნიკებს ნაკლებად აღელვებთ !
დათვური სამსახური გაუწია ამ ქალბატონმა შეერთებულ შტატებს საქართველოში, ამერიკის იმიჯი ასეთი დაზიანებული არასდროს ყოფილა საშუალოსტატისტიკური ქართველის თვალში, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხადრამჭერებისგანაც კი მესმის უკვე ამერიკის კრიტიკა. იმედია შემდეგი ელჩი და საგარეო ადმინისტრაცია შეცვლის ამ დამოკიდებულებას.