სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ძალიან ცდება" - მოსამართლე ლევან თევზაძე
"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ძალიან ცდება" - მოსამართლე ლევან თევზაძე

ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, მო­ცე­მუ­ლი სან­ქცი­ე­ბი რა­ი­მე ფორ­მით შეგ­ვა­ში­ნებს, ან მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იმოქ­მე­დებს, მინ­და ვუ­თხრა, რომ ძა­ლი­ან მწა­რედ ცდე­ბა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლე­ვან თევ­ზა­ძე აშშ-ს მიერ ოთხი მო­სა­მარ­თლის­თვის სან­ქცი­ის და­წე­სე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მო­სა­მარ­თლე “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს.

"ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, მო­ცე­მუ­ლი სან­ქცი­ე­ბი რა­ი­მე ფორ­მით შეგ­ვა­ში­ნებს, ან მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იმოქ­მე­დებს, მინ­და ვუ­თხრა, რომ ძა­ლი­ან მწა­რედ ცდე­ბა. ვერც კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი ჩემი კო­ლე­გე­ბის "ლინ­ჩის’’ წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა. არც მთლად სა­მარ­თლი­ა­ნად და თუნ­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მი­მაჩ­ნია შვი­ლე­ბის დას­ჯა მა­მა­თა "ქმე­დე­ბე­ბის’’ გამო. ამა­ზე მძი­მე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე მდგა­რა სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სი, მაგ­რამ სა­დაც სი­მარ­თლე, პა­ტი­ოს­ნე­ბა, წე­სი­ე­რე­ბა და ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბაა…”, - წერს თევ­ზა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აშშ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ებს უწე­სებს.

ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩრდილი ბიძინასი
0

კოლჩაკის დროინდელი სიბრძნეა, იმიტომ, რომ თვითონ კოლჩაკმა ბრძანა: გაანებეთ თავი მსახიობებს, ციხის ზედამხედველებს, პროსტიტუტკებს და მეეტლეებს, ეგენი ყველა ხელისუფლებას გულმოდგინედ ემსახურებიან...... აქ უნდა შევუსწოროთ ალექსანდრე ვასილის-ძეს და დავუმატოთ მოსამართლეები, ვფიქრობ პროკურორებიც დაამშვენებდნენ ამ სიას..... 

irakli
2

სამწუხაროდ სასამართლო სისტემის მთავარი პრინციპი ავიწყდებათ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და გუნდურად არ უნდა იღებდეს გადაყვეტილებებს. ეხლა ამათი ძმაბიჭები დაიწყებენ ამათ დაცვას და მაგასაც ვერ ხვდებიან რომ ესეც არასწორია ესენი მართლები არიან თუ არა ერთმა მოსამართ₾ემ უნდა გადაწყვიტოს სასამართლოში :):). მოსამართლეების მიერ საჯარა მხარდაჭერა კიდევ ჩაითვლება ზეწოლად იმ მოსამართლეზე რომელიც ამათ საქმეებ განიხილავს (თუ განიხილა საერთოდ). უზენაესის მოსამართლე მაგდენს რომ ვერ ხვდება ამიტომ არის ამ სისტემის დაშლა და ხელახლა აწყობა აუცილებელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ძალიან ცდება" - მოსამართლე ლევან თევზაძე

"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ძალიან ცდება" - მოსამართლე ლევან თევზაძე

ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას.

აღნიშნულის შესახებ მოსამართლე “ფეისბუქზე” წერს.

"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…”, - წერს თევზაძე.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.