პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის
ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი და მა­ღა­ლი მო­სავ­ლის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი წი­ნა­პი­რო­ბაა. რამ­დე­ნად სწო­რად და ჯან­სა­ღად გან­ვი­თარ­დე­ბა მცე­ნა­რე, რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბა რთულ გა­რე­მო პი­რო­ბებს, და­ა­ვა­დე­ბებ­სა თუ მავ­ნებ­ლებს – ამ და სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გამ­კლა­ვე­ბა სწო­რედ სა­თეს­ლე მა­სა­ლის თვი­სე­ბებ­სა და ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, მათ შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი რე­სურ­სი იდე­ბა. შე­დე­გად, დღეს ფერ­მე­რებს ხელი მი­უწ­ვდე­ბათ ინო­ვა­ცი­ურ სა­თეს­ლე მა­სა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა ისე­თი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბით, რომ მათ გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლა? რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ის ფერ­მერს შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, უხვი მო­სავ­ლის მი­ღე­ბა­სა და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ში? – „აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად ამ­ჯე­რად ინო­ვა­ცი­ურ სა­თეს­ლე მა­სა­ლებს მი­მო­ვი­ხი­ლავთ.

რე­ზის­ტენ­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის რე­ზის­ტენ­ტო­ბა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ, სტან­დარ­ტულ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. ამ­გვა­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, აღარ არის სა­ჭი­რო მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იმ სიხ­ში­რი­თა და ოდე­ნო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც ეს ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მდგრა­დი სტრე­სუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სად­მი

ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დი და სხვა სტრე­სუ­ლი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა ფერ­მე­რე­ბის­თვის. იმას, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­სა­ვა­ლი, დიდ­წი­ლად სწო­რედ ამინ­დი გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­თა­ლია, მისი შეც­ვლა ხე­ლოვ­ნუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნი­ლი ჰიბ­რი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მდგრა­დე­ბი არი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის, გვალ­ვის, ყინ­ვის, ძლი­ე­რი თუ მშრა­ლი ქა­რი­სა და სხვა გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სად­მი. ამას­თან ერ­თად, ინო­ვა­ცი­ურ სა­თეს­ლე მა­სა­ლებს აქვთ კარ­გი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი და ად­ვი­ლად ერ­გე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ტი­პის ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს.

ჯან­სა­ღი ფესვთა სის­ტე­მა და ძლი­ე­რი სტრუქ­ტუ­რა

სტრე­სუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სად­მი მე­დე­გო­ბა­სა თუ მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბა­თა მი­მართ რე­ზის­ტენ­ტო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ისიც, რომ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი ძლი­ერ და ჯან­საღ ფესვთა სის­ტე­მას ივი­თა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყა­ლიბ­დე­ბა მცე­ნა­რის ძლი­ე­რი სტრუქ­ტუ­რაც, რაც თა­ვის მხრივ უზ­რუნ­ველ­ყოფს მის მე­დე­გო­ბას რო­გორც უარ­ყო­ფი­თი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის, ასე­ვე მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბა­თა მი­მართ. სა­ბო­ლოდ, მცე­ნა­რე უფრო მდგრა­დი და რე­ზის­ტენ­ტუ­ლია.

ჯან­სა­ღი, ხა­რის­ხი­ა­ნი და უხვი მო­სა­ვა­ლი

და­ბო­ლოს, ინო­ვა­ცი­ურ სა­თეს­ლე მა­სა­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნი­ა­დაგ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ბუ­ლი ტე­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად ათ­ვი­სე­ბა, ისე­ვე რო­გორც მაკ­რო- და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის, რაც ხელს უწყობს მცე­ნა­რის სწორ და ჯან­საღ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტიც მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნია და უფრო ჯან­სა­ღიც, რად­გან ამ­გვა­რად მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს უფრო მეტ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ებ­ლე­ბი

ყვე­ლა­ზე მსხვილ და სან­დო ინო­ვა­ცი­ურ სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა შო­რის არი­ან Saatbau, Dekalb, KWS და Nunhems, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის სა­თეს­ლე მა­სა­ლებს. ისი­ნი ფლო­ბენ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს თა­ვი­ანთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში და ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბით მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნას ამა­რა­გე­ბენ. ჩა­მოთ­ვლი­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნაა, არა­მედ უკვე არ­სე­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა.

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელს აერ­თი­ა­ნებთ ისიც, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა მდგრა­დი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ა­ზე, რა­ზეც მათი არა­ერ­თი პრო­ექ­ტი მე­ტყვე­ლებს.

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­როს“ დიდხ­ნი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს Saatbau-სთან, Dekalb-თან, KWS-სთან და Nunhems-თან. ის მათი ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბით წლე­ბია უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თველ ფერ­მე­რებს. ახ­ლა­ხან „აგ­როს­ფე­რომ“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და Teta Seeds, Cora Seeds-ისა და Genome Seeds-ის პრო­დუქ­ცი­აც, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ბოსტნე­უ­ლის სა­თეს­ლე მა­სა­ლებს აწარ­მო­ე­ბენ.

ასე რომ, ქარ­თველ ფერ­მე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე­ვე შე­ი­ძი­ნონ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რი­სათ­ვის და არა მხო­ლოდ გა­ზარ­დონ მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბა, არა­მედ შექ­მნან ჯან­სა­ღი და ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის

ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის

ინოვაციური სათესლე მასალის გამოყენება ხარისხიანი და მაღალი მოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. რამდენად სწორად და ჯანსაღად განვითარდება მცენარე, როგორ გაუმკლავდება რთულ გარემო პირობებს, დაავადებებსა თუ მავნებლებს – ამ და სხვა გამოწვევების წარმატებით გამკლავება სწორედ სათესლე მასალის თვისებებსა და ხარისხზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მათ შექმნასა და განვითარებაში უდიდესი რესურსი იდება. შედეგად, დღეს ფერმერებს ხელი მიუწვდებათ ინოვაციურ სათესლე მასალებზე, რომლებიც ხასიათდება ისეთი საუკეთესო თვისებებით, რომ მათ გარეშე თანამედროვე აგრომეურნეობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

რით გამოირჩევა ინოვაციური სათესლე მასალა? როგორ ეხმარება ის ფერმერს შედეგის გაუმჯობესებაში, უხვი მოსავლის მიღებასა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნაში? – „აგროსფეროსთან“ ერთად ამჯერად ინოვაციურ სათესლე მასალებს მიმოვიხილავთ.

რეზისტენტული დაავადებების მიმართ

ინოვაციური სათესლე მასალების რეზისტენტობა დაავადებების მიმართ, სტანდარტულთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამგვარი პროდუქციის გამოყენებისას, აღარ არის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებების იმ სიხშირითა და ოდენობით გამოყენება, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა აუცილებელი.

მდგრადი სტრესული გარემო პირობებისადმი

ექსტრემალური ამინდი და სხვა სტრესული გარემო ფაქტორები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ფერმერებისთვის. იმას, თუ როგორი იქნება მოსავალი, დიდწილად სწორედ ამინდი განაპირობებს. მართალია, მისი შეცვლა ხელოვნურად შეუძლებელია, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი ჰიბრიდები, რომლებიც გაცილებით მდგრადები არიან მაღალი ტემპერატურის, გვალვის, ყინვის, ძლიერი თუ მშრალი ქარისა და სხვა გარემო პირობებისადმი. ამასთან ერთად, ინოვაციურ სათესლე მასალებს აქვთ კარგი ადაპტაციის უნარი და ადვილად ერგებიან სხვადასხვა ტიპის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს.

ჯანსაღი ფესვთა სისტემა და ძლიერი სტრუქტურა

სტრესული პირობებისადმი მედეგობასა თუ მავნებელ-დაავადებათა მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს ისიც, რომ ინოვაციური სათესლე მასალები ძლიერ და ჯანსაღ ფესვთა სისტემას ივითარებს. შესაბამისად, ყალიბდება მცენარის ძლიერი სტრუქტურაც, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის მედეგობას როგორც უარყოფითი გარემო ფაქტორების, ასევე მავნებელ-დაავადებათა მიმართ. საბოლოდ, მცენარე უფრო მდგრადი და რეზისტენტულია.

ჯანსაღი, ხარისხიანი და უხვი მოსავალი

დაბოლოს, ინოვაციურ სათესლე მასალებს შეუძლიათ ნიადაგში მინიმალური რაოდენობით არსებული ტენის მაქსიმალურად ათვისება, ისევე როგორც მაკრო- და მიკროელემენტების, რაც ხელს უწყობს მცენარის სწორ და ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. საბოლოო პროდუქტიც მაღალხარისხიანია და უფრო ჯანსაღიც, რადგან ამგვარად მოყვანილი პროდუქტი შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას. შესაბამისად, ინოვაციური სათესლე მასალითა და თანამედროვე მიდგომებით მიღებული პროდუქტის კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები გაცილებით მაღალია.

ინოვაციური სათესლე მასალების უმსხვილესი მწარმოებლები

ყველაზე მსხვილ და სანდო ინოვაციურ სათესლე მასალების მწარმოებელთა შორის არიან Saatbau, Dekalb, KWS და Nunhems, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალებს. ისინი ფლობენ წამყვან პოზიციებს თავიანთ მიმართულებებში და ინოვაციური სათესლე მასალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამარაგებენ. ჩამოთვლილი მწარმოებლების ამოსავალი წერტილი არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა, არამედ უკვე არსებულის განვითარება.

ინოვაციური სათესლე მასალების მწარმოებელს აერთიანებთ ისიც, რომ მათი საქმიანობა ეფუძნება მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებას. ისინი ზრუნავენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე, რაზეც მათი არაერთი პროექტი მეტყველებს.

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია „აგროსფეროს“ დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს Saatbau-სთან, Dekalb-თან, KWS-სთან და Nunhems-თან. ის მათი ინოვაციური სათესლე მასალებით წლებია უზრუნველყოფს ქართველ ფერმერებს. ახლახან „აგროსფერომ“ საქართველოში ხელმისაწვდომი გახადა Teta Seeds, Cora Seeds-ისა და Genome Seeds-ის პროდუქციაც, რომლებიც ძირითადად ბოსტნეულის სათესლე მასალებს აწარმოებენ.

ასე რომ, ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ ბაზარზევე შეიძინონ ინოვაციური სათესლე მასალები ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის და არა მხოლოდ გაზარდონ მოსავლის ოდენობა, არამედ შექმნან ჯანსაღი და ხარისხიანი ქართული პროდუქცია.

NS