პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - რას წერს ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, რომლის შვილიც აშშ -ის მოქალაქეა?
"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - რას წერს  ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, რომლის შვილიც აშშ -ის მოქალაქეა?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანმა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის: მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 5 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი აღ­ნიშ­ნავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს სან­ქცი­რე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი, ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძე:

"მსურს გან­ვა­ცხა­დო, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 6 წე­ლია რაც აღარ ვარ არც სა­სა­მარ­თლო და არ­ცერთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი, რო­გორც უვა­დო მო­სა­მარ­თლედ მოხ­სე­ნი­ე­ბა აშ­კა­რად წარ­მო­ად­გენს ფაქ­ტე­ბის შეგ­ნე­ბულ და­მა­ხინ­ჯე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მცდა­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცალ­სა­ხად მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ფაქ­ტი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს. მი­მაჩ­ნია, რომ ყო­ველ­გა­ვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ატა­რებს პო­ლი­ტი­კურ ში­ნა­არსს.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას და მის სრულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას".

ოთხი­დან ერთი, ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძე მარ­თლაც ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლეა. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის მიერ 2018 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი 2013 წელს ნიუ ორკში და­ი­ბა­და და შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს მო­ქა­ლა­ქეა. ნა­ხეთ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალიმახოდ
3

ეს კაცი 2017 წლიდან მოსამართლე არაა თურმე; 6 ან მეტი წლის წინ რამე თუ დააშავა, აქამდე რატომ მალავდით; ან რა დააშავა? იქნებ დაგვდოთ პატივი და გვითხრათ!

ნუ გამაცინებთ
1

არ ვიყავი მოსამართლედ, არ ვარ სანქცირებული, მაგრამ ამერიკის ვიზას საქართველოს მოქალაქეს არავინ აძლევს ანგელოზიც რომ იყო.- ისეთ ანგელოზს არ ვგულისხმობ ეს ნამოსამართლები ნაგლი ბიძია რომ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - რას წერს ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, რომლის შვილიც აშშ -ის მოქალაქეა?

"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს" - რას წერს  ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, რომლის შვილიც აშშ -ის მოქალაქეა?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადება 5 აპრილს გაავრცელა.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს სანქცირებულთაგან ერთ-ერთი, ვალერიან ცერცვაძე:

"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას.

აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ, აბსოლუტურად, მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას".

ოთხიდან ერთი, ვალერიან ცერცვაძე მართლაც ყოფილი მოსამართლეა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი უმცროსი შვილი 2013 წელს ნიუ ორკში დაიბადა და შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეა. ნახეთ სანქცირებული მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია სრულად