განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე.
"მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება, მოგეხსენებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
იხილეთ ასევე:
ისე სასაცილო იცით რაარი? 9 წელი სისხლში აბანავეს ხალხი და დღეს ქართველი კაცი კიდე ნაცების მიტინგზე რო გადის😂 თან ტრანსგენდერებით სავსეა იქაურობა და თვითონაც დგას პიტალოსავით😂 სასაცილო კიარა სატირალია. ისე აშტერებენ ხალხს რო ლამისაა სახელი და გვარი დაავიწყონ რა. მთავარ არხს, ფორმულას და ტვ პირველს კაცი რო უყურებ და რო გჯერავს მათი, აი რა სულელი ხარ მაგაზეც მეტყველებს. მაგათ როგორ უნდა აშტერებინო ადამიანმა თავი ჩემამდე არ დადის და რავქნა რა.
სანქციები ქვეყნის დამოუკიდებლობასთან რა კავშირშია, ახლა ჩვენ რომელიმე ამერიკელს სანქცია რომ დავუწესოთ და საქართველოში არ შემოვუშვათ, ამერიკა დამოუკიდებლობას დაკარგავს?ვიღაც იდიოტი წამოისვრის პროვოკაციულ ფრაზას და ობივატელიც წამოეგება ხოლმე ანკესზე.