პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ვინაობა - "სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო"
ცნობილია, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ვინაობა - "სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო"
  • ფო­ტო­ზე: და­ვით ქუ­ჩუ­კი­ა­ნი და ვახ­ტანგ ბა­რა­ბა­ძე

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ვახ­ტანგ ბა­რა­ბა­ძე და და­ვით ქუ­ჩუ­კი­ა­ნი ბახ­მუტ­თან სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუპ­ნენ. ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორი­ვე და­ღუ­პუ­ლის ოჯახს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ქუ­ჩუ­კი­ანს საკ­მა­ოდ დიდი სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მისი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ორ­ჯერ იყო ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში.

"ესე­ნი იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" წევ­რე­ბი. სან­გარ­ში იყ­ვნენ, როცა შე­მო­ტე­ვა და­ი­წყო, ინ­ტენ­სი­უ­რი სა­არტლე­რიო ცე­ცხლი იყო და და­ი­ღუ­პა ორი ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი. ასე­ვე რამ­დე­ნი­მა ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და "მთა­ვარ არხს" უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

"ჩემი უმ­ცრო­სი ძმა, ომის და­წყე­ბი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით, ირ­პე­ნი, გოს­ტო­მე­ლი, ბუჩა, ერ­თად მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, ერ­თად მო­ვი­წამ­ლეთ ზა­რი­ნით, ერ­თად ჰოს­პი­ტალ­ში. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი და მე­დი­კი. ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია ჩემ­თვის და ჩვე­ნი მებ­რძო­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის .გას­კდა გული, ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვას ვერ გა­და­ვი­ტან. დათო ქუ­ჩუ­კი­ა­ნი. დი­დე­ბა შენ ძმაო. დი­დე­ბა გმი­რებს" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ქუ­ჩუ­კი­ა­ნის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ნა­დიმ ხმა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რას, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე, 40 ქარ­თვე­ლი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანას
8

რას ეწირებით მაგ უმადურებს? არც ერთ შემთხვევაში გმირები არ ხართ! ან ნაციონალები ხარაძე. ან უაზროდ თავის გამწირველები

კირილე
10

კაცი რო კაცს პოლიტიკის ან ფულის გულიზე კლავს სადაური გმირია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ცნობილია, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ვინაობა - "სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო"

ცნობილია, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ვინაობა - "სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო"
  • ფოტოზე: დავით ქუჩუკიანი და ვახტანგ ბარაბაძე

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ორივე დაღუპულის ოჯახს უკვე შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, დავით ქუჩუკიანს საკმაოდ დიდი სამხედრო გამოცდილება აქვს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ის ორჯერ იყო ავღანეთის მისიაში.

"ესენი იყვნენ "ქართული ლეგიონის" წევრები. სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო, ინტენსიური საარტლერიო ცეცხლი იყო და დაიღუპა ორი ჩვენი თანამებრძოლი. ასევე რამდენიმა ადამიანია დაშავებული" - განუცხადა "მთავარ არხს" უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

"ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში. პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი. ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .გასკდა გული, ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს" - წერს გარდაცვლილი ქუჩუკიანის შესახებ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.