სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია" - ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა
"დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია" - ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფი­ნე­თი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნატო-ს 31-ე წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოა. ფი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, პეკა ჰა­ვის­ტომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი ცოტა ხნის წინ და­ას­რუ­ლა, რო­დე­საც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, ენ­ტო­ნი ბლინ­კენს ბრი­უ­სელ­ში, ნატო-ს შტაბ-ბი­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­დას­ცა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სელ­ში დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა „ფი­ნეთს უფრო უსაფრ­თხოს და ნატო-ს უფრო ძლი­ერს გახ­დის“.

მისი თქმით, "რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი ჰქონ­და - მი­ე­ღო ნაკ­ლე­ბი ნატო მის სა­ზღვრებ­თან, მაგ­რამ ის ზუს­ტად სა­პი­რის­პი­როს იღებს“.

"ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი დღე ყვე­ლა­ზე ის­ტო­რი­უ­ლია - რუ­სებ­მა სცა­დეს მათ გარ­შე­მო ში­შის შექ­მნა, მაგ­რამ ჩვენ არ გვე­ში­ნია " , - ამის შე­სა­ხებ ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სა­უ­ლი ნი­ი­ნის­ტომ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ. მახ­სოვს, რომ ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ჯერ კი­დევ 2021 წელს გან­ვი­ხი­ლავ­დით, მას შემ­დეგ კი­დევ ლა­მის 10-ჯერ გვი­სა­უბ­რია.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ფი­ნე­თის­თვის. ვხე­დავ, რომ ნა­ტოს­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უსაფრ­თხო­ე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა - ამ ელე­მენ­ტებს ჩვენ ძა­ლი­ან ძლი­ე­რად ვგრძნობთ. გვსურს, რომ ხალ­ხი უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ცხოვ­რობ­დეს, რათა ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა შეძ­ლონ, ფი­ნე­ლე­ბი კი უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

მსურს ამ პრო­ცეს­ში მალე 32 ვი­ყოთ, თქვენ­თან შვე­დეთ­თან ერ­თად. მსურს, რომ ამ თავ­დაც­ვით ალი­ან­სში ჩვე­ნი წვლი­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა შე­ვი­ტა­ნოთ…

ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი დღე ყვე­ლა­ზე ის­ტო­რი­უ­ლია ჩვენ­თვის და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვი­საც…

არ გვსურს სხვე­ბი გვკარ­ნა­ხობ­დნენ რა უნდა ან არ უნდა გა­ვა­კე­თოთ. რუ­სებ­მა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სცა­დეს მათ გარ­შე­მო ში­შის შექ­მნა, მაგ­რამ ჩვენ არ გვე­ში­ნია”, - გა­ნა­ცხა­და ნი­ი­ნის­ტომ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
2

ზოგის გამკვირვებია რუსეთი რაც არ უნდა დაიშალოს საქართველოზე ძლიერი და დიდი ყოველთვის იქნება აჭარას უეჭველი თურქები წაიღებენ იმათმა ის წაიღეს იგენი იმათ წაიღებენ და იქნება მონტეკარლო უკაცრავად ტბილისკარლო და ვაიმე რუსების გამო გვჭირსო მერე დაიწყებენ ესენი ტურქებიო ისენი სპარსელებიო და მონტეკარლოში ვართ უკაცრავად ტიფლისკარლოში ვართ ნაღდი ქართველებიო მააშ მააშ ვინც დაბლოკოს მიშას საყვარელი იყოს

ალექს
3

აშშ მიღძუებულ მეორე ნომრობიდან აღზევებულ პირთა მმართველობის ქვეშაა , მაგონებს ბრეჟნევშჩინას, შედეგებიც ეგეთი ექმნებათ !

ავტორი:

"დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია" - ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

"დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია" - ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.

მისი თქმით, "რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი ჰქონდა - მიეღო ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, მაგრამ ის ზუსტად საპირისპიროს იღებს“.

"ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია " , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფრთხოება და სტაბილურობა - ამ ელემენტებს ჩვენ ძალიან ძლიერად ვგრძნობთ. გვსურს, რომ ხალხი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს, რათა ბედნიერი ცხოვრება შეძლონ, ფინელები კი უკვე ბედნიერები არიან.

მსურს ამ პროცესში მალე 32 ვიყოთ, თქვენთან შვედეთთან ერთად. მსურს, რომ ამ თავდაცვით ალიანსში ჩვენი წვლილი სტაბილურობა და უსაფრთხოება შევიტანოთ…

ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც…

არ გვსურს სხვები გვკარნახობდნენ რა უნდა ან არ უნდა გავაკეთოთ. რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია”, - განაცხადა ნიინისტომ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"