მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას 9 აპ­რილს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას უკავ­ში­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს, აქ­ცი­ას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

რი­კოთ­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, ლაშა ფა­რუ­ლა­ვა და ვასო ურუ­შა­ძე, რომ­ლებ­მაც გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და­ა­კის­რეს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

"შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი სამი ეტა­პი­დან ერთ-ერ­თზე ან ყვე­ლა ეტაპ­ზე თა­ნაბ­რად, სა­უ­ბა­რია გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის, საპ­რო­ექ­ტო ან სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, რად­გან დამ­კვე­თი თა­ვად სა­ხელ­მწი­ფოა, შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მო­ნი­ტო­რინგზე და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხა­რისხზე.

სა­ხე­ზეა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის და და­უ­დევ­რო­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვა. ამავდრო­უ­ლად, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი იმი­სა, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ფა­რულ გა­რი­გე­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან და ად­გი­ლი აქვს ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ას.

შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა სა­კი­თხი ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებს, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­დად­გეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და მისი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვასო ურუ­შა­ძემ.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რის, ლაშა ფა­რუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით კი, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­გრი­ლო­ბის და სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად თავ­ზე გვენგრე­ვა ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩა­მო­ვიდ­ნენ 9 აპ­რილს, 17:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე".

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ ამ პრო­ექტს უწო­დეს ევ­რო­პის მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო 2023 წელს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­ქა­ლა­ქეს უჯ­დე­ბა 3 მი­ლი­არ­დი ლარი. ეს არის სეს­ხი, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­გრი­ლო­ბის, და­უ­დევ­რო­ბის, სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად თავ­ზე გვენგრე­ვა ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ხოლო ძველ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გა­და­ად­გილ­დეს და ჩა­მო­ვი­დეს 9 აპ­რილს, 17:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ.

ამას­თან, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა თით­ქმის ერთი კვი­რაა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის შიდა მოხ­მა­რე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა კი ვერ პა­სუ­ხობს გა­მოწ­ვე­ვებს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში არა­ერ­თი ხარ­ვე­ზი გა­მო­იკ­ვე­თა, რა­მაც პრო­ცე­სე­ბი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, შე­დე­გად კი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც ორ კონ­ტი­ნენტს, ევ­რო­პა­სა და აზი­ას აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან და შექ­მნი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო, ასე­ვე სა­ვაჭ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა თით­ქმის ერთი კვი­რაა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვერ ასა­ხე­ლე­ბენ ზუსტ თა­რიღს, თუ რო­დის მოხ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის შიდა მოხ­მა­რე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ვერ პა­სუ­ხობს გა­მოწ­ვე­ვებს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო ის არ შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ხი­ლუ­ლი მთა­ვა­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო გზის და­კეტ­ვა უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა ჯერ კი­დევ საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის კვლე­ვის ფარ­გლებ­ში“,- აცხა­დე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუთუ
0

ორი აქცია გააკეთეთ ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ.., 

ბენდუქა
1

ხაბემ ჩა იმასქნა და ესენი ცდილობენ მოწმინდონ ))))))

9 აპრილს ესეთ დრეს რომ აქციას ნიშნავ თან ვინ, ხომ უნდა დაფიქრდე რას მიედ მოედები, მაგრამ რომ დაფიქრდე ტვინი უნდა გქონდეს და ეგ ხაბეს ნამდვილად არ აქვს მაგ გოგრაში რომელიც აბია )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.

რიკოთთან იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

"შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატასტროფული შეცდომაა დაშვებული სამი ეტაპიდან ერთ-ერთზე ან ყველა ეტაპზე თანაბრად, საუბარია გარემოზე ზემოქმედების დასკვნის მომზადების, საპროექტო ან სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე, ყველა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან დამკვეთი თავად სახელმწიფოა, შესაბამისად პასუხისმგებელი მონიტორინგზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

სახეზეა თანამდებობრივი გულგრილობის და დაუდევრობის კლასიკური მაგალითი, რასაც შედეგად მოჰყვება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებიან ფარულ გარიგებაში სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან და ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციას.

შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, როცა საკითხი ეხება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და სავარაუდო კორუფციულ ინტერესებს, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მისი საქმიანობით დაინტერესდნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით კი, "ხელისუფლების გულგრილობის და სავარაუდო კორუფციული სქემის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა და ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, ჩამოვიდნენ 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე".

"ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ამ პროექტს უწოდეს ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს უჯდება 3 მილიარდი ლარი. ეს არის სესხი, თუმცა ხელისუფლების გულგრილობის, დაუდევრობის, სავარაუდო კორუფციული ინტერესის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა, ხოლო ძველ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ გადაადგილდეს და ჩამოვიდეს 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამასთან, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა კი ვერ პასუხობს გამოწვევებს.

"მიმდინარე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა, რამაც პროცესები სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, შედეგად კი პარალიზებულია საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ორ კონტინენტს, ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ფუნქციის მატარებელია, როგორც სატრანსპორტო, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა ვერ პასუხობს გამოწვევებს და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ის არ შეიძლება იყოს განხილული მთავარი საავტომობილო მაგისტრალის ალტერნატივად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით რიკოთის საუღელტეხილო გზის დაკეტვა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მეწყერული პროცესების განვითარებას, თუმცა ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს რისკების შეფასება ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოების დროს უნდა განხორციელებულიყო, რაც განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების კვლევის ფარგლებში“,- აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში“.