გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ქართველი ხალხი ხშირად და ხმამაღლა იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
განცხადებასთან ერთად, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ევროდეპუტატი გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გაიმართა.
“ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: "უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება, რომელსაც არ იყენებენ, ქრება".
ქართველმა ხალხმა ეს ყველაზე კარგად იცის. ამიტომაც ისინი ხშირად და ხმამაღლა იყენებენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას!”, - განაცხადა კრამონმა.
დავაიდასვიდანია
ვინ მოგიწვია ჩემი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად? შენს ქვეყანას მიხედე! გამაგებინეთ, რამდენი ქართველის ხელმოწერაა საჭირო, ეს ქალი და კიდევ სხვა მისი მსგავსი ევროპარლამენტარი, რომ არ შემოვუშვათ ქვეყანაში? კორუმპირებულია აშკარად, მიშას დროს ამას და კუბილიუსს ბლომად ქრთამი აქვთ აღებული, ამიტომაც ხტუნაობს!