სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლს ეთამაშებით! თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დააპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ" - ალუდა ღუდუშაური ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
"ცეცხლს ეთამაშებით! თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დააპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ" - ალუდა ღუდუშაური ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბით, ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო. თქვენ თუ სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ხო­ბას და­უ­პი­რებთ, ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ აპო­კა­ლიფ­სის მო­წყო­ბას და­უ­პი­რებთ, სა­კად­რის პა­სუხს მი­ი­ღებთ. მინ­და, ეს მათ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ იცოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ უნდა დად­გეს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბის დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია, სამ­წუ­ხა­როდ, არ იც­ნობს მსგავს ფაქტს, რომ აქ­ცი­ებ­ზე ად­გი­ლი ჰქო­ნო­და ისეთ მძი­მე ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­ულს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლის მი­სა­მარ­თით „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის“ სრო­ლა.

"ვფიქ­რობ, რომ ეს არის სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტი და მი­თუ­მე­ტეს, იმ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან შე­ნიღბვის გა­რე­შე, ად­გი­ლი აქვს ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბას, რის­თვი­საც იყე­ნე­ბენ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ეს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ვაი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან გა­მო­ნათ­ქვა­მებს, რომ­ლე­ბიც, პირ­და­პირ ურტყა­მენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, იმ ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლე­ბის­თვი­საც ვი­თომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ი­მეს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ადა­მი­ა­ნებს ფა­რად იყე­ნე­ბენ, ასე­თი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი მათი მხრი­დან არის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არ იც­ნობს.

ამ „პო­ლი­ტი­კო­სებ­მა“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მომ­ზი­რალ­ნი, რო­გორ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, იცი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ. და­ვი­ნა­ხეთ კი­დეც, რომ მათ მიკრო­ფონ­საც კი არ აძ­ლე­ვენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ხე­დავ­დით, რომ იქ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იდგა, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, დები, ძმე­ბი და ა.შ. მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა აზ­რა­დაც კი არ მოს­ვლი­ათ. ის, ვინც ასე­თი ქმე­დე­ბის­თვის ასეთ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ი­ყე­ნებს, ამაზ­რზე­ნია. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბით, ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო. თქვენ სა­ხელ­მწი­ფოს თუ დამ­ხო­ბას და­უ­პი­რებთ, ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ აპო­კა­ლიფ­სის მო­წყო­ბას და­უ­პი­რებთ, სა­კად­რის პა­სუხს მი­ი­ღებთ. მინ­და, ეს მათ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ იცოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ უნდა დად­გეს. სხვა­თა შო­რის, ნენ­სი პე­ლო­სის გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხეთ, ტრამ­პის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თქვა, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ უნდა დად­გეს“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და ისე­თი სა­ხის მძი­მე და­ნა­შა­ულს, რო­გო­რი­ცაა: „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის“ სრო­ლა, მან­ქა­ნე­ბის დაწ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი შე­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 7 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, ორ­ჯერ ის­რო­ლა ე.წ. „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“.

ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა 9 მარტს, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ წა­უ­კი­და ცე­ცხლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ „ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას“ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­იწ­ვა. ამ ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 39 500 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

საქმე ლაპარაკის ნაცვლად , გაუთვალეთ პირველი მეორე მესამე და სამ კამერაში მოათავსეთ პირველი ათეულები სამივე "პარტიიდან" , დაეტევიან, დროა!

giorgi
7

ვნახოთ ვისი აჯობებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ცეცხლს ეთამაშებით! თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დააპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ" - ალუდა ღუდუშაური ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

"ცეცხლს ეთამაშებით! თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დააპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ" - ალუდა ღუდუშაური ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, ჩვენ საზოგადოებას თუ აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ. მინდა, ეს მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის დაკავების ფაქტთან დაკავშირების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია, სამწუხაროდ, არ იცნობს მსგავს ფაქტს, რომ აქციებზე ადგილი ჰქონოდა ისეთ მძიმე ხასიათის დანაშაულს, როგორიც არის მაგალითად, მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება, პოლიციელის მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა.

"ვფიქრობ, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და მითუმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შენიღბვის გარეშე, ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ეს პიროვნება, რომელიც დაკავებულია. რაც შეეხება ვაი პოლიტიკოსების მხრიდან გამონათქვამებს, რომლებიც, პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ ეს ადამიანები რაიმეს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებს ფარად იყენებენ, ასეთი ხასიათის ძალადობრივი ქმედებები მათი მხრიდან არის წახალისებული, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

ამ „პოლიტიკოსებმა“, სხვა შემთხვევაში საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან მომზირალნი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, იციან, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. დავინახეთ კიდეც, რომ მათ მიკროფონსაც კი არ აძლევენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები. ხედავდით, რომ იქ ათასობით ადამიანი იდგა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, დები, ძმები და ა.შ. მაგრამ იმ ადამიანებს რაიმე ძალადობრივი ქმედება აზრადაც კი არ მოსვლიათ. ის, ვინც ასეთი ქმედებისთვის ასეთ ადამიანებს გამოიყენებს, ამაზრზენია. მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ სახელმწიფოს თუ დამხობას დაუპირებთ, ჩვენ საზოგადოებას თუ აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ. მინდა, ეს მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს. სხვათა შორის, ნენსი პელოსის განცხადება ვნახეთ, ტრამპისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, აქციაზე ადგილი ჰქონდა ისეთი სახის მძიმე დანაშაულს, როგორიცაა: „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, მანქანების დაწვა, შესაბამისად, შემთხვევაში კანონი შეუვალი იქნება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.