სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევეცადე, ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის" - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ნაშრომი გამოიცა
"შევეცადე, ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის" - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ნაშრომი გამოიცა

1991 წლის 31 მარტს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას, სწო­რედ ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ის­ტო­რი­უ­ლი დღე ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ბა­დე­ბის დღეს - ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოა.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 84-ე და­ბა­დე­ბის დღეს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი შვი­ლის - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ავ­ტო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი პორ­ტრე­ტი სრულ ჭრილ­ში და­ვი­ნა­ხოთ. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნაშ­რომ­ზე - „სამ­შობ­ლო­სა და ერი-სა­ხელ­მწი­ფოს­თვის“ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მუ­შა­ობ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეა წიგ­ნი, რო­მე­ლიც ბევრ კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რას მოგ­ვი­თხრობს წიგ­ნი და რა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო მის­თვის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს და სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ველს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ას და რა დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა აქე­დან?

საქ­მე ისაა, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ 54 წე­ლიც კი ვერ იცო­ცხლა და 53 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. რა თქმა უნდა, მოვ­ლე­ნე­ბი სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლოს და მან ვერ მო­ას­წრო სრულ­ფა­სო­ვა­ნი მე­მუ­ა­რე­ბის და­წე­რა.

ის, რაც და­წე­რა, რუ­სულ ენა­ზეა გა­მო­ცე­მუ­ლი, არის ერ­თად ჩაყ­რი­ლი მა­სა­ლე­ბი, თვი­თონ მისი ტექ­სტი ალ­ბათ 100 გვერ­დი თუ იქ­ნე­ბა და არის სა­ოც­რად მშრა­ლი, მოკ­ლე, პრო­ტო­კო­ლუ­რი და და­უმ­თავ­რე­ბე­ლი. გა­სა­გე­ბია რა­ტო­მაც, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბოლო წლებ­ში, დევ­ნი­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქ, რო­გორც ჩანს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და დროც არ ჰქონ­და. მე ესეც და სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­რო გა­მო­ვი­ყე­ნე და შე­ვე­ცა­დე ამ წიგნ­ში გად­მო­მე­ცა ის, რისი თქმაც მას სურ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის მის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ­ლებ­საც ის აძ­ლევ­და ტე­ლე­ვი­ზი­ებს, სხვა­დას­ხვა მე­დი­ას, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შეკ­რე­ბუ­ლი არ­სად არ შემ­ხვედ­რია. არის კი­დევ ცალ­კე­უ­ლი წიგ­ნე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ მოვ­ლე­ნა­სა და მის როლ­ზე წე­რია, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, მე ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში მო­ვაქ­ციე და 116 თავ­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნე. ეს არის თე­მა­ტუ­რი ქვე­თა­ვე­ბი, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბია გან­ხი­ლუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა ირ­გვლი­ვაც იყო პო­ლე­მი­კა, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა და ა.შ.

რამ­დე­ნი­მე ასე­თი სა­კი­თხი რომ დაგ­ვი­სა­ხე­ლოთ, რის გარ­შე­მოც პო­ლე­მი­კა და შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და წიგნ­ში თუ გაქვთ მათ­ზე გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი...

მა­გა­ლი­თად, დი­სი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პა­ი­პე­რი­სა და უიტ­ნის შემ­თხვე­ვა, ე. წ. მო­ნა­ნი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, ე. წ. ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­მაც დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. რა­ტომ იყო ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლო, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად არის შეს­წავ­ლი­ლი.

შემ­დეგ 9 აპ­რი­ლის ღამე და 4-9 აპ­რი­ლის აქ­ცი­ე­ბი. რო­გორ წა­რი­მარ­თა ისი­ნი, რა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა არ იყო... რა თქმა უნდა, აქ გან­ხი­ლუ­ლია ასე­ვე ზო­გა­დად, ის ტრა­გი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1991 წლის 2 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი წყა­რო, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­მო­ვი­და. მა­გა­ლი­თის­თვის, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ბი­ოგ­რა­ფია, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის მე­მუ­ა­რე­ბი, სხვა გე­ნერ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მე­მუ­ა­რე­ბი და სხვა.

ბა­ტო­ნო კონ­სტან­ტი­ნე, თქვენ­თვის, რო­გორც შვი­ლის­თვის, ემო­ცი­უ­რად რო­გო­რი იყო მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის შედ­გე­ნა? რო­დე­საც წიგ­ნის და­სა­წყის­ში შე­ფა­სე­ბებს გა­ვე­ცა­ნი, მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სო­რი სოსო სი­გუა წერს, რომ თქვენ შე­ძე­ლით და­გეძ­ლი­ათ „არა­ერ­თი ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი ბა­რი­ე­რი“...

შვი­ლი მა­ინც ცუდ ად­ვო­კა­ტად ით­ვლე­ბა... ის ყვე­ლას თვალ­ში ცუდი ად­ვო­კა­ტია, რო­გორც მომ­ხრე­ე­ბის, ისე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე ჩვენს ოპო­ნენ­ტებ­საც ვთა­ვა­ზობ ამ წიგნს, რად­გან ვცდი­ლობ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნო მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც ისი­ნი თურ­მე მომ­ხდა­რა (ერთი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სის თქმი­სა არ იყოს...) და და­ნარ­ჩე­ნი მათ­თვი­საც სა­აზ­როვ­ნო მა­სა­ლად დავ­ტო­ვო. ამა­ზე მე­ტის თქმა ცოტა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ეს უკვე მკი­თხველ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს, თო­რემ ის, რომ ცუდი ად­ვო­კა­ტის იარ­ლი­ყი თა­ვი­დან­ვე აკ­რუ­ლი მაქვს, ეს ცხა­დია.

რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ მკი­თხვე­ლის­გან, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ულ პორ­ტრეტს?

მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ობი­ექ­ტუ­რო­ბის გან­ცდა ქარ­თველ მკი­თხველ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვლა­ვაც ძლი­ე­რია და ისი­ნი წიგნს მარ­თე­ბუ­ლად მი­ი­ღე­ბენ, ისე, რო­გორც უნდა მი­ი­ღონ.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახა­ლი თა­ო­ბა იც­ნობ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ას და იმ მოვ­ლე­ნებს, რაც მას სწო­რედ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გა­დახ­და თავს?

ეს გა­დამ­წყვე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნა­დაც ახა­ლი თა­ო­ბა ახლა გა­მო­დის ას­პა­რეზ­ზე, ის უნდა ჩა­ერ­თოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რი მათ­გა­ნი ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბებს და­ი­კა­ვებს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მათ ჰქონ­დეთ ობი­ექ­ტუ­რი სუ­რა­თი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის სუ­რა­თი, რაც აქამ­დე იყო, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ არის და სა­ჭი­რო­ებს და­ზუს­ტე­ბას, კო­რექ­ტი­რე­ბას...

რა თქმა უნდა, ამის­თვის ერთი წიგ­ნი საკ­მა­რი­სი არ არის, ამ პრო­ცესს უფრო მეტი კვლე­ვა დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მე შე­ვე­ცა­დე, რომ ამ საქ­მე­ში ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა.

რა დრო დაგ­ჭირ­დათ ამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის და რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დი იყო მის შე­სად­გე­ნად სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა?

და­ახ­ლო­ე­ბით, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. ვაგ­რო­ვებ­დი წიგ­ნებს, დავ­დი­ო­დი ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში, ვე­ძებ­დი გა­ზე­თებს... ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, გაბ­ნე­უ­ლი იყო.

წიგ­ნი ჰიბ­რი­დუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა. ერთი მხრივ, ეს არის მო­გო­ნე­ბა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც მე თა­ვად ვი­ყა­ვი და მე­ო­რე მხრივ, ეს არის კვლე­ვა.

სა­უ­ბა­რია თუ არა წიგნ­ში მის გა­რე­მოც­ვა­ზე და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი?

რა თქმა უნდა, მათ­ზე არის სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ცხა­დია, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რად არ არის გან­ხი­ლუ­ლი. აქ ძი­რი­თა­დად მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას და ზო­გა­დად და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის იმ­პე­რი­ის ცენ­ტრის მი­მართ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტი იყო. არა­ვინ ამას არ და­უშ­ვებ­და და მთა­ვა­რი ხაზი მთა­ვა­რი ხაზი სწო­რედ ეს არის: ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, ერი-სა­ხელ­მწი­ფო არის იგი­ვე, რაც Nation. ამ წიგ­ნის იდეა არის ის, რომ სამ­შობ­ლო ჩვენ მა­ნამ­დეც გვქონ­და, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მაც არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლი და დე­სუ­ვე­რე­ნი­ზე­ბუ­ლი იყო, ვგუ­ლის­ხმობ სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კას, მაგ­რამ აქე­დან უკვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის შექ­მნა ძა­ლი­ან დიდი საქ­მე იყო, რო­მე­ლიც მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

რო­გორც და­სა­წყის­ში ახ­სე­ნეთ, მან თა­ვად ვერ მო­ას­წრო სრულ­ყო­ფი­ლი მე­მუ­ა­რე­ბის შედ­გე­ნა და გა­მო­ვი­და, რომ თქვენ აღ­მოჩ­ნდით მისი მე­მუ­ა­რე­ბის ავ­ტო­რი... არის თუ არა თქვენ­თვის ეს ერ­თგვა­რი ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

რა თქმა უნდა, არის, მაგ­რამ მე ვთვლი, რომ ჩემს სინ­დის­თან მარ­თა­ლი და პირ­ნა­თე­ლი ვარ მისი ხსოვ­ნის წი­ნა­შე.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ წიგნ­მა გა­ა­ქარ­წყლოს სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცია და ერ­თგვა­რი მი­თე­ბი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შე­სა­ხებ და გას­ცემს თუ არა ის ბევრ შე­კი­თხვას პა­სუხს?

მე ვფიქ­რობ, რომ ასე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ახლა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბის­თვი­საც არა­ნა­ი­რი წიგ­ნი არ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი და სა­ვა­რა­უ­დოდ თა­ვი­ანთ მი­თოსს და „ფეიქ“ შე­მოქ­მე­დე­ბას არ შე­ეშ­ვე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რი არ იყ­ვნენ, თუმ­ცა ისი­ნი არი­ან და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან.

ავტორი:

"შევეცადე, ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის" - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ნაშრომი გამოიცა

"შევეცადე, ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის" - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ნაშრომი გამოიცა

1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ემთხვევა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს - ადამიანის, რომელიც სწორედ აღნიშნული რეფერენდუმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეს უკვე შესაძლებელია მისი შვილის - კონსტანტინე გამსახურდიას ავტორობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიული პორტრეტი სრულ ჭრილში დავინახოთ. კონსტანტინე გამსახურდია ბიოგრაფიულ ნაშრომზე - „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის“ წელიწადნახევარი მუშაობდა, საბოლოოდ კი საზოგადოების წინაშეა წიგნი, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

უფრო კონკრეტულად, რას მოგვითხრობს წიგნი და რა გამოცდილება იყო მისთვის პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიაზე მუშაობა, ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს და სახელმწიფო მრჩეველს კონსტანტინე გამსახურდიას ვესაუბრეთ:

რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოება დეტალურად გაეცნოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიას და რა დასკვნების გამოტანა შეიძლება აქედან?

საქმე ისაა, რომ ზვიად გამსახურდიამ 54 წელიც კი ვერ იცოცხლა და 53 წლის ასაკში დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება. რა თქმა უნდა, მოვლენები საოცარი სისწრაფით განვითარდა განსაკუთრებით ბოლოს და მან ვერ მოასწრო სრულფასოვანი მემუარების დაწერა.

ის, რაც დაწერა, რუსულ ენაზეა გამოცემული, არის ერთად ჩაყრილი მასალები, თვითონ მისი ტექსტი ალბათ 100 გვერდი თუ იქნება და არის საოცრად მშრალი, მოკლე, პროტოკოლური და დაუმთავრებელი. გასაგებია რატომაც, მძიმე მდგომარეობაში იყო ბოლო წლებში, დევნილობაში იმყოფებოდა და იქ, როგორც ჩანს, ამის საშუალება და დროც არ ჰქონდა. მე ესეც და სხვა ძალიან ბევრი წყარო გამოვიყენე და შევეცადე ამ წიგნში გადმომეცა ის, რისი თქმაც მას სურდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის მის ოფიციალურ განცხადებებში, ოფიციალურ ინტერვიუებში, რომლებსაც ის აძლევდა ტელევიზიებს, სხვადასხვა მედიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ერთად შეკრებული არსად არ შემხვედრია. არის კიდევ ცალკეული წიგნები, სადაც ამა თუ იმ მოვლენასა და მის როლზე წერია, მაგრამ, ჩემი აზრით, მე ეს ყველაფერი ერთიანობაში მოვაქციე და 116 თავში გავაერთიანე. ეს არის თემატური ქვეთავები, სადაც კონკრეტული საკითხებია განხილული. განსაკუთრებით ის საკითხები, რომელთა ირგვლივაც იყო პოლემიკა, შეუთანხმებლობა და ა.შ.

რამდენიმე ასეთი საკითხი რომ დაგვისახელოთ, რის გარშემოც პოლემიკა და შეუთანხმებლობა არსებობს და წიგნში თუ გაქვთ მათზე განმარტებები გაკეთებული...

მაგალითად, დისიდენტობის პერიოდში ამერიკელი ჟურნალისტების პაიპერისა და უიტნის შემთხვევა, ე. წ. მონანიებასთან დაკავშირებით. ასევე, ე. წ. ღირსების სასამართლო, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რატომ იყო ღირსების სასამართლო, ყველაფერი დეტალურად არის შესწავლილი.

შემდეგ 9 აპრილის ღამე და 4-9 აპრილის აქციები. როგორ წარიმართა ისინი, რა იყო შესაძლებელი, რა არ იყო... რა თქმა უნდა, აქ განხილულია ასევე ზოგადად, ის ტრაგიკული ვითარება, რომელიც შეიქმნა საქართველოში 1991 წლის 2 სექტემბრიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე. გამოყენებულია ძალიან ბევრი ისეთი წყარო, რომელიც შემდეგ გამოვიდა. მაგალითისთვის, გამოყენებულია ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფია, ჯაბა იოსელიანის მემუარები, სხვა გენერლების ჩანაწერები, მემუარები და სხვა.

ბატონო კონსტანტინე, თქვენთვის, როგორც შვილისთვის, ემოციურად როგორი იყო მისი ბიოგრაფიის შედგენა? როდესაც წიგნის დასაწყისში შეფასებებს გავეცანი, მაგალითად, პროფესორი სოსო სიგუა წერს, რომ თქვენ შეძელით დაგეძლიათ „არაერთი ობიექტური და სუბიექტური ბარიერი“...

შვილი მაინც ცუდ ადვოკატად ითვლება... ის ყველას თვალში ცუდი ადვოკატია, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების. მიუხედავად ამისა, მე ჩვენს ოპონენტებსაც ვთავაზობ ამ წიგნს, რადგან ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტურად წარმოვაჩინო მოვლენები, როგორც ისინი თურმე მომხდარა (ერთი ცნობილი გერმანელი ისტორიკოსის თქმისა არ იყოს...) და დანარჩენი მათთვისაც სააზროვნო მასალად დავტოვო. ამაზე მეტის თქმა ცოტა გამიჭირდება, ეს უკვე მკითხველმა უნდა შეაფასოს, თორემ ის, რომ ცუდი ადვოკატის იარლიყი თავიდანვე აკრული მაქვს, ეს ცხადია.

რა მოლოდინები გაქვთ მკითხველისგან, როგორ მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიულ პორტრეტს?

მაქვს მოლოდინი, რომ ობიექტურობის განცდა ქართველ მკითხველსა და საზოგადოებაში კვლავაც ძლიერია და ისინი წიგნს მართებულად მიიღებენ, ისე, როგორც უნდა მიიღონ.

რამდენად მნიშვნელოვანია, ახალი თაობა იცნობდეს თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიას და იმ მოვლენებს, რაც მას სწორედ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადახდა თავს?

ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახალი თაობა ახლა გამოდის ასპარეზზე, ის უნდა ჩაერთოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ბევრი მათგანი ალბათ მომავალში თანამდებობებს დაიკავებს და აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ობიექტური სურათი. ყოველ შემთხვევაში, ის სურათი, რაც აქამდე იყო, დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროებს დაზუსტებას, კორექტირებას...

რა თქმა უნდა, ამისთვის ერთი წიგნი საკმარისი არ არის, ამ პროცესს უფრო მეტი კვლევა დასჭირდება, მაგრამ მე შევეცადე, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა.

რა დრო დაგჭირდათ ამ წიგნზე მუშაობისთვის და რამდენად შრომატევადი იყო მის შესადგენად სხვადასხვა მასალის შეგროვება?

დაახლოებით, წელიწადნახევარი დამჭირდა. ვაგროვებდი წიგნებს, დავდიოდი ბიბლიოთეკებში, ვეძებდი გაზეთებს... ეს ყველაფერი, ცხადია, გაბნეული იყო.

წიგნი ჰიბრიდული ხასიათისაა. ერთი მხრივ, ეს არის მოგონება, რომლის მონაწილეც მე თავად ვიყავი და მეორე მხრივ, ეს არის კვლევა.

საუბარია თუ არა წიგნში მის გარემოცვაზე და მათთან დაკავშირებით რა დამატებითი დეტალები შეიძლება გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი?

რა თქმა უნდა, მათზე არის საუბარი, თუმცა ურთიერთობები, ცხადია, ჟურნალისტურად არ არის განხილული. აქ ძირითადად მთავარ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ზოგადად დაუმორჩილებლობას საბჭოთა კავშირის მიმართ, რომელსაც ახორციელებდა მაშინდელი საქართველო.

საბჭოთა კავშირის იმპერიის ცენტრის მიმართ დაუმორჩილებლობის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარიც ზედმეტი იყო. არავინ ამას არ დაუშვებდა და მთავარი ხაზი მთავარი ხაზი სწორედ ეს არის: ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისთვის, ერი-სახელმწიფო არის იგივე, რაც Nation. ამ წიგნის იდეა არის ის, რომ სამშობლო ჩვენ მანამდეც გვქონდა, ასევე, სახელმწიფოებრიობის გარკვეული ფორმაც არსებობდა, რომელიც უკიდურესად შეზღუდული და დესუვერენიზებული იყო, ვგულისხმობ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, მაგრამ აქედან უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა ძალიან დიდი საქმე იყო, რომელიც მან განახორციელა.

როგორც დასაწყისში ახსენეთ, მან თავად ვერ მოასწრო სრულყოფილი მემუარების შედგენა და გამოვიდა, რომ თქვენ აღმოჩნდით მისი მემუარების ავტორი... არის თუ არა თქვენთვის ეს ერთგვარი ტვირთი და პასუხისმგებლობა?

რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემს სინდისთან მართალი და პირნათელი ვარ მისი ხსოვნის წინაშე.

შეიძლება თუ არა ამ წიგნმა გააქარწყლოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია და ერთგვარი მითები ზვიად გამსახურდიას შესახებ და გასცემს თუ არა ის ბევრ შეკითხვას პასუხს?

მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება, თუმცა ახლა ისეთი ადამიანებიც შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებისთვისაც არანაირი წიგნი არ იქნება პასუხი და სავარაუდოდ თავიანთ მითოსს და „ფეიქ“ შემოქმედებას არ შეეშვებიან. შეიძლება, ეს ადამიანები ბევრი არ იყვნენ, თუმცა ისინი არიან და ყოველთვის იქნებიან.