სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო
გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, გვი­ნეტ პელტროუ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა 2016 წელს მომ­ხდარ სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­ცი­დენ­ტში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს. 76 წლის ტერი სან­დერ­სო­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ პელტროუ სრი­ა­ლი­სას შე­ე­ჯა­ხა და თა­ვის ტვინ­სა და ნეკ­ნებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ამის გამო ის ვარ­სკვლა­ვის­გან 300 000 დო­ლარს ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტერი სან­დერ­სო­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გას­ვლი­სას გვი­ნე­ტი სან­დერ­სონ­თან მი­ვი­და და ჩას­ჩურ­ჩუ­ლა: "კარ­გად ყოფ­ნას გი­სურ­ვებ", რა­ზეც სან­დერ­სონ­მა უპა­სუ­ხა: "გმად­ლობ, ძვირ­ფა­სო".

ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­შიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ­ბავს. მან თქვა, რომ კმა­ყო­ფი­ლია შე­დე­გით. მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მო­სა­მარ­თლეს და რვა­წევ­რი­ან ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს ამ საქ­მის "გო­ნივ­რუ­ლად გან­სჯის­თვის".

პელტრო­უს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს სამი სა­ა­თი დას­ჭირ­დათ. შე­დე­გად, ვარ­სკვლა­ვი სიმ­ბო­ლურ 1 დო­ლარს მი­ი­ღებს.

ორ­კვი­რი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ათო­ბით მოწ­მე იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ის­ტო­რი­ე­ბი ჰქონ­დათ იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ ვის და­ე­ჯა­ხა. პელტროუ ამ­ტკი­ცებ­და, რომ სან­დერ­სო­ნი იყო დამ­ნა­შა­ვე, 76 წლის მა­მა­კა­ცი კი სა­პი­რის­პი­როს ამ­ბობ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი და­ე­ჯა­ხა და ად­გილ­ზე­ვე მი­ა­ტო­ვა ის.

სან­დერ­სო­ნის მტკი­ცე­ბა, რომ შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და­ზი­ან­და, პელტრო­უს ად­ვო­კა­ტებ­მა გა­მო­რი­ცხეს და ინ­ცი­დენ­ტის შემ­დგომ მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის გრძელ სი­ა­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ. ად­ვო­კა­ტე­ბი სან­დერ­სონს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ ის პელტრო­უს ცნო­ბა­დო­ბას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­და, რად­გან მან შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს მის­წე­რა: "მე ცნო­ბი­ლი ვარ".

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო

გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო

ჰოლივუდის ვარსკვლავი, გვინეტ პელტროუ ნაფიცმა მსაჯულებმა 2016 წელს მომხდარ სათხილამურო ინციდენტში უდანაშაულოდ ცნეს. 76 წლის ტერი სანდერსონი ამტკიცებდა, რომ პელტროუ სრიალისას შეეჯახა და თავის ტვინსა და ნეკნებზე მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა. ამის გამო ის ვარსკვლავისგან 300 000 დოლარს ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერი სანდერსონი იმედგაცრუებული დარჩა. სასამართლო დარბაზიდან გასვლისას გვინეტი სანდერსონთან მივიდა და ჩასჩურჩულა: "კარგად ყოფნას გისურვებ", რაზეც სანდერსონმა უპასუხა: "გმადლობ, ძვირფასო".

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65132827/vpid/p0fd132m"></iframe>

ოსკაროსანი მსახიობი "ინსტაგრამის" სთორიშიც გამოეხმაურა ამბავს. მან თქვა, რომ კმაყოფილია შედეგით. მადლობა გადაუხადა მოსამართლეს და რვაწევრიან ნაფიც მსაჯულებს ამ საქმის "გონივრულად განსჯისთვის".

პელტროუს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის ნაფიც მსაჯულებს სამი საათი დასჭირდათ. შედეგად, ვარსკვლავი სიმბოლურ 1 დოლარს მიიღებს.

ორკვირიან სასამართლო პროცესზე ათობით მოწმე იყო გამოცხადებული, რომელთაც ურთიერთგამომრიცხავი ისტორიები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ ვის დაეჯახა. პელტროუ ამტკიცებდა, რომ სანდერსონი იყო დამნაშავე, 76 წლის მამაკაცი კი საპირისპიროს ამბობდა, რომ მსახიობი დაეჯახა და ადგილზევე მიატოვა ის.

სანდერსონის მტკიცება, რომ შეჯახების შედეგად მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, პელტროუს ადვოკატებმა გამორიცხეს და ინციდენტის შემდგომ მისი მოგზაურობის გრძელ სიაზე მიუთითებდნენ. ადვოკატები სანდერსონს ადანაშაულებდნენ, რომ ის პელტროუს ცნობადობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, რადგან მან შეჯახების შემდეგ თავის ქალიშვილებს მისწერა: "მე ცნობილი ვარ".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა