სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ფი­ნეთს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ამ­რი­გად, თურ­ქე­თი გახ­და ალი­ან­სის წევ­რი ბოლო, 30-ე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ფი­ნე­თის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მას შემ­დეგ რაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ უნ­გრეთ­მა მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ნატო-ს წევ­რო­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს ფი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას ბალ­ტი­ის ზღვის რე­გი­ონ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში“, - ნათ­ქვა­მია ფი­ნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ გავ­რცელ­და.

ფი­ნეთ­მა და შვე­დეთ­მა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი შარ­შან, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თეს. ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ალი­ან­სში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად სა­ჭი­როა, მისი გა­ნა­ცხა­დის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ნატო-ს ყვე­ლა წევ­რის პარ­ლა­მენ­ტებ­მა მო­ახ­დი­ნოს.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე უკვე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მი­ვე­სალ­მე­ბი თურ­ქე­თის დიდი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის კენ­ჭისყრას ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი “ტვი­ტერ­ზე“ წერს.

მისი თქმით, ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა "ნატო-ს მთელ ოჯახს უფრო ძლი­ერს და უსაფრ­თხოს გახ­დის“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----
2

ნატო უნდა შევზღუდო ჩემს საზღვებთანო და პირიქით გააფართოვა აი სტრადეგი აი პოლიტიკოსი აი შორსმჭრეტელი მალე შვედეთის შეუერთდება და ასეშემდეგ 

რრრ
32

როგორ ითრევენ ერთმანეთს დასავლეთის ქვეყნები, სად? ეგ მერე გამოჩნდება ალბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამრიგად, თურქეთი გახდა ალიანსის წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება განახორციელა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

"ნატო-ს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ბალტიის ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ ევროპაში“, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც თურქეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გავრცელდა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გააკეთეს. ნებისმიერი ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა, მისი განაცხადის რატიფიცირება ნატო-ს ყველა წევრის პარლამენტებმა მოახდინოს.

  • აღნიშნულ თემაზე უკვე პირველი კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მივესალმები თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კენჭისყრას ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაციის დასასრულებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ფინეთის გაწევრიანება "ნატო-ს მთელ ოჯახს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის“.