სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე
"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 17 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 20 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს.

10 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ოთხი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ინ­გრა და ახლა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. თა­კოს 4 შვი­ლის დე­დო­ბა წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში ხელს არ უშ­ლის. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს, მათ შო­რის ინ­დურ ფილმში.

მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა­სა და მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ებ­ზე მან "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ისა­უბ­რა:

"ზო­გა­დად მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. თით­ქოს ერ­თად იზ­რდე­ბით, პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი იყო დიდი ემო­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ შე­მო­დის პრობ­ლე­მე­ბი, მერე ბავ­შვე­ბი და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩნდე­ბა. მერე უკვე ხვდე­ბი, საით მი­დი­ხართ - შენ სად მი­დი­ხარ, ის საით მი­დის. ირ­ჩევ პრო­ფე­სი­ას... ამ დროს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცებ­ში ვერ შე­თან­ხმდე ადა­მი­ან­თან. სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მინ­და ვთქვა, რომ დე­დო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია. მინ­და, ჩემი გო­გო­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვიყო" - ამ­ბობს თაკო.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი იფიქ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა:

"რა­ღა­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ დღე­ში არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ზუს­ტად ვი­ცო­დი, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ძა­ლი­ან მწვა­ვედ მი­ი­ღებ­და ამას. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ერთი რა­ღაც, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და ჩემს სახ­ლთან, ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა კაც­მა. ეს ჩა­მე­ბეჭ­და თავ­ში. შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას, ჩავ­ყე­ვი კო­მენ­ტა­რებს და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე. წერ­დნენ, ეტყო­ბა გა­მო­იწ­ვია ქალ­მა, კარ­გი ქალი თავს არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­სო და ა.შ. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო. ჩემს შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას უყ­ვარ­დე", - ჰყვე­ბა თაკო.

რო­გორც ამ­ბობს, ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვაა:

"მგო­ნია, რომ ახლა სწო­რად ვცხოვ­რობ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემი თვა­ლე­ბი ბრწყი­ნავს, როცა ჩემს საქ­მე­ზე და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობ. მე და გიას გვაქვს ერთი ძა­ლი­ან დიდი მი­ზა­ნი - შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა,მათ­თვის მეც და გიაც თავს გა­დავ­დებთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. ჩემ­თან არი­ან პა­ტა­რე­ბი, ერ­თად ვცხოვ­რობთ, თუმ­ცა მა­მას­თან სულ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია.

ძა­ლი­ან ბევრ ჭორს ვის­მენ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე - წერ­დნენ, რომ მე შვი­ლე­ბი მი­ვა­ტო­ვე და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე ვი­ყა­ვი. ამ დროს ჩემს გო­გო­ნებ­თან ერ­თად შეკ­ვე­თილ­ში ვის­ვე­ნებ­დი და ჩემი შვი­ლი მი­ღებ­და ფო­ტოს. მივ­ხვდი, რომ არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯან­სა­ღი. ძი­რი­თა­დად "ფე­ი­ქე­ბი" იყო, მაგ­რამ არ­სე­ბობ­დნენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მარ­თლა ამ­ტკი­ცებ­დნენ ამას", - აღ­ნიშ­ნა თაკო ტა­ბა­ტა­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა, იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20 - წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.

10 - წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ, ოჯახი დაინგრა და ახლა ცალკ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს, მათ შორის ინდურ ფილმში.

მეუღლესთან დაშორებასა და მომხდარის შემდეგ საზოგადოების რეაქციებზე მან "ნანუკას შოუში" ისაუბრა:

"ზოგადად მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. თითქოს ერთად იზრდებით, პირველი პერიოდი იყო დიდი ემოციების პერიოდი, შემდეგ შემოდის პრობლემები, მერე ბავშვები და მეტი პასუხისმგებლობა ჩნდება. მერე უკვე ხვდები, საით მიდიხართ - შენ სად მიდიხარ, ის საით მიდის. ირჩევ პროფესიას... ამ დროს შეიძლება რაღაცებში ვერ შეთანხმდე ადამიანთან. სამწუხაროა და ძალიან მტკივნეულია. მინდა ვთქვა, რომ დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მინდა, ჩემი გოგონებისთვის მაგალითი ვიყო" - ამბობს თაკო.

მსახიობის თქმით, გადაწყვეტილებამდე ძალიან ბევრი იფიქრა იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება:

"რაღაცა გადაწყვეტილება ერთ დღეში არ ხდება. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ზუსტად ვიცოდი, იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქალების წინააღმდეგ იბრძვის, ძალიან მწვავედ მიიღებდა ამას. ყველაზე მტკივნეული იყო ერთი რაღაც, ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა ჩემს სახლთან, ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა კაცმა. ეს ჩამებეჭდა თავში. შემდეგ ვკითხულობ ამ თემაზე სტატიას, ჩავყევი კომენტარებს და საშინელებები წავიკითხე. წერდნენ, ეტყობა გამოიწვია ქალმა, კარგი ქალი თავს არავის მოაკვლევინებსო და ა.შ. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც მსხვერპლს ადანაშაულებდნენ, არ შეიძლება მისაღები იყო. ჩემს შვილებსაც ვასწავლი, არ არის აუცილებელი, ყველას უყვარდე", - ჰყვება თაკო.

როგორც ამბობს, ახლა ძალიან ბედნიერია და მთავარი მიზანი, შვილებზე ზრუნვაა:

"მგონია, რომ ახლა სწორად ვცხოვრობ. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს, როცა ჩემს საქმეზე და საყვარელ ადამიანებზე ვლაპარაკობ. მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა,მათთვის მეც და გიაც თავს გადავდებთ. ძალიან მიხარია, რომ თანაბრად ვართ ჩართული ყველაფერში. ჩემთან არიან პატარები, ერთად ვცხოვრობთ, თუმცა მამასთან სულ აქვთ კომუნიკაცია.

ძალიან ბევრ ჭორს ვისმენდი საკუთარ თავზე - წერდნენ, რომ მე შვილები მივატოვე და ოკეანის გადაღმა რომანტიკულ ვახშამზე ვიყავი. ამ დროს ჩემს გოგონებთან ერთად შეკვეთილში ვისვენებდი და ჩემი შვილი მიღებდა ფოტოს. მივხვდი, რომ არ არის ეს ყველაფერი ჯანსაღი. ძირითადად "ფეიქები" იყო, მაგრამ არსებობდნენ რეალური ადამიანები, ვინც მართლა ამტკიცებდნენ ამას", - აღნიშნა თაკო ტაბატაძემ.

ნახეთ ასევე: