პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკორას" სტიპენდიატების ტური საწარმოში - კომპანიამ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
"ნიკორას" სტიპენდიატების ტური საწარმოში - კომპანიამ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას რამ­დე­ნი­მე წე­ლია იღე­ბენ. ამ­ჯე­რად კი კომ­პა­ნი­ამ სტი­პენ­დი­ა­ტებს სა­წარ­მო­ში ტური მო­უ­წყო, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­გუს­ტა­ცი­აც გა­მარ­თა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა პრო­ფე­სი­უ­ლად შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ პრო­დუქ­ცი­ის სა­გე­მოვ­ნო პა­რა­მეტ­რე­ბი.

სა­წარ­მო­ში სტუ­დენ­ტებს „ნი­კო­რას“ ტექ­ნო­ლო­გე­ბი დახ­ვდნენ და დე­ტა­ლუ­რად აუხ­სნეს, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ხორ­ცის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ისი­ნი სა­წარ­მოს ეს­ტუმრნენ და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნას­წავ­ლი თე­ო­რია რე­ა­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხეს. სწო­რედ ამი­ტომ ვი­ზი­ტი მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ტექ­ნო­ლო­გებ­მა სტუმ­რე­ბის კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხეს და პრო­დუქ­ცი­ის კი­დევ უფრო გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და დახ­ვე­წა­ზე ისა­უბ­რეს.

მე­რი­კო ქი­რია, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი: „ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ასე­თი მსხვი­ლი სა­სურ­სა­თო მწარ­მო­ე­ბე­ლი იჩენს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. „ნი­კო­რას“ სე­მესტრუ­ლი სტი­პენ­დია ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. ახლა კი ჩვენ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტური სა­წარ­მო­ში და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ბევ­რი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, რაც პი­რა­დად ჩემი სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რის გა­და­წყვე­ტა­ში დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს. აქამ­დე არ ვი­ცო­დი, რომ ხორ­ცის წარ­მო­ე­ბა ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ცე­სი იყო და თი­თო­ე­ულ პრო­დუქტს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის გაც­ნო­ბის შემ­დეგ უკვე სხვაგ­ვა­რად და­ვაკ­ვირ­დი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­საც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო ჩემ­თვის. ტექ­ნო­ლო­გო­ბა­ზე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა ახლა ხორ­ცის წარ­მო­ე­ბამ კი­დევ უფრო და­მა­ინ­ტე­რე­სა.“

მა­რი­ამ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი: „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტური მოგ­ვი­წყვეს სტუ­დენ­ტებს სა­წარ­მო­ში. სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს გა­ვე­ცა­ნით უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე. მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ და წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი თე­ო­რი­უ­ლად შეს­წავ­ლი­ლი მაქვს. პრო­ცე­სის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბა, ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა და პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­და კი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა ჩემ­თვის. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დღეს მი­ვი­ღე, მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა, კერ­ძოდ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის რა მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიო. ზო­გა­დად, „ნი­კო­რას“ პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ და მომ­წონს მათი ნა­წარ­მი. ახლა უკვე ად­გილ­ზე მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ მზად­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. გარ­და ამი­სა, პი­რა­დად მე, მე­ო­რე წე­ლია „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი ვარ, რა­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რად­გან ეს სტი­მულს მაძ­ლევს არ მოვ­დუნ­დე და სწავ­ლის ხა­რის­ხი არ და­ვაგ­დო“.

სან­დრო ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი: „ეს ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია სა­წარ­მო­ში. თე­ო­რი­უ­ლად ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახლა უფრო დავ­რწმუნ­დი, რამ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­სია წარ­მო­ე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. პრო­ცე­სე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად არის გა­მარ­თუ­ლი და აწყო­ბი­ლი. მივ­ხვდი იმა­საც, რომ ტექ­ნო­ლო­გო­ბა მარ­ტი­ვი არ არის. სა­წარ­მო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტექ­ნო­ლო­გო­ბის­თვის. პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც მე დღეს მი­ვი­ღე, ბევრ ლექ­ცი­ა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ვი­სურ­ვებ­დი, ასე­თი ვი­ზი­ტე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ხში­რი იყოს. ეს კა­რი­ე­რის გან­სა­ზღვრა­სა და უკე­თეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ერთი მხრივ, სტი­პენ­დია და მე­ო­რე მხრივ, მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია“.

სა­ლო­მე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი: „სა­წარ­მო­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ ვი­ცო­დი, თუ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და კომ­პლექ­სუ­რი პრო­ცე­სი იყო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა. „ნი­კო­რა“ მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს და ად­გილ­ზე ვნა­ხეთ, რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლის სა­წარ­მოო პრო­ცე­სი. ჩემი თავი სა­მო­მავ­ლოდ ტექ­ნო­ლო­გად წარ­მო­მიდ­გე­ნია და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს გა­ვი­ცა­ნი ტექ­ნო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია ფაქ­ტი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ასე­თი მას­შტა­ბუ­რი სა­წარ­მო და ის ზრუ­ნავს რო­გორც ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ისე სტუ­დენ­ტე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და მო­მა­ვა­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.“

„ნი­კო­რა“ წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს სე­მესტრულ სტი­პენ­დი­ას აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნიშ­ნავს. კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის ფი­ნან­სურ მო­ტი­ვი­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

NS

ავტორი:

"ნიკორას" სტიპენდიატების ტური საწარმოში - კომპანიამ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

"ნიკორას" სტიპენდიატების ტური საწარმოში - კომპანიამ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია „ნიკორა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას რამდენიმე წელია იღებენ. ამჯერად კი კომპანიამ სტიპენდიატებს საწარმოში ტური მოუწყო, მათთვის სპეციალური დეგუსტაციაც გამართა და საშუალება მისცა პროფესიულად შეეფასებინათ პროდუქციის საგემოვნო პარამეტრები.

საწარმოში სტუდენტებს „ნიკორას“ ტექნოლოგები დახვდნენ და დეტალურად აუხსნეს, როგორ მიმდინარეობს ხორცის დამუშავების პროცესი. სტუდენტებისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი საწარმოს ესტუმრნენ და უნივერსიტეტში ნასწავლი თეორია რეალობაში საკუთარი თვალით ნახეს. სწორედ ამიტომ ვიზიტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ტექნოლოგებმა სტუმრების კითხვებსაც უპასუხეს და პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე ისაუბრეს.

მერიკო ქირია, მეოთხე კურსის სტუდენტი: „ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ასეთი მსხვილი სასურსათო მწარმოებელი იჩენს, ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიკორას“ სემესტრული სტიპენდია ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ახლა კი ჩვენთვის სპეციალური ტური საწარმოში და ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა ძალიან საინტერესოა. ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, რაც პირადად ჩემი სამომავლო კარიერის გადაწყვეტაში დიდ როლს შეასრულებს. აქამდე არ ვიცოდი, რომ ხორცის წარმოება ასეთი მრავალფეროვანი პროცესი იყო და თითოეულ პროდუქტს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. წარმოების პროცესის გაცნობის შემდეგ უკვე სხვაგვარად დავაკვირდი ხორცპროდუქტებსაც. მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის. ტექნოლოგობაზე ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა ახლა ხორცის წარმოებამ კიდევ უფრო დამაინტერესა.“

მარიამ ზეინკლიშვილი, მეოთხე კურსის სტუდენტი: „ძალიან საინტერესო ტური მოგვიწყვეს სტუდენტებს საწარმოში. სხვადასხვა პროდუქტის წარმოების პროცესს გავეცანით უშუალოდ ადგილზე. მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და წარმოების პროცესი თეორიულად შესწავლილი მაქვს. პროცესის ადგილზე გაცნობა, ყველაფრის ნახვა და პრაქტიკაში გამოცდა კი ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღე, მომავლის განსაზღვრაშიც დამეხმარება, კერძოდ კვების ტექნოლოგიის რა მიმართულება ავირჩიო. ზოგადად, „ნიკორას“ პროდუქციის მომხმარებელი ვარ და მომწონს მათი ნაწარმი. ახლა უკვე ადგილზე მაქვს ნანახი, როგორ მზადდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, პირადად მე, მეორე წელია „ნიკორას“ სტიპენდიატი ვარ, რასაც ძალიან ვაფასებ, რადგან ეს სტიმულს მაძლევს არ მოვდუნდე და სწავლის ხარისხი არ დავაგდო“.

სანდრო ამირანაშვილი, მესამე კურსის სტუდენტი: „ეს ჩემი პირველი ვიზიტია საწარმოში. თეორიულად ვიცოდი, მაგრამ ახლა უფრო დავრწმუნდი, რამდენად რთული პროცესია წარმოება. ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. პროცესები ძალიან კარგად არის გამართული და აწყობილი. მივხვდი იმასაც, რომ ტექნოლოგობა მარტივი არ არის. საწარმოში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია ტექნოლოგობისთვის. პრაქტიკა, რომელიც მე დღეს მივიღე, ბევრ ლექციაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ვისურვებდი, ასეთი ვიზიტები სტუდენტებისთვის ხშირი იყოს. ეს კარიერის განსაზღვრასა და უკეთეს სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ერთი მხრივ, სტიპენდია და მეორე მხრივ, მსგავსი აქტივობები ძალიან დასაფასებელია“.

სალომე ჩერქეზიშვილი, მესამე კურსის სტუდენტი: „საწარმოში პირველად ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცოდი, თუ ასეთი მასშტაბური და კომპლექსური პროცესი იყო ხორცპროდუქტების წარმოება. „ნიკორა“ მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს და ადგილზე ვნახეთ, როგორ განსხვავდება თითოეულის საწარმოო პროცესი. ჩემი თავი სამომავლოდ ტექნოლოგად წარმომიდგენია და მოხარული ვარ, რომ დღეს გავიცანი ტექნოლოგები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან. ზოგადად, ძალიან დასაფასებელია ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს ხორცპროდუქტების ასეთი მასშტაბური საწარმო და ის ზრუნავს როგორც ბაზრის განვითარებაზე, ისე სტუდენტების მოტივაციაზე და მომავალი ტექნოლოგების ჩამოყალიბებაზე.“

„ნიკორა“ წარმატებულ სტუდენტებს სემესტრულ სტიპენდიას აკადემიური მოსწრების შესაბამისად უნიშნავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ სტუდენტების ფინანსურ მოტივირებას მომავალშიც გააგრძელებენ.

NS