პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"
რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყალ­ბი და ნამ­დვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა ჩვენს დრო­ში ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა, ე.წ. ფეიქ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის რე­ა­ლუ­რის­გან გარ­ჩე­ვა კი­დევ უფრო რთუ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გა­მოჩ­ნდა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და რო­მის პა­პის ფრან­ცის­კეს ფოტო, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ პაპს აც­ვია თეთ­რი ქურ­თუ­კი ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის Balenciaga-ს კო­ლექ­ცი­ი­დან.

ფოტო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­რა, რომ პაპს მარ­თლაც ეს სა­მო­სი ეცვა. ზო­გი­ერ­თმა გა­აკ­რი­ტი­კა ის, ზოგ­მა კი შე­ა­ქო მო­დუ­რი არ­ჩე­ვა­ნის­თვის.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო ყალ­ბია. ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით არის შემ­ქნი­ლი და უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მისი ავ­ტო­რიც. მე­დი­ის ცნო­ბით, AI-ს სა­შუ­ა­ლე­ბით სუ­რა­თი 31 წლის ჩი­კა­გო­ელ­მა, პაბ­ლო ხა­ვი­ერ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით. მისი თქმით, უბ­რა­ლოდ, გა­უჩ­ნდა იდეა, რომ პა­პის პორ­ტრე­ტი შე­ექ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით და პროგ­რა­მას მი­უ­თი­თა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი - "რო­მის პაპი ბა­ლენ­სი­ა­გას ფუმ­ფუ­ლა ქურ­თუ­კით, პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობს." შე­დე­გი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

პაბ­ლოს თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ფოტო "ფე­ის­ბუქ­ზე" იმ ჯგუფ­ში ატ­ვირ­თა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ შექ­მნილ სუ­რა­თებს, შემ­დეგ reddit-ზე, თუმ­ცა ვირუ­სუ­ლად "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და.

მას არ სურ­და, რომ ფოტო ასე ვირუ­სუ­ლად მოს­დე­ბო­და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს და თვლის, რომ ეს რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან სა­ში­ში რამ არის. "ხალ­ხი აზი­ა­რებ­და და ვე­რა­ვინ ხვდე­ბო­და, რომ რე­ა­ლუ­რი ფოტო არ იყო და მე ვფიქ­რობ­დი, ჯან­და­ბა, ეს სი­გი­ჟეა“, - ამ­ბობს პაბ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
naka
0

უხდება , ისე რეალურია თუ არა მომეწონა მეც შევიძენდი მსგაცს სტილს. საითკენ მივედინებით ისე

Marvel
17

ამ სამყაროში გამორიცხული აღარაფერია..

ფეშენისტა კოლხი და მისი გოგო რად ღირს მარტო :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"

რომის პაპი "ბალენსიაგას" სამოსში - როგორ გააცურა ხელოვნურმა ინტელექტმა მილიონობით ადამიანი: "აზიარებდნენ და ვერავინ ხვდებოდა, რომ ყალბი იყო"

სოციალურ ქსელებში ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ჩვენს დროში ერთ-ერთი გამოწვევაა, ე.წ. ფეიქ ინფორმაციების რეალურისგან გარჩევა კიდევ უფრო რთული გახდა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რომის პაპის ფრანცისკეს ფოტო, სასულიერო პირისთვის არადამახასიათებელი და არაორდინალური ჩაცმულობით. ფოტოზე ჩანს, რომ პაპს აცვია თეთრი ქურთუკი ცნობილი ფრანგული ბრენდის Balenciaga-ს კოლექციიდან.

ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა დაიჯერა, რომ პაპს მართლაც ეს სამოსი ეცვა. ზოგიერთმა გააკრიტიკა ის, ზოგმა კი შეაქო მოდური არჩევანისთვის.

გავრცელებული ფოტო ყალბია. ის ხელოვნური ინტელექტით არის შემქნილი და უკვე იდენტიფიცირებულია მისი ავტორიც. მედიის ცნობით, AI-ს საშუალებით სურათი 31 წლის ჩიკაგოელმა, პაბლო ხავიერმა შექმნა, რომელიც გატაცებულია ხელოვნური ინტელექტით. მისი თქმით, უბრალოდ, გაუჩნდა იდეა, რომ პაპის პორტრეტი შეექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და პროგრამას მიუთითა შემდეგი სიტყვები - "რომის პაპი ბალენსიაგას ფუმფულა ქურთუკით, პარიზის ქუჩებში სეირნობს." შედეგი მთელმა მსოფლიომ ნახა.

პაბლოს თქმით, თავდაპირველად, ფოტო "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში ატვირთა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათებს, შემდეგ reddit-ზე, თუმცა ვირუსულად "ტვიტერზე" გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა.

მას არ სურდა, რომ ფოტო ასე ვირუსულად მოსდებოდა ინტერნეტსივრცეს და თვლის, რომ ეს რეალურად ძალიან საშიში რამ არის. "ხალხი აზიარებდა და ვერავინ ხვდებოდა, რომ რეალური ფოტო არ იყო და მე ვფიქრობდი, ჯანდაბა, ეს სიგიჟეა“, - ამბობს პაბლო.