პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!" - რას ამბობენ ქალი დეპუტატები შალვა რამიშვილის სკანდალზე?
"სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!" - რას ამბობენ ქალი დეპუტატები შალვა რამიშვილის სკანდალზე?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ ყვე­ლა ქალს, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის თუ სხვა ტი­პის უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის მსხვერ­პლი გახ­და.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ხელს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე, ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, ანი წით­ლი­ძე, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, თა­მარ კორ­ძა­ია აწე­რენ.

დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ, შე­ის­წავ­ლონ და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ თა­თია სამ­ხა­რა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნას.

"სას­ტი­კად ვგმობთ მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბით უწყვეტ თავ­დას­ხმას თა­თია სამ­ხა­რა­ძის მი­მართ, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ბრძო­ლით და გამ­ბე­და­ო­ბით შეძ­ლო და­ერ­ღვია ტაბუ - მან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის და მას­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სას­ტი­კად ვგმობთ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ამ და სხვა სა­ვა­რა­უ­დო შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტებ­ზე, რა­ზეც უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 4 ქალი ალა­პა­რაკ­და. მა­თაც სა­ჯა­როდ ამ­ხი­ლეს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ორი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ უკვე არის შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტში მხი­ლე­ბუ­ლი თა­თია სამ­ხა­რა­ძის საქ­მე­ზე.

უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაც­და დუ­მი­ლის ფა­ზას, რაც გვი­ნა­ხავს სხვა საქ­მე­ებ­ში და ღია მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს შემ­ვიწ­რო­ე­ბელს, რი­თაც ეუბ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა მსხვერ­პლს, რომ და­დუმ­დნენ და ახა­ლი­სე­ბენ მო­ძა­ლა­დე­ებს. ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ამ გზავ­ნი­ლის გა­სავ­რცე­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა. ასე­ვე, მი­უ­ღე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ხელი შე­უ­წყოს არამ­ხო­ლოდ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სათ­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის, არა­მედ კა­ნო­ნე­ბის პრაქ­ტი­კა­ში აღ­სრუ­ლე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო გა­რე­მოს შექ­მნას.

გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვნა­ხეთ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დის რე­პუ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად და მსხვერ­პლის და­სას­ჯე­ლად, გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი მსხვერ­პლის დევ­ნი­სათ­ვის და ცრუ ნა­რა­ტი­ვე­ბის კვლავ­წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის. მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც უფ­ლე­ბე­ბის და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მო­ტი­ვით, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, იჭ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცე­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი აღ­რმა­ვებს ეჭვს - უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ის ფაქ­ტი, რომ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს მიერ მხი­ლე­ბუ­ლი პირი სა­ჯა­როდ იმუქ­რე­ბა, რომ მამ­ხი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, აჩ­ვე­ნებს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდას, რაც სა­ხელ­მწი­ფო­სა და კა­ნო­ნის სრულ უუ­ნა­რო­ბას ააშ­კა­რა­ვებს.

მო­ვი­თხოვთ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის­გან, შე­ის­წავ­ლონ და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ თა­თია სამ­ხა­რა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ას; ასე­ვე შე­ის­წავ­ლონ და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ სხვა ქა­ლე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ჩათ­ვლით.

ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს, გა­მო­ხა­ტოს სა­ჯა­რო პო­ზი­ცია მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით; ამას­თან, მო­ვუ­წო­დებთ მას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კა­ნო­ნით და მისი მან­და­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა - და­იც­ვას თა­თია სამ­ხა­რა­ძის უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან სა­ხე­ზეა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ამ­კრძა­ლა­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­გრძო­ბა­დი დარ­ღვე­ვა. კერ­ძოდ, თა­თია სამ­ხა­რა­ძე იდევ­ნე­ბა მის მიერ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტის მხი­ლე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო­ში და­ვის მო­გე­ბის გამო“,- ნათ­ქვა­მია დე­პუ­ტა­ტე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ლელო“ ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

კაცო, როგორ დავიჯერო , რომ ეს თეთრი სახლი ჩვენი ძირძველმოჭმული ექპსერტების აზრებს არ ითვალისწინებს ?! ჩვენ აგერ მეოთხე ათწლეულია მაგათი ნამოძღვრვით ვაგუგუნებთ ქარხნებს , ასფალტს ვადუღებთ , მანაგუას და ნიკარაგიუას გავასწარით ბოლიდებით, კი, ერთ სულ მოსახლეზე დადგმულდაგებული ავტობანების სიგანით და მოჭიდების ხარისხით , გასული არ ხარ დედაქალაქიდან და უკვე აჭარის დედაქალაქში ხარ ვირტუალურად, იმერეთისაზე რომ არაფერი ვთქვათ !? ჰა? ძაბირაძე მაგალითად, კომკავშირული კლუბის გამგე რომ იყო იმ დროიდან ქოთანს ყურს 360 გრადუსის შემოწერულობით აბამს , ჰა ? ლაგაზიძის სტრატეგია და ტაქტიკა ბრძოლის გაუმართავად ომის მოგებისა, იმ ჩინელისა არ იყოს, გვარში "მ" უნდა ერიოს და არ მახსოვს ? ან, ხუხა ნაპალეონის ომის ღმერთის დოქტრინას არ იცნობს , როგორ დავიჯერო ?! ვეჭვობ, თეთრ სახლს ამათი დასკვნა ხელმოუწერლადაც სამაგიდოდ უდევსთ -ომი სხვის ტერიტორიაზეა, დაუფინანსებ მტერს ენჯეოებს და სურამის ციხესაც კი ძირძველვერმოჭმულ ფუნდამენტამდე დაშლიან დიდაშმავილარეფი !?

ასმათი
2

ღმერთო შენ დაიფარე სრულიად საქართველო ამ შერჩევითობის პრინციპით მოძრავი და "გულანთებული" ვითომ ქალი პოლიტიკოსებისგან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!" - რას ამბობენ ქალი დეპუტატები შალვა რამიშვილის სკანდალზე?

"სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით!" - რას ამბობენ ქალი დეპუტატები შალვა რამიშვილის სკანდალზე?

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ განცხადებას ხელს ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია აწერენ.

დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას.

"სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითაც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს.

მოვითხოვთ, საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნის ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო“,- ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც "ლელო“ ავრცელებს.

ასევე იხილეთ: