საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული" - რა თქვა სასამართლოზე ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ?
"ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული" - რა თქვა სასამართლოზე ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ?

ამ ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებს, იმი­ტომ კი არა, რომ მე­ში­ნია ცი­ხე­ში არ ჩამ­სვან, არა­მედ იმი­ტომ, რომ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უნდა ვა­ტა­რო ეს ტვირ­თი, - ამის შე­სა­ხებ ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ბრალ­დე­ბულ­მა დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მისი დიდი სურ­ვი­ლია, ეს ტრა­გე­დია გა­მო­ი­ძი­ონ.

"დღეს თქვენს წი­ნა­შე, რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი, ისე ვიმ­ყო­ფე­ბი, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ ტრა­გე­დი­ას მე­და­ვე­ბა, რა­საც 14 წლის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ბრა­ლად მდე­ბენ იმას, რომ შეც­ნო­ბი­ლად, წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით, 150-ლა­რი­ა­ნი რე­ლეს და­ზოგ­ვის გამო, შე­ვი­წი­რე ამ ბავ­შვის სი­ცო­ცხლე და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ჩემ უსა­ზი­ზღრეს დამ­ნა­შა­ვედ გა­მოყ­ვა­ნას. მე, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, შე­გიძ­ლი­ათ ბრა­ლი დამ­დოთ მრა­ვალ ცოდ­ვა­ში, მაგ­რამ რა­საც თქვენ ასე უნი­ჭოდ ცდი­ლობთ და­მაბ­რა­ლოთ, ვერ და­მაბ­რა­ლებთ. ჩვენს თხოვ­ნებ­ზე, რე­ა­ლუ­რად გა­მო­გეკვლი­ათ, ტრა­გე­დი­ის რე­ა­ლუ­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, თქვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბი­ათ. მე პი­რა­დად, მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, იმი­ტომ კი არა, მე­ში­ნია ცი­ხე­ში არ ჩამ­სვან, არა­მედ იმი­ტომ, რომ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უნდა ვა­ტა­რო ეს ტვირ­თი. თქვენ მხო­ლოდ ის გა­ინ­ტე­რე­სებთ, ფორ­მა­ლუ­რად და­მიმ­ტკი­ცოთ თქვენ მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბა. რა­ი­მე მა­ინც გა­მო­ი­ძი­ეთ ამ ტრა­გე­დი­ა­ში რე­ა­ლუ­რი, ვი­ნა­ი­დან თით­ქმის, 6 თვეა, ვრწმუნ­დე­ბი, რომ თქვე­ნი მი­ზა­ნია, რომ იმ 8 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად გა­უშ­ვით გლ­და­ნის ცი­ხე­ში, რო­მე­ლი­მე გა­ტყდე­ბა და აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. და­პი­რე­ბე­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ იმას გპირ­დე­ბით, რომ ამ ოც­ნე­ბის კოშ­კებს ტყუ­ი­ლად აშე­ნებთ. ეს ტრა­გე­დია, რაც მოხ­და, ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად სა­ში­ნე­ლე­ბაა, თქვენ­თვის მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, გა­ვი­გო, რამ გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ თქვე­ნი უმოქ­მე­დო­ბა არა­ნა­ირ იმედს არ მაძ­ლევს, რომ ოდეს­მე რა­მეს გა­ვი­გებ. გი­სურ­ვებთ, წარ­მა­ტე­ბით ჩა­გე­ტა­რე­ბი­ნოთ ეს წარ­მოდ­გე­ნა, მე კი ჩე­მის მხრივ, გე­ტყვით, რომ იო­ტი­სო­დე­ნა­დაც არ მე­ში­ნია ბრალ­დე­ბის და სას­ჯე­ლის. ღმერ­თია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი და ამ უდა­ნა­შა­უ­ლო 8 ადა­მი­ა­ნის მსა­ჯუ­ლი და არა თქვენ",- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და. მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 9 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ნა­წილ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა. კერ­ძოდ, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ - "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უხა­რის­ხო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 251-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლი), ასე­ვე ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტი)."გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს დევი კა­ხო­ი­ძეს - ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 25,362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი) და "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვილ­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ექ­სპერტს და­ვით თუ­შიშ­ვილს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------
0

გამოიძეთ ხალხნო!! უდანაშაულოს ჩასმა იმეაზე მეტი ცოდვააა რაც მოხადა!!! რა 150 ლარის დაზოგვააა???? გაგიჟდიტ?? სიმართლე ტქვით!!!

მსაჯული
0

მერიის რომელიმე თანამშრომელი არის დაჭერილი?

ავტორი:

"ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული" - რა თქვა სასამართლოზე ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ?

"ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული" - რა თქვა სასამართლოზე ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ?

ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე "გრინსერვის პლუსის" ბრალდებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დიდი სურვილია, ეს ტრაგედია გამოიძიონ.

"დღეს თქვენს წინაშე, როგორც ბრალდებული, ისე ვიმყოფები, რომელსაც პროკურატურა იმ ტრაგედიას მედავება, რასაც 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბრალად მდებენ იმას, რომ შეცნობილად, წინასწარი განზრახვით, 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო, შევიწირე ამ ბავშვის სიცოცხლე და ცდილობენ, საზოგადოების წინაშე ჩემ უსაზიზღრეს დამნაშავედ გამოყვანას. მე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ. ჩვენს თხოვნებზე, რეალურად გამოგეკვლიათ, ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები, თქვენ აბსოლუტურად არაფერი გაგიკეთებიათ. მე პირადად, მაინტერესებს ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, იმიტომ კი არა, მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ მხოლოდ ის გაინტერესებთ, ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერ გამოგონილი ბრალდება. რაიმე მაინც გამოიძიეთ ამ ტრაგედიაში რეალური, ვინაიდან თითქმის, 6 თვეა, ვრწმუნდები, რომ თქვენი მიზანია, რომ იმ 8 ადამიანიდან, რომელიც ჩემთან ერთად გაუშვით გლდანის ციხეში, რომელიმე გატყდება და აღიარებს დანაშაულს. დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ იმას გპირდებით, რომ ამ ოცნების კოშკებს ტყუილად აშენებთ. ეს ტრაგედია, რაც მოხდა, ჩემთვის ნამდვილად საშინელებაა, თქვენთვის მხოლოდ ფორმალური გარემოებები. დიდი სურვილი მაქვს, გავიგო, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი უმოქმედობა არანაირ იმედს არ მაძლევს, რომ ოდესმე რამეს გავიგებ. გისურვებთ, წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს წარმოდგენა, მე კი ჩემის მხრივ, გეტყვით, რომ იოტისოდენადაც არ მეშინია ბრალდების და სასჯელის. ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული და არა თქვენ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).