საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს
"რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს

თა­თია სამ­ხა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. ქალი წერს, რომ სახ­ლთან "პოსტ ტვ“-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბე­რი­ძე მი­უ­ვარ­და და ტე­ლე­ვი­ზი­ის რამ­დე­ნი­მე გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სა­დარ­ბა­ზოს­თან და­რა­ჯობს. თა­თია დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს.

"პრო­ვო­კა­ტო­რი ნა­თია ბე­რი­ძე ისევ მო­მი­ვარ­და სახ­ლთან... ახ­ლაც რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მყა­რა­უ­ლობს სა­დარ­ბა­ზოს­თან! ხალ­ხო, რო­დემ­დე უნდა მამ­ყო­ფონ ამ ტყვე­ო­ბა­ში? ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლო, და­მეხ­მა­რეთ, რე­ა­ლი­თი შოუდ აქ­ცი­ეს ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა!" - წერს თა­თია სამ­ხა­რა­ძე.

ამ ცოტა ხნის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ნი­ნია კა­კა­ბა­ძემაც და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძის სახ­ლის კარ­თან "POST TV" - ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რი­საა ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბე­რი­ძეც.

"თა­თია სამ­ხა­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კარი დღეს, ახლა სულ ცოტა ხნის წინ, ისევ ჩა­მო­ი­ღო ნა­თია ბე­რი­ძემ! ახ­ლაც მის სახ­ლთან პატ­რუ­ლი­რე­ბენ! მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დემ­დე უნდა იცხოვ­როს თა­თი­ამ ამ ტე­რო­რის პი­რო­ბებ­ში და რო­დის გა­იღ­ვი­ძებს ვინ­მე ამ ქვე­ყა­ნა­ში, ვი­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ", - წერს კა­კა­ბა­ძე და სა­ხალ­ხო დამ­ცველ ლე­ვან იო­სე­ლი­ანს მო­უ­წო­დებს "ან წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გაგ­ზავ­ნეთ თა­თი­ას­თან, ან თქვენ მი­დით."

მას შემ­დეგ, რაც კა­კა­ბა­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიღ­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჩა­ერ­თო და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ექიმ­თან იყო ფორ­მა 100-ის წა­მო­სა­ღე­ბად და ახლა სამ­ხა­რა­ულ­ში მი­დი­ო­და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ქალ­მა უარ­ყო რომ ის სამ­ხა­რა­ძის სახ­ლთან იდგა.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შალ­ვა რა­მიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ქალ­მა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სა­ჯა­როდ დას­დო ბრა­ლი და ამ კონ­ტექ­სტში თა­თია სამ­ხა­რა­ძი­სა და რა­მიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვის ამ­ბა­ვი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, "POST TV" -ის ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი სამ­ხა­რა­ძი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის სამ­დივ­ნოს წევ­რის, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რის შე­სა­ხებ.

26 მარტს კი "დიდ გა­და­ცე­მა­ში" წამ­ყვა­ნე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თა­თია სამ­ხა­რა­ძე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ქო­ვა­ნის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქე­დან ვერ გა­მო­დი­ო­და, რად­გან და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამ გა­და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­წე­რა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ვი­დეო სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან და გა­ნა­ცხა­და, რომ ის, რა­საც მის შე­სა­ხებ "პოსტს ტვ" - ის ეთერ­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ, სრუ­ლი სიც­რუე იყო.

შე­გახ­სნებთ, საქ­მე "თა­თია სამ­ხა­რა­ძე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა სა­სა­მარ­თლოს 2 ინ­სტან­ცი­ა­ში მო­ი­გო, ის შალ­ვა რა­მიშ­ვილს ბრალს სდებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
1

რომელი სახალხო დამცველი პრეზიდენტია :D

უპარტიო
1

ინტერვიუს აღების უფლება, მედიისთვის საინტერესო პირისთვის გადაღება ჟურნალისტის უფლებაა, ჟურნალისტს არა აქვს უფლება შეიჭრას სხვის კერძო საკუთრებაში და იქ სდიოს მისთვის სასურველ რესპოდენტს. რესპოდენტის უფლებაა მისცეს ან არ მისცეს ჟურნალისტს ინტერვიუ. რაც შეეხება პრეზიდენტს და ვისი ვისი და პრეზიდენტის პრეროგატივა ნამდვილად არაა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა, ის უუფლებოა მიუთითოს ჟურნალისტს საჯარო სივრცეში სად გაჩერდეს და სად "ჩაუსაფრდეს" რესპოდენტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს

"რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს

თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს. ქალი წერს, რომ სახლთან "პოსტ ტვ“-ს ჟურნალისტი ნათია ბერიძე მიუვარდა და ტელევიზიის რამდენიმე გადამღები ჯგუფი სადარბაზოსთან დარაჯობს. თათია დახმარების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - წერს თათია სამხარაძე.

ამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემაც დაწერა სოციალურ ქსელში, რომ თათია სამხარაძის სახლის კართან "POST TV" - ის გადამღები ჯგუფი იყო მობილიზებული, მათ შორისაა ჟურნალისტი ნათია ბერიძეც.

"თათია სამხარაძის საცხოვრებელი სახლის კარი დღეს, ახლა სულ ცოტა ხნის წინ, ისევ ჩამოიღო ნათია ბერიძემ! ახლაც მის სახლთან პატრულირებენ! მე მაინტერესებს, როდემდე უნდა იცხოვროს თათიამ ამ ტერორის პირობებში და როდის გაიღვიძებს ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აქვს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ", - წერს კაკაბაძე და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მოუწოდებს "ან წარმომადგენელი გაგზავნეთ თათიასთან, ან თქვენ მიდით."

მას შემდეგ, რაც კაკაბაძემ პოსტი გამოაქვეყნა, ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში დიღმის ტერიტორიიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ ის ექიმთან იყო ფორმა 100-ის წამოსაღებად და ახლა სამხარაულში მიდიოდა ექსპერტიზაზე. ქალმა უარყო რომ ის სამხარაძის სახლთან იდგა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ბოლო დღეების განმავლობაში, შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დასდო ბრალი და ამ კონტექსტში თათია სამხარაძისა და რამიშვილის სასამართლო გარჩევის ამბავი კვლავ აქტუალური გახდა, "POST TV" -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სამხარაძისა და "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის საეჭვო კავშირის შესახებ.

26 მარტს კი "დიდ გადაცემაში" წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ თათია სამხარაძე სამი დღის განმავლობაში ჩიქოვანის ბინაში იმყოფებოდა და იქედან ვერ გამოდიოდა, რადგან დალურჯებები ჰქონდა. სწორედ ამ გადაცემის პარალელურად ჩაწერა თათია სამხარაძემ ვიდეო საკუთარი სახლიდან და განაცხადა, რომ ის, რასაც მის შესახებ "პოსტს ტვ" - ის ეთერში ლაპარაკობდნენ, სრული სიცრუე იყო.

შეგახსნებთ, საქმე "თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, ახალგაზრდა ქალმა სასამართლოს 2 ინსტანციაში მოიგო, ის შალვა რამიშვილს ბრალს სდებდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურად შევიწროვებაში.

ასევე იხილეთ: