საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი
"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა დარ­ჩეს იმ გზა­ზე, რაც აირ­ჩია და რის­თვი­საც მი­ი­ღო მან­და­ტი, ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ტვ პირ­ველ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­იძ­ლე­ბა, რომ მე­ო­რედ ეთ­ქვას უარი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე, რომ ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით შეც­დო­მა იქ­ნე­ბა და არას­წო­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის­თვის.

"პირ­ვე­ლი უარი მგო­ნი ცოტა უსა­მარ­თლოდ იყო გან­ცდი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, მაგ­რამ გა­სა­გე­ბი იყო, რომ რა­ღა­ცებ­ში არ გა­მოვ­ხა­ტეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ იყო მი­ღე­ბუ­ლი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლო იყო [ევ­რო­კავ­შირ­თან] და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას თვალს თუ გა­ვუს­წო­რებთ, შარლ მიშ­ლის დო­კუ­მენ­ტის ხე­ლა­ღე­ბით გა­დაგ­დე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ნაკ­ლე­ბად იგ­რძნო­ბო­და. მოლ­დო­ვის მი­მართ იყო გან­ცდა, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. შე­იძ­ლე­ბა ისე წინ წა­სუ­ლი არაა, მაგ­რამ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დამ­დგა­რა.

ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზა­ნი იყო ამეხ­სნა, რომ ყვე­ლაფ­რის - თუნ­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­გე­ბა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და რი­ტო­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უა­რის თქმა მე­ო­რედ არ შე­იძ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­რო­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო დღეს ისეთ რე­გი­ონ­შია, რომ სა­ჭი­როა სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის და არა მე­ო­რე ფრონ­ტის­თვის. ჩვე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­თი უა­რის თქმამ შე­იძ­ლე­ბა ჩვენს შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე იმოქ­მე­დოს და მოვ­ლე­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად წა­ვი­დეს.

ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა­ნა­ი­რად აჩ­ვე­ნა, სად არის, საით მი­დის. ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე მხრივ კი ეს [სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბა] იქ­ნე­ბა ანტი სიგ­ნა­ლი რუ­სე­თის­თვის. არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს მის­ცე გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ისე მჭიდ­როდ აღა­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­პას­თან და ამე­რი­კას­თან“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ას­ხი­ვებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ „არ ას­ხი­ვებს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქამ­დე უნდა იყოს მიყ­ვა­ნი­ლი, რომ და­პი­რე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი იყოს“.

მან­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­წე­რა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი კურ­სის და ამ კურსს უნდა გაჰ­ყვეს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფიქ­რებს მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ჰოდა, ყვე­ლა­ზე ნაღ­დი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რომ მათ მო­ი­პო­ვონ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი... არა­ვის აურ­ჩე­ვია ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის­თვის, რომ გა­უშ­ვას ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ხე­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ხალხსაც აფიქრებს და მზადაა,ასე რომ იმედი ნუ გექნება ამოყირავების!

დოი
0

ქართველობს მაგრამ,ცივსისხლიანი ევროპელია! არა და ვიფიქრე,პატრიოტული გრძნობა გაიღვიძებდა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი

"ხელისუფლება უნდა დარჩეს იმ გზაზე, რაც აირჩია და რისთვისაც მიიღო მანდატი, ეს არის ელემენტარული დემოკრატიული პრინციპები", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არ შეიძლება, რომ მეორედ ეთქვას უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომ ეს სტრატეგიული თვალსაზრისით შეცდომა იქნება და არასწორი გზავნილი იქნება რუსეთისთვის.

"პირველი უარი მგონი ცოტა უსამართლოდ იყო განცდილი საქართველოს მოსახლეობისგან, მაგრამ გასაგები იყო, რომ რაღაცებში არ გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული.

გადაწყვეტილება უსამართლო იყო [ევროკავშირთან] დაახლოებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, შარლ მიშლის დოკუმენტის ხელაღებით გადაგდების შემდეგ, პოლიტიკური ნება ნაკლებად იგრძნობოდა. მოლდოვის მიმართ იყო განცდა, რომ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ისე წინ წასული არაა, მაგრამ მისი ხელისუფლების პოლიტიკური ნება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ჩემი მოგზაურობის მიზანი იყო ამეხსნა, რომ ყველაფრის - თუნდაც ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენი იზოლაციაში გადასროლა სტრატეგიულად არ შეიძლება. საქართველო დღეს ისეთ რეგიონშია, რომ საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი უარის თქმამ შეიძლება ჩვენს შიდა სტაბილურობაზე იმოქმედოს და მოვლენები სხვანაირად წავიდეს.

ჩვენმა მოსახლეობამ ყველანაირად აჩვენა, სად არის, საით მიდის. ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს აღიარებული, მეორე მხრივ კი ეს [სტატუსის არმინიჭება] იქნება ანტი სიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ საქართველო ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ასხივებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება 12 რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკურ ნებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ „არ ასხივებს, თუმცა ხელისუფლება იქამდე უნდა იყოს მიყვანილი, რომ დაპირებების ერთგული იყოს“.

მანვე გაიხსენა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის და ამ კურსს უნდა გაჰყვეს.

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები, ჰოდა, ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი... არავის აურჩევია ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუშვას ეს ისტორიული შანსი ხელიდან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.