სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა იყო მათი საუბრის მთავარი თემები?
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა იყო მათი საუბრის მთავარი თემები?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლურ მი­ნისტრს შეხ­ვდა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დი­ნა­მი­კა იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლუ­რი მი­ნის­ტრის ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კის შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის ანა­ლე­ნა ბერ­ბოკს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სა და ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი.

"შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ხაზი გა­ეს­ვა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მა­ღალ დო­ნეს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლურ მი­ნისტრს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, ასე­ვე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ში გერ­მა­ნი­ამ არა­ერ­თხელ შე­ას­რუ­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი და აგ­რეთ­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რეა რე­გი­ონ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ, და კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ანა­ლე­ნა ბერ­ბოკ­მა რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს. ხაზი გა­ეს­ვა შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სო­ფელ ოძის­ში ჩა­ვი­და (ფო­ტო­ე­ბი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
5

მეორე ფრონტიო რომ გაიძახით, ნეტა საით გინდათ გავიქცეთ, თბილისში ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ არის, ბათუმი თურქებით, რუსებით და უკრაინელებითაა სავსე, გამორბის თურქეთიდან ხალხი. რომ რამე მოხდეს სად შეაფარებთ თავს ჩვენც გვითხართ, ვინ მაგას გაიძახით უკვე გაქვთ გასაქცევი ნაყიდი ევროპაში და ამერიკაში. 

ტიანშანი
7

ამ ქალს ორი სათაური რათ უნდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა იყო მათი საუბრის მთავარი თემები?

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა იყო მათი საუბრის მთავარი თემები?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა (ფოტოები)