მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა" - რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია
"ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა" - რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია

"თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში პირ­ველ ცდა­ზე ვერ დაჯ­და. თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა, თუმ­ცა კა­პი­ტანს კვლავ აფ­რე­ნა მო­უ­წია.

ბერ­ბო­კის თვითმფრი­ნა­ვი პირ­ველ ცდა­ზე ვერ დაჯ­და, რად­გან ასაფ­რენ ბი­ლიკს სხვა თვითმფრი­ნა­ვი ბლო­კავ­და. კა­პი­ტან­მა დაჯ­დო­მა მე­ო­რე ცდა­ზე შეძ­ლო", - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "შპი­გე­ლი" წერს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მე­ო­რე ცდა­ზე, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე და­ეშ­ვა.

თბი­ლი­სის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 23:20 სა­ათ­ზე, გერ­მა­ნი­ის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი უკვე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იყო.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბერ­ბოკს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე დახ­ვდა.

"ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს ქარ­თველ კო­ლე­გას­თან ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­თან. ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს.

ის ასე­ვე ეწ­ვე­ვა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------
15

ყოჩაღ ქოცებო, ანტიევროპულ კომენტარებში. ღმეთის გეშინოდეთ.

აბდულაი
6

რუსული ბრძანებით დაბლოკეს ,თორემ სპონტანურად ხომ არ მოდიოდა საქართველოში.აქიდანაც ჩანს რა უწესრიგობა მოიტანა ქონება და ნაცებმაც.

ეს ქვეყნის რეპუტაციის შელახვაა და არა მთავრობის.საქართველო მიწა ჩვენია ხალხის და ასე შემდეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა" - რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია

"ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა" - რატომ ვერ დაეშვა თბილისის აეროპორტში პირველ ცდაზე თვითმფრინავი, რომელშიც ანალენა ბერბოკი იყო და რას წერს გერმანული მედია

"თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ცდაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი დაეშვა, თუმცა კაპიტანს კვლავ აფრენა მოუწია.

ბერბოკის თვითმფრინავი პირველ ცდაზე ვერ დაჯდა, რადგან ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. კაპიტანმა დაჯდომა მეორე ცდაზე შეძლო", - ამის შესახებ გერმანული გამოცემა "შპიგელი" წერს.

  • გამოცემის ცნობით, მეორე ცდაზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამთავრობო თვითმფრინავი ინციდენტის გარეშე დაეშვა.

თბილისის დროით დაახლოებით 23:20 საათზე, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო.

  • ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერბოკს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვდა.

"ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.