საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვივამედი" განცხადებას ავრცელებს: "იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, რომ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა"
"ვივამედი" განცხადებას ავრცელებს: "იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, რომ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა"

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კო­სე­ბის მი­თი­თე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობს.

ამი­ტომ მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, მი­მარ­თონ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, რათა შე­ა­ფა­სოს პა­ცი­ენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ცი­ენ­ტი მ. სა­ა­კაშ­ვი­ლი, კლი­ნი­კა ვი­ვა­მედ­ში იმ­ყო­ფე­ბა 2022 წლის 12 მა­ი­სი­დან დღემ­დე. პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სრუ­ლი სპექტრი, და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი და გა­ნე­სა­ზღვრა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს მი­მართ არ­ნა­ხუ­ლი ზე­წო­ლი­სა, ვცდი­ლობ­დით დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტი, რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რაც ოქ­ტომ­ბრის თვემ­დე მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდი­ო­და და სა­ხე­ზე იყო შე­სამ­ჩნე­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ხოლო ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი უარს აცხა­დებს შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ, ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი ან პრო­ცე­დუ­რა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა, მის სუ­ბი­ექ­ტურ ან ობი­ექ­ტურ მო­ნა­ცე­მებ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად ბოლო თვის მან­ძილ­ზე, პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უნ­დობ­ლო­ბას აცხა­დებს მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ზე.შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი „ვი­ვა­მე­დი“, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იღებს უზარ­მა­ზარ რე­პუ­ტა­ცი­ულ დარ­ტყმას (მა­გა­ლი­თად: არ ვმკურ­ნა­ლობთ, ვერ ვმკურ­ნა­ლობთ და ა.შ.), რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია.

სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მედ­პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით, მივ­მარ­თოთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, შე­ა­ფა­სოს პა­ცი­ენტ მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ო­ბა, რა­ზეც თან­ხმო­ბას აცხა­დებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკარია
5

ეგ თქვენ უნდა თქვათ გადაჭრით - როდესაც ავადმყოფი დანიშნულ მედიკამენტებს არ ღებულობს, როცა ექიმის მიერ დანიშნულ კვების რეჟიმს არად დაგიდევთ, რა უნდა საავადმყოფოში? მითუმეტეს, რომ მედპერსონალს აბუჩად იგდებს და თავის პარანოიას მთელი სისრულით ავლენს!

წაიყვამოს პატრონმა (ციხემ) სადაც ეკუთვნის - ან საკანში, ან ციხის საავადმყოფოში

მმმ
2

დროული განცხადებაა. ცოტა დაგვიანებულიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვივამედი" განცხადებას ავრცელებს: "იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, რომ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა"

"ვივამედი" განცხადებას ავრცელებს: "იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, რომ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა"

კლინიკა "ვივამედი" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი არ ემორჩილება მედიკოსების მითითებას და მკურნალობაზე უარს ამბობს.

ამიტომ მათი ინფორმაციით, იძულებულები ხდებიან, მიმართონ, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.

"მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სქემა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა და სახეზე იყო შესამჩნევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ხოლო ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე.

შესაბამისად ბოლო თვის მანძილზე, პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე.შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია.

სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნაობა, რაზეც თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში" - აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ ასევე: