პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და "ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მიკროფონი ისროლა კიდევ ერთმა დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, "ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ჯაშუშებს ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.
ჩვენ, უბრალო მოკვდავთ რა გვეშველება ამათ ხელში, რორემ, თვითონ ამ აყალ- მაყალით დროც გაყავთ და ათასებსა. იჯიბავენ ჩვენი გადახდილი ფულებით. ეს ამხელა ენერგია , ორივე მხარემ,ქვეყნის მშენებლობას რომ მოახმაროს, რაღა გაგვიჭირდებოდა.
ისევ სოფლის "ბირჟაზე" ჰგონიათ თავი.